„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№86-77
სარეგისტრაციო კოდი
300330000.35.101.016897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №86-77

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: (www.matsne.gov.ge), 16/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016050) და  დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 28 ივლისის №21.1048.1178 განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M 3 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 2-ის შესაბამისად;

გ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 28 ივლისის №21.1048.1178 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტების განრიგი, დანართი 3-ის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 7 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე