ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის თამარ მეფის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 23.07.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №337
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016635
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2021
matsne.gov.ge 162 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თამარისის უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 80% 23.03.2023 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის N2 ქუჩისათვის (ცენტრალური ქუჩის პარალელური ქუჩა) თამარ მეფის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 79% 04.08.2023 მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი ახალი დიოკნისის ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 77% 13.05.2022 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მეფე მირიანის ქუჩისთვის მირიან მეფის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 76% 28.01.2025 ქალაქ წყალტუბოში, თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის მიმდებარე ქუჩისათვის აფხაზეთის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 75% 27.05.2022

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის თამარ მეფის I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №337 2021 წლის 23 ივლისი  ქ. თბილისი ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის თამარ მეფის  I  ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  – “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თამარ მეფის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს თამარ მეფის  I  ჩიხის   სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64). საკრებულოს თავმჯდომარე          გიორგი ტყემალაძე