⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2002)
გაუქმებულია:

“აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ”

მიღების თარიღი 09.08.2001
ძალის დაკარგვა 03.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
ნომერი №622
სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.11.114.004.909
გამოქვეყნების წყარო სსმ, 84, 13/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 636 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2001 მიღება
03.07.2002 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №622 2001 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი აქციზური საქონლის რეალიზაციაზე კონტროლის ღონისძიებათა შესახებ ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში აქციზური საქონლის საბითუმო და საცალო მიწოდებაზე სახელმწიფო კონტროლის, აღრიცხვიანობის გაუმჯობესებისა და დაბეგვრაში სრულად მოქცევის მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე აქციზური საქონლის (გარდა თამბაქოს, თამბაქოს ნაწარმის, ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების) ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციისათვის სავალდებულო სპეციალური დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის ფორმა (ტექსტში შემდგომში – სდღგ) დანართი №1-ის ნიმუშის მიხედვით. 2. სდღგ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს. სდღგ იბეჭდება 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი განსხვავებული ფერისაა. სდღგ-ს გაცემა აქციზური საქონლის მიმწოდებლებზე ხდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს მიერ. 3. სდღგ სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს: ა) 2001 წლის 1 სექტემბრიდან – ნავთობის აირების, ბუნებრივი გაზის კონდესატზე (გარდა მილსადენისა) და აირისებრ ნახშირწყალბადებზე (თხევადი გაზი); ბ) 2001 წლის 1 სექტემბრიდან – სპირტსა და სპირტიან სასმელზე; გ) 2001 წლის 1 სექტემბრიდან – ნედლი ნავთობისაგან და ბითუმინოზური მინერალებისაგან მიღებულ ნავთობპროდუქტებზე (ზეთი); დ) 2001 წლის 15 სექტემბრიდან – სხვა აქციზურ საქონელზე. 4. საწარმოებზე სდღგ გაიცეს მის I ეგზემლპარზე გამყიდველის და მისი საიდენტიფიკაციო ნომრის ჩაწერის შემდეგ, რომლის სისწორეს ადასტურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურო, I ეგზემპლარის უკანა მხარეს ბეჭდით და ჩანაწერით „გამყიდველის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ჩაწერილია“. 5. სდღგ გადამხდელებზე გაიცემა არა უმეტეს თვენახევრის მარაგის ოდენობით. 6. აქციზური საქონლის მიმწოდებელი საცალო ქსელის საწარმოებზე სდღგ-ს გაცემა განხორციელდეს მათი სათანადოდ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. 7. სდღგ-ს მიღებისათვის გადასახადის გადამხდელი წინასწარ იხდის მის ნომინალურ ღირებულებას, რომლის ოდენობას ადგენს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო. 8. გადამხდელებზე სდღგ-ს ყოველი შემდეგი პარტია გაიცემა წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით გადამხდელის მიერ აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში და საგადასახადო ინსპექციაში  სათანადო ანგარიშგების წარდგენის შემდგომ. 9. სდღგ გამოიწერება აქციზური საქონლის მიმწოდებლის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) და მესამე ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს, ხოლო მეორე და მეოთხე ეგზემპლარი (ასლები) რჩება გამყიდველს. 10. დაუშვებელია აქციზური საქონლის საბითუმო მიწოდებაზე სდღგ-ს გამოწერა პირზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად და არ აქვს მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი. 11. აქციზური საქონლის მიმწოდებელი ვალდებულია სრულად შეასრულოს სდღგ-ს ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი, რომელსაც თავის მხრივ ადასტურებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს, ან საგადასახადო ინსპექციის მიერ სპეციალურად გამოყოფილი თანამშრომელი ჰოლოგრამული მარკით, ხელის მოწერითა და თარიღის აღნიშვნით. 12. სდღგ-ს პირველ ეგზემპლარზე ჰოლოგრამული მარკის დაკვრა და სდღგ-ს ოთხივე ეგზემპლარის 24-ე უჯრაში ხელის მოწერა ხდება აქციზური საქონლის ტრანსპორტირების დაწყების წინ,  რომლის გარეშე აქციზური საქონლის ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება აკრძალულია, ხოლო სდღგ-ს პირველ და მესამე ეგზემპლარის 25-ე უჯრაში ხელის მოწერა ხდება აქციზური საქონლის მიღებისთანავე. ამასთან, სავალდებულოა საქონლის მიღების მომენტში სდღგ იყოს ობიექტზე. 13. ჰოლოგრამული მარკისა და სდღგ-ს 24-ე და 25-ე უჯრაში სათანადო წესით დამოწმების გარეშე სდღგ-ს ძალა არ აქვს და შესაბამისად დღგ-ს ჩათვლა არ განხორციელდება. 14. აქციზური საქონლის მიწოდებისას სავალდებულოა სდღგ-ში საქონლის დასახელებასთან ერთად აისახოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის და/ან სდღგ-ს ნომერი, რომლითაც მოხდენილია მისი იმპორტი და/ან შეძენა (სდღგ, სსდ), წარმოების შემთხვევაში – შესაბამისობის სერტიფიკატი. 15. იურიდიულ პირსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც არ ითვლებიან იურიდიულ პირებად, აქციზური საქონლის გაცემისას, რაც მოითხოვს ტრანსპორტირებას, სატრანსპორტო დოკუმენტებთან ერთად გამოწერილი უნდა იქნეს სდღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, რომლის მე-11, მე-12 და მე-13 უჯრების 4-10 სვეტები არ შეივსება (სვეტებში კეთდება აღნიშვნა „–“) და შესაბამისად იგი დღგ-ს ჩათვლისათვის არ გამოიყენება. 16. სდღგ-ში აქციზური საქონლის რაოდენობა ფიქსირდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურით გათვალისწინებულ განზომილებებში. 17. გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით შესაბამის საგადასახადო ინსპექციას სდღგ წარედგინება დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის დანართთან ერთად, აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს დამოწმების შემდგომ საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მათ შორის: ა) მყიდველის მიერ I ეგზემპლარი (ორიგინალი); ბ) გამყიდველის მიერ IV ეგზემპლარი. 18. საგადასახადო ინსპექციები ყოველი თვის 25 რიცხვისათვის საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროში წარადგენენ ინფორმაციას საწარმოების მიერ გამოწერილი და მიღებული სდღგ-ს შესახებ (დანართი №2 ფორმის მიხედვით), ასევე სდღგ-ს I და IV პირებს. 19. სდღგ-ისა და ჰოლოგრამული მარკების გაცემის ორგანიზება და მათ გამოყენებაზე სათანადო კონტროლის დაწესება უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიურომ. 20. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. მაჭავარიანი