ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე

მიღების თარიღი 06.08.2021
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016020
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/08/2021
matsne.gov.ge 196 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 96% 07.03.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 28.04.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.05.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.06.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 95% 30.06.2023

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №96 2021 წლის 6 აგვისტო განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ  ერთეულში  მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის მამუკა თოლორაიას 2021 წლის 15 თებერვლის №19/25210463-25 ინიციატივისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 16 ივნისის №01/1884 წერილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმანში მდებარე უსახელო ქუჩას, რომლის სათავედ განისაზღვროს სოფ. ახალაბასთუმნის რომან გაბისონიას ქუჩის გადაკვეთა ეწოდოს საქართველოს ეროვნული გმირის  მარო მაყაშვილის სახელი, (ორთოფოტო თან ერთვის). 2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის: ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12). საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                                                        ბესიკ ჭეჟია