ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის №1 და №4 ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 04.08.2021
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-65.65212162
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.121.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.08.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ვარსიმაანში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ შუამთის ზოგიერთი სახელწოდების არქმონე ქუჩის სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების) სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ილტოზაში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების)
სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის №1 და №4 ქუჩების სახელდების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
განკარგულება №გ-65.65212162
2021 წლის 4 აგვისტო
ქ. ვანი
ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის 1 და N4 ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 19 ივლისის №27 სხდომის ოქმის ამონაწერის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. მოხდეს ვანის მუნიციპალიტეტის მუქედის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა მუქედის №1 და №4 ქუჩების სახელდება თანდართული რუკის შესაბამისად (დანართი №1). კერძოდ:
ა) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის მიხეილ დვალიშვილის ქუჩა გაგრძელდეს და №4 ქუჩას, ასევე, მიენიჭოს შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელი;
ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №4 ქუჩის პირველ ჩიხს ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის მეორე ჩიხი“;
გ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №4 ქუჩის მეორე ჩიხს ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის მესამე ჩიხი“.
დ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №1 ქუჩას ეწოდოს „მიხეილ დვალიშვილის ქუჩის პირველი შესახვევი“, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედის №1 ქუჩის I ჩიხი გაუქმდეს.
2. განკარგულება მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გადაეგზავნის სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრს“ შემდგომი რეაგირებისათვის.
3. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
4. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გადაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით,
5. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს ამ განკარგულების გამოქვეყნება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი.