# "სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ" კონვენცია

- ტიპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
- მიმღები ორგანო: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №326-1
- მიღების თარიღი: 05.03.2021
- კონსოლიდირებული რედაქცია: 05.03.2021
- სარეგისტრაციო კოდი: 480610000.03.030.016660
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5237918/0
- წყარო: https://legali.ge/law/5237918/

> ეს არის 05.03.2021 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ორგანოს უფლება აქვს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო დავალების საშუალებით, მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ან სხვა სას

_თავი I — დავალება_

დავალება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად, რომლებიც  უკვე მიმდინარე ან მოსალოდნელი სასამართლო სამართალწარმოებისათვის არ არის საჭირო.

"სხვა სასამართლო მოქმედება" არ გულისხმობს  ისეთი სასამართლო დოკუმენტის პირისთვის ჩაბარებას ან ისეთი სასამართლო დოკუმენტის გამოცემას, რომლითაც სასამართლოს გადაწყვეტილების, განკარგულების, სარჩელის უზრუნველყოფის და სხვა დამცავი ზომის აღსრულება ხდებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-1/](https://legali.ge/law/5237918/muxli-1/)

---

## მუხლი 2. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ცენტრალური ორგანო, რომელიც სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ხელისუფლების ორგანოსგან სასამართლო დავალებას მიიღებს და მას კომპეტენტურ  ორგანოს შესასრულ

_თავი I — დავალება_

დავალება ეგზავნება დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უშუალოდ, ამავე სახელმწიფოს სხვა  ორგანოს შუამავლობის გარეშ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-2/](https://legali.ge/law/5237918/muxli-2/)

---

## მუხლი 3. სასამართლო დავალებაში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

_თავი I — დავალება_

a) ორგანო, რომელიც სასამართლო დავალების შესრულებას ითხოვს და ორგანო, რომელსაც ეთხოვა სასამართლო დავალების შესრულება, თუ ასეთი ორგანო მომთხოვნი ორგანოსთვის ცნობილია;

b)  სასამართლო წარმოების მონაწილე მხარეებისა და მათი წარმომადგენლების, ასეთის არსებობის შემთხვევაში სახელები და მისამართები;

c) იმ სასამართლო წარმოების ხასიათი, რომლისთვისაც მოითხოვება მტკიცებულება, და ამ წარმოებასთან  დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია;

d)  მტკიცებულება, რომლის მოპოვებაც უნდა მოხდეს ან სასამართლო მოქმედება, რომელიც უნდა შესრულდეს.

საჭიროების შემთხვევაში, დავალებაში ყველაფერთან ერთად მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:

e)   იმ პირების სახელები და მისამართები, რომლებსაც ჩვენება უნდა ჩამოერთვას;

f) კითხვები, რომლებიც  დასაკითხ პირს უნდა დაესვას ან იმ დავის საგნის აღწერა, რომლის შესახებ ის უნდა დაიკითხოს;

g)  დოკუმენტები ან სხვა საკუთრება, უძრავი ან მოძრავი, რომელიც უნდა შემოწმდეს;

h) მოთხოვნა, რომ ჩვენება პირს ჩამოერთვას ფიცის ქვეშ ან უტყუარობის დამადასტურებელი სხვა ფორმით, და ნებისმიერი სხვა ფორმა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს;

i)   განსაკუთრებული მეთოდი ან პროცედურა, რომელიც უნდა იქნეს დაცული მე-9 მუხლის შესაბამისად.

დავალებაში შეიძლება ასევე მიეთითოს მე-11 მუხლის გამოსაყენებლად საჭირო ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.

დაუშვებელია ლეგალიზაციის ან სხვა მსგავსი ფორმალობის მოთხოვნ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-3/](https://legali.ge/law/5237918/muxli-3/)

---

## მუხლი 4. სასამართლო დავალება დგება იმ ორგანოს სახელმწიფო ენაზე, რომელსაც ეთხოვა შესრულება ან მას თან უნდა დაერთოს ამ ენაზე შესრულებული თარგმანი

_თავი I — დავალება_

თუმცა ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს დავალებას შედგენილს ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, ან ამ ენებიდან ერთ-ერთზე შესრულებულ თარგმანს, თუ მას 33-ე მუხლის შესაბამისად ამასთან დაკავშირებით დათქმა არ გაუკეთებია.

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ოფიციალური ენა და, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, მიიღოს დავალება ამ ენებიდან ერთ-ერთზე სახელმწიფოს მთელი ტერიტორიისთვის, დეკლარაციით უნდა განსაზღვროს ის ენა, რომელზეც დავალება ან მისი თარგმანი უნდა შესრულდეს ქვეყნის ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილებში დავალების შესასრულებლად. საპატიო მიზეზის გარეშე, ასეთი დეკლარაციის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საჭირო  ენაზე თარგმნის ხარჯები უნდა გაიღოს დავალების წარმოშობის სახელმწიფომ.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს დეკლარაციით განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ენა, წინა პუნქტებში მითითებული ენების გარდა, რომელზეც  ცენტრალურ ორგანოს დავალება შეიძლება გაეგზავნოს.

დავალებას თანდართული თარგმანის სისწორე დამოწმებული უნდა იყოს დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირის, სასამართლო სხდომის თარჯიმნის ან სახელმწიფოს მიერ ამისთვის უფლებამოსილი ნებისმიერი სხვა პირის მიე

[https://legali.ge/law/5237918/muxli-4/](https://legali.ge/law/5237918/muxli-4/)

---

## მუხლი 7. მომთხოვნ ორგანოს, მისი სურვილის შემთხვევაში, ეცნობება სამართალწარმოების განხორციელების  დრო და ადგილი, რათა დაინტერესებულმა  მხარეებმა და მათმა წარმომადგენლებმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეძლონ მ

_თავი I — დავალება_



[https://legali.ge/law/5237918/muxli-7/](https://legali.ge/law/5237918/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მომთხოვნი ორგანოს სასამართლოს თანამშრომლებს უფლება აქვთ, სასამართლო დავალების შესრულებას დაესწრონ. ამისთვის შე

_თავი I — დავალება_



[https://legali.ge/law/5237918/muxli-8/](https://legali.ge/law/5237918/muxli-8/)

---

## მუხლი 9. სასამართლო ორგანო, რომელიც ასრულებს სასამართლო დავალებას, იყენებს საკუთარ კანონმდებლობას შესრულების მეთოდებისა და წარმოების მიმართ

_თავი I — დავალება_

თუმცა სასამართლო ორგანო დაემორჩილება მომთხოვნი ორგანოს თხოვნას, მიმართოს  განსაკუთრებულ მეთოდს ან წარმოებას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობას ან თუ მისი შესრულება არ არის შეუძლებელი შიდა საპროცესო ნორმების  და სამართალწარმოების გამო ან პრაქტიკული სირთულის მიზეზით.

სასამართლო დავალება სრულდება  დაჩქარებული წესი

[https://legali.ge/law/5237918/muxli-9/](https://legali.ge/law/5237918/muxli-9/)

---

## მუხლი 10. სასამართლო დავალების შესრულებისას დავალების მიმღები ორგანო მიმართავს იძულების ზომებს იმ შემთხვევებსა და იმ ფარგლებში, რაც განსაზღვრულია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ამავე სახელმწიფოს ორგანოთა ბ

_თავი I — დავალება_



[https://legali.ge/law/5237918/muxli-10/](https://legali.ge/law/5237918/muxli-10/)

---

## მუხლი 11. სასამართლო დავალების შესრულებისას შესაბამის პირს უფლება აქვს, ჩვენების მიცემაზე უარი თქვას იმ მოცულობით, რამდენადაც მას იმუნიტეტი იცავს ან  ვალდებულება აქვს აღებული, უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე,

_თავი I — დავალება_

a) დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით; ან

b) დავალების წარმოშობის სახელმწიფოს კანონმდებლობით და პრივილეგიის ან ვალდებულების შესახებ მითითებულია დავალებაში, ან დავალების მიმღები  ორგანოს მითითებით დავალების გამომგზავნმა ორგანომ მას ამის შესახებ დაუდასტურა.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, დეკლარაციით განაცხადოს, რომ დეკლარაციაში მითითებული მოცულობით დამატებით  დაიცავს პირის პრივილეგიას და ვალდებულებებს, რომლებსაც დავალების  წარმოშობის და აღმასრულებელი სახელმწიფოების  კანონმდებლობების გარდა სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობა ითვალისწინებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-11/](https://legali.ge/law/5237918/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სასამართლო დავალების შესრულებაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც:

_თავი I — დავალება_

a) დავალების შემსრულებელ სახელმწიფოში კონკრეტული დავალების შესრულება არ შედის სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაში; ან

b) დავალების მიმღები სახელმწიფო თვლის, რომ დავალების შესრულება საფრთხეს უქმნის მის სუვერენიტეტსა და უშიშროებას.

დაუშვებელია დავალების შესრულებაზე უარი  მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ დავალების შემსრულებელი სახელმწიფოს განცხადებით მას გააჩნია დავის საგანზე განსაკუთრებული  განსჯადობა, შიდა კანონმდებლობის თანახმად,  ანდა შიდა კანონმდებლობის თანხმად სარჩელი დავის საგანზე დაუშვებელი

[https://legali.ge/law/5237918/muxli-12/](https://legali.ge/law/5237918/muxli-12/)

---

## მუხლი 13. დავალების მიმღებმა ორგანომ სასამართლო დავალების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა გაუგზავნოს მომთხოვნ ორგანოს იმავე არხების საშუალებით, რომლებიც ამ უკანასკნელმა გამოიყენა

_თავი I — დავალება_

დავალების გამომგზავნ ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დავალების შეუსრულებლობის ან ნაწილობრივ შესრულების შესახებ, გამომწვევი მიზეზების მითითებით, იმავე არხების საშუალები

[https://legali.ge/law/5237918/muxli-13/](https://legali.ge/law/5237918/muxli-13/)

---

## მუხლი 14. სასამართლო დავალების შესრულებას არ უნდა მოჰყვეს გადასახადების ან ნებისმიერი სხვა ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება

_თავი I — დავალება_

მიუხედავად ამისა, დავალების შემსრულებელ სახელმწიფოს უფლება აქვს, მოითხოვოს დავალების წარმოშობის  სახელმწიფოსგან ექსპერტებისა და თარჯიმნებისთვის გადახდილი თანხების ანაზღაურება, ასევე მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დავალების წარმოშობის სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ განსაკუთრებულ წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

დავალების მიმღებ ორგანოს, რომლის კანონმდებლობა ავალდებულებს მხარეებს, თავად უზრუნველყონ მტკიცებულებების მოპოვება, და რომელსაც არ შეუძლია თავად შეასრულოს დავალება, შეუძლია მომთხოვნი ორგანოს თანხმობით განსაზღვროს დავალების შესასრულებლად შესაფერისი პირი. ამ თანხმობის მოპოვებისას დავალების მიმღებმა ორგანომ უნდა მიუთითოს ამ პროცედურის მოსალოდნელი ხარჯები. თუ დავალების გამომგზავნი ორგანო გასცემს თანხმობას, მან უნდა აანაზღაუროს გაწეული ხარჯები; ასეთი თანხმობის გარეშე დავალების გამომგზავნი  ორგანო არ არის ვალდებული, აანაზღაუროს ხარჯები.

თავი II. მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მი

[https://legali.ge/law/5237918/muxli-14/](https://legali.ge/law/5237918/muxli-14/)

---

## მუხლი 15. სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე, ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, იმ სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, რომელსაც ის წ

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ  დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს უფლება აქვს, მოიპოვოს მტკიცებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის დეკლარანტი სახელმწიფოს მიერ დანიშნულ შესაბამის ორგანოს მიმართავს და მისგან მიიღებს ნებართვა

[https://legali.ge/law/5237918/muxli-15/](https://legali.ge/law/5237918/muxli-15/)

---

## მუხლი 16. ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს, იმ სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, რომელსაც ის წარმოადგენს, უფლება აქვს, სხვა ხელშემკვრელი სახე

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_

a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნული კომპეტენტური ორგანო, რომელშიც მოღვაწეობს, მას საერთო ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა მისცა და

b) ის აკმაყოფილებს ამ კომპეტენტური  ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვების უფლება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-16/](https://legali.ge/law/5237918/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე, ამ მიზნით საგანგებო რწმუნებულად  სათანადოდ დანიშნულ პირს უფლება აქვს, იძულების გარეშე, მოიპოვოს მტკიცებულება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სხვა ხელშემკვრელი 

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_

a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა კომპეტენტურმა  ორგანომ, რომელშიც მტკიცებულების მოპოვება უნდა მოხდეს, ზოგადად ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა გასცა; და

b)  ის აკმაყოფილებს კომპეტენტური  ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-17/](https://legali.ge/law/5237918/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირი ანდა საგანგებო რწმუნებული, რომლებიც მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლების შესაბამისად უფლებამოსილნი არი

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანო დააკმაყოფილებს მიმართვას, მან უნდა გამოიყენოს იძულების ნებისმიერი ზომა, რომელიც იქნება ადეკვატური და განსაზღვრულია საკუთარი კანონმდებლობით შიდა სამართალწარმოებისას გამოსაყენებლა

[https://legali.ge/law/5237918/muxli-18/](https://legali.ge/law/5237918/muxli-18/)

---

## მუხლი 19. მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლებში განსაზღვრული ნებართვის გაცემისას ან მე-18 მუხლით განსაზღვრული მიმართვის დაკმაყოფილებისას, ასევე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია, განსაზღვროს ის პირობები, რომლებიც მიაჩნია მ

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_



[https://legali.ge/law/5237918/muxli-19/](https://legali.ge/law/5237918/muxli-19/)

---

## მუხლი 21. თუ დიპლომატიური ან საკონსულო თანამდებობის პირი ანდა საგანგებო რწმუნებული მე-15, მე-16 ან მე-17 მუხლების შესაბამისად უფლებამოსილია, მოიპოვოს მტკიცებულება:

_თავი II — მტკიცებულებათა მოპოვება დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირთა და საგანგებო რწმუნებულის მიერ_

a) მას უფლება აქვს მოიპოვოს ნებისმიერი სახის მტკიცებულება, რომელიც არ ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობას, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება ან არ მოდის წინააღმდეგობაში ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად გაცემულ ნებართვასთან; და ასევე უფლებამოსილია, დადგენილ ფარგლებში, პირს დაადებინოს ფიცი ან განახორციელოს ჩვენების უტყუარობის დამადასტურებელი სხვა პროცედურა.

b)  პირს გამოცხადების და ჩვენების მიცემის მოთხოვნა ეგზავნება  მტკიცებულების მოპოვების ადგილის ენაზე ან ამ ენაზე შესრულებულ თარგმანთან ერთად, თუ თხოვნის მიმღები პირი არ არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელშიც მიმდინარეობს სამართალწარმოება.

c)  მოთხოვნის საშუალებით პირს ეცნობება მისი უფლების შესახებ, ჰყავდეს იურიდიული წარმომადგენელი, ხოლო იმ სახელმწიფოში,  რომელსაც  მე-18 მუხლით გათვალისწინებული დეკლარაცია არ გაუკეთებია, ასევე ეცნობება  პირს მისი უფლების შესახებ, რომ მას არავინ აიძულებს გამოცხადდეს და მისცეს ჩვენება;

d)  მტკიცებულების მოპოვება ხდება იმ კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რომელიც გამოიყენება იმ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს სამართალწარმოება, თუ ეს არ არის აკრძალული იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ხდება მტკიცებულების მოპოვება;

e) პირს, რომელსაც მოეთხოვება ჩვენების მიცემა, უფლება აქვს, გამოიყენოს მე-11 მუხლით გათვალისწინებული იმუნიტეტი  ან  ჩვენების არმიცემის მის მიერ აღებული ვალდებულებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-21/](https://legali.ge/law/5237918/muxli-21/)

---

## მუხლი 24. ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, ცენტრალური ორგანოს გარდა, დამატებით დაადგინოს  სხვა  ორგანო და განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები. მიუხედავად ამისა, სასამართლო დავალება  მხოლოდ ცენტრალურ ო

_თავი III — ზოგადი დებულებები_

ფედერალური მოწყობის სახელმწიფოს  უფლება აქვს დაადგინოს ერთზე მეტი ცენტრალური ორგან

[https://legali.ge/law/5237918/muxli-24/](https://legali.ge/law/5237918/muxli-24/)

---

## მუხლი 26. ხელშემკვრელ სახელმწიფოს, თუ მისი ორგანოების უფლებამოსილება კონსტიტუციით შეზღუდულია, უფლება აქვს, მოსთხოვს დავალების წარმოშობის სახელმწიფოს სასამართლო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული იმ მოსაკრებლ

_თავი III — ზოგადი დებულებები_

თუ რომელიმე სახელმწიფო მოითხოვს წინა პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებას, მაშინ სხვა ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება ექნება, მოსთხოვოს ამ სახელმწიფოს ანალოგიური მოსაკრებლებისა და ხარჯების ანაზღაურებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-26/](https://legali.ge/law/5237918/muxli-26/)

---

## მუხლი 27. წინამდებარე კონვენციის დებულებებმა არ უნდა შეზღუდოს ხელშემკვრელი სახელმწიფო იმისგან, რომ:

_თავი III — ზოგადი დებულებები_

a) დეკლარაციით განაცხადოს, რომ მის სასამართლო ხელისუფლების ორგანოებს სასამართლო დავალებები მიეწოდოს  მე-2 მუხლით გათვალისწინებული არხების გარდა ასევე სხვა არხებით;

b) შიდა კანონმდებლობითა და საპროცესო ნორმებით დაადგინოს ამ კონვენციით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების განხორციელების უფრო მსუბუქი პირობები;

c) შიდა კანონმდებლობითა და საპროცესო ნორმებით დაადგინოს მტკიცებულებათა მოპოვების ამ კონვენციისგან განსხვავებული წეს

[https://legali.ge/law/5237918/muxli-27/](https://legali.ge/law/5237918/muxli-27/)

---

## მუხლი 28. წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს, შეთანხმდნენ შემდეგი დებულებების მოქმედების გამორიცხვაზე:

_თავი III — ზოგადი დებულებები_

a)  მე-2 მუხლის დებულებები სასამართლო დავალების  გადაცემის წესის შესახებ;

b)  მე-4 მუხლის დებულებები გამოსაყენებელ ენასთან დაკავშირებით;

c)  მე-8 მუხლის დებულებები დავალების შესრულებისას სასამართლო ორგანოს თანამშრომლის  დასწრებასთან დაკავშირებით;

d)  მე-11 მუხლის დებულებები მოწმეთა იმუნიტეტსა  და ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ვალდებულებასთან დაკავშირებით;

e)  მე-13 მუხლის დებულებები მომთხოვნი სახელმწიფოსთვის შესრულებული დავალების დაბრუნების წესთან დაკავშირებით;

f)   მე-14 მუხლის დებულებები მოსაკრებლებთან  და ხარჯებთან დაკავშირებით;

g)  II თავის დებულებებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-28/](https://legali.ge/law/5237918/muxli-28/)

---

## მუხლი 32. წინამდებარე კონვენციის 29-ე და 31-ე მუხლების დებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, აღნიშნული კონვენცია არ შეიძლება შეიზღუდოს  იმ კონვენციების დებულებებით, რომლებიც მოიცავს წინამდებარე კონვენციით და

_თავი III — ზოგადი დებულებები_



[https://legali.ge/law/5237918/muxli-32/](https://legali.ge/law/5237918/muxli-32/)

---

## მუხლი 33. სახელმწიფოს შეუძლია ხელმოწერის, რატიფიცირების ან შეერთების პროცესში, ნაწილობრივ ან მთლიანად გამორიცხოს მე-4 მუხლის, მე-2 პუნქტისა და II თავის დებულებების მოქმედება. დაუშვებელია სხვა დათქმის გაკეთება. 

_თავი III — ზოგადი დებულებები_

თუ სახელმწიფო აკეთებს დათქმას, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს იგივე წესი დათქმის ავტორი სახელმწიფოს მიმარ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-33/](https://legali.ge/law/5237918/muxli-33/)

---

## მუხლი 35. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების შესახებ სიგელის დეპონირების დროს ან მოგვიანებით უნდა შეატყობინოს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მე-2, მე-8, 24-ე და 25-ე მუხლებ

_თავი III — ზოგადი დებულებები_

ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, შესაბამისად, უნდა აცნობოს სამინისტროს შემდეგი:

a)  ის დადგენილი ორგანოები, რომლებსაც უნდა გაეგზავნოს შეტყობინება, და რომელთა ნებართვა შეიძლება გახდეს საჭირო და რომლებისგან დახმარების მიღება შეიძლება იქნეს მოთხოვილი  დიპლომატიური და საკონსულო თანამდებობის პირების მიერ მე-15, მე-16 და მე-18 მუხლების შესაბამისად მტკიცებულებათა მოპოვებისას;

b) ის დადგენილი ორგანოები, რომელთა ნებართვა შეიძლება იქნეს მოთხოვნილი მე-17 მუხლის შესაბამისად განსაკუთრებული რწმუნებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისას, და რომლებსაც შეუძლია მე-18 მუხლით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენა;

c)  მე-4, მე-8, მე-11, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, 23-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული დეკლარაციები;

d)  აღნიშნული დადგენილი ორგანოებისა და დეკლარაციების გაუქმება ან ცვლილება;

e)  ნებისმიერი დათქმის გაუქმებ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-35/](https://legali.ge/law/5237918/muxli-35/)

---

## მუხლი 38. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის 37-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული მესამე სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს

_თავი III — ზოგადი დებულებები_

კონვენცია ძალაში შედის თითოეული ხელმომწერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მოგვიანებით გაუკეთებს მას რატიფიცირებას,  რატიფიცირების სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღე

[https://legali.ge/law/5237918/muxli-38/](https://legali.ge/law/5237918/muxli-38/)

---

## მუხლი 39. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არ იყო წარმოდგენილი ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზე და არის ამ კონფერენციის ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ან მისი რომელიმე  

_თავი III — ზოგადი დებულებები_

შეერთების შესახებ სიგელის დეპონირება ხდება  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

კონვენცია, შეერთებული სახელმწიფოსთვის, ძალაში შედის შეერთების შესახებ სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.

შეერთება ძალაში შევა მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის, რომელიც დეკლარაციით აღიარებს ამ სახელმწიფოს შეერთებას. ამ დეკლარაციის დეპონირება ხდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან; სამინისტრო თავის მხრივ გადაუგზავნის დეკლარაციის დამოწმებულ ასლს თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

კონვენცია ძალაში შედის შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც დეკლარაციით აღიარა შეერთება, აღიარების დეკლარაციის  დეპონირებიდან მესამოცე დღე

[https://legali.ge/law/5237918/muxli-39/](https://legali.ge/law/5237918/muxli-39/)

---

## მუხლი 40. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის, რატიფიცირებისა და შეერთებისას შეუძლია, დეკლარაციით განაცხადოს, რომ წინამდებარე კონვენცია გავრცელდება მის მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებისთვის ი

_თავი III — ზოგადი დებულებები_

ამის შემდგომ ტერიტორიული მოქმედების ყოველი ახალი გაფართოება  ეცნობება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს.

კონვენცია ძალაში შედის ასეთ გაფართოებაში აღნიშნული ტერიტორიებისთვის წინა პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინებიდან მესამოცე დღე

[https://legali.ge/law/5237918/muxli-40/](https://legali.ge/law/5237918/muxli-40/)

---

## მუხლი 41. წინამდებარე კონვენცია მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მისი ძალაში შესვლის დღიდან, მათ შორის იმ  სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც რატიფიცირება ან შეერთება მოგვიანე

_თავი III — ზოგადი დებულებები_

თუ არ ხდება კონვენციის დენონსირება,  ავტომატურად განახლდება ყოველ ხუთ წელიწადში.

დენონსირების შესახებ უნდა ეცნობოს  ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს  ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.

დენონსირება შეიძლება შეეხოს ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიას.

დენონსირება მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, რომელმაც გააკეთა ასეთი შეტყობინება. კონვენცია ძალაში რჩება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვი

[https://legali.ge/law/5237918/muxli-41/](https://legali.ge/law/5237918/muxli-41/)

---

## მუხლი 42. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო აცნობებს 37-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოებს და სახელმწიფოებს, რომლებიც 39-ე მუხლის შესაბამისად მიუერთდნენ კონვენციას, შემდეგს:

_თავი III — ზოგადი დებულებები_

a) 37-ე მუხლში აღნიშნულ ხელმოწერებსა და რატიფიცირებას;

b)   წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს, 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

c)   39-ე მუხლით გათვალიწინებული შეერთებების და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

d)  მე-40 მუხლით გათვალისწინებული გაფართოებებსა და მათი ძალაში შესვლის თარიღებს;

e)  33-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებული ორგანოების დადგენას, დათქმებსა და დეკლარაციებს;

f)  41-ე მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებულ დენონსირებას.

რის დასტურადაც შესაბამისად უფლებამოსილნი ქვემორე ხელმომწერნი ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. ჰააგაში, 1970 წლის 18 მარტს,  ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, რომლებსაც თანაბარი ძალა გააჩნიათ, ერთ პირად, რომელიც ინახება ნიდერლანდების სახელმწიფო არქივში, რომლის დამოწმებული ასლებიც დიპლომატიური არხების მეშვეობით ეგზავნება თითოეულ  სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის  კონფერენციის მეთერთმეტე სესიაზ

[https://legali.ge/law/5237918/muxli-42/](https://legali.ge/law/5237918/muxli-42/)
