საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2021
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016415
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.08.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი | საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საპროექტო წინადადების დასახელება |
| მუნიციპალიტეტის ტერიტორია | საკუთარი უფლებამოსილება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის სამუშაო ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის
დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2021 წლის 6 აგვისტო
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 85-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების დანართები „სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია №1-ის და სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის მერმა დაამტკიცოს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელების ვადები, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობა და ღირებულება, განსაზღვროს სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელისა და პროგრამის კოორდინატორის კანდიდატურა.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოთარ ჩალათაშვილი
დანართი №1
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიის მიზანია შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც სამუშაო ჯგუფს მისცემს საშუალებას, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ეფექტურად და გამჭვირვალედ მოახდინოს მოსახლეობისგან შემოსული საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა წინასწარ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად.
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აგვისტოს №12 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა საპროექტო წინადადებებისათვის განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს საგარეჯოს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს წინასწარ დამტკიცებულ ლიმიტს (ბიუჯეტს);
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ჩასმული დასაგეგმი წლის ბიუჯეტის პროექტში;
ე) ტექნიკურად უნდა იყოს შესაძლებელი საპროექტო წინადადების განხორციელება;
2. პროგრამის კოორდინატორი ახდენს საპროექტო წინადადებების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების აღრიცხვას (ე.წ. check-list) თანდართული ფორმით.
მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განხორციელების კრიტერიუმი
1. პროგრამის კოორდინატორმა უნდა გადაამოწმოს, რომელი დასახლებული პუნქტი არის მითითებული საპროექტო წინადადებაში და მიეკუთვნება თუ არა ეს დასახლებული პუნქტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
2. ახალი ხაზობრივი ნაგებობის (მაგალითად, წყალსადენის მილის, შემკრები აუზის, სათავე ნაგებობის) მშენებლობის პროექტის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის სამსახურმა უნდა გადაამოწმოს, რომ პროექტის ყველა ელემენტი მდებარეობდეს მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (არ გადადიოდეს მომიჯნავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).
3. ამ მუხლის კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 3🔗. საკუთარი უფლებამოსილებების კრიტერიუმი
1. პროგრამის კოორდინატორმა იურიდიული სამსახურის უფროსთან ერთად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა საპროექტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსის მე-16 მუხლით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებებიდან ერთ-ერთს მაინც. დადებითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 4🔗. ბიუჯეტის კრიტერიუმი
1. სამუშაო ჯგუფის წევრებმა, საფინანსო და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებმა უნდა მოახდინონ წინასწარი შეფასება, თუ რამდენად ჩაჯდება საპროექტო წინადადება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში.
2. საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების განსაზღვრის მიზნით, შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა მეთოდები. კერძოდ, შესაძლოა გაანალიზდეს სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებისას დახარჯული ფინანსური რესურსები და სახელმძღვანელოდ აღებული იქნეს მსგავსი განხორციელებული პროექტის/ობიექტების ფაქტობრივი საშუალო ღირებულება.
3. მსგავსი ობიექტის ღირებულებასთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსგავსობის ხარისხი და შეფასდეს, რამდენად მნიშვნელოვან ფასთა სხვაობას იძლევა ეს განსხვავება.
4. შესაფასებლად ასევე შესაძლებელია გამოყენებული იქნას ერთეული ფასის განფასება ან იდენტურ საქონელზე ბაზარზე არსებული ფასები.
5. იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო წინადადების სავარაუდო ღირებულება ჯდება ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 5🔗. ახალი წინადადების კრიტერიუმი
1. საპროექტო წინადადება უნდა იყოს ახალი, რაც გულისხმობს, რომ ეს პროექტი არ უნდა იყოს განხორციელების ეტაპზე, ან ამ პროექტის განხორციელება ისედაც არ უნდა იყოს გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტიდან.
2. ამ მიზნით, საფინანსო სამსახურის უფროსმა შესაბამის დარგობრივი სამსახურის ხელმძღვანელთან ერთობლივად უნდა გადაამოწმოს, საპროექტო წინადადებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება ხომ არ არის გათვალისწინებული მიმდინარე ან დასაგეგმ საბიუჯეტო წელს.
3. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
მუხლი 6🔗. პროექტის განხორციელების შესაძლებლობის კრიტერიუმი
1. ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი დარგობრივი სამსახურის უფროსმა უნდა გადაამოწმოს, ხომ არ არსებობს საპროექტო წინადადების განხორციელების ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომელიც პროექტის ჩაშლას გამოიწვევს, ან პროექტის განხორციელებას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დააყენებს.
2. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს: წყალმომარაგების მოწყობის შემთხვევაში – წყლის დებეტის ნაკლებობა; თვითდენითი წყალმომარაგების სისტემაში - სიმაღლეებს შორის უარყოფითი ან უმნიშვნელო დადებითი სხვაობა, სპორტული მოედნის აშენების შემთხვევაში – ასაშენებელ ზონაში მუნიციპალიტეტს არ გააჩნდეს საკუთარი მიწა ან გააჩნდეს ისეთი ნაკვეთი, რომლის სპორტულ მოედნად გამოყენებისას შეიზღუდება სხვა საჯარო სივრცესთან მოქალაქეთა წვდომა (მაგალითად, ჩაკეტავს სკოლისკენ მიმავალ გზას) და ა.შ.
3. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ინფრასტრუქტურის ან სხვა შესაბამისი სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა გაანალიზონ, რამდენად არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გავლენა შეუძლია მოახდინოს პროექტის წარმატებით განხორციელებაზე.
4. უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, წინამდებარე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება.
მუხლი 7🔗. სხვა კრიტერიუმებთან შესაბამისობა
1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ იქნა განსაზღვრული სხვა, დამატებითი კრიტერიუმები, მაშინ სამუშაო ჯგუფმა უნდა განიხილოს საპროექტო წინადადების სხვა, დამატებით კრიტერიუმთან შესაბამისობაც.
მუხლი 8🔗. გენდერული ასპექტები
1. შემოსული და გადარჩეული საპროექტო წინადადებებიდან დგება ცალკე ცხრილი, რომელშიც შედის ის საპროექტო წინადადებები, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვასა და გაძლიერებას, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრას და შედეგებთან ბრძოლას.
მუხლი 9🔗. დასკვნითი ნაწილი
1. ის საპროექტო წინადადება, რომელიც აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ავტომატურად გადადის კენჭისყრის ეტაპზე.
2. პროგრამის კოორდინატორი ავსებს შესაბამისობის ფორმას თითოეული საპროექტო წინადადებისთვის, რაზეც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის წევრები.
3. საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევა უნდა დასრულდეს კენჭისყრის ეტაპის დაწყებამდე 5 სამუშაო დღით ადრე.
დანართი
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში მოსახლეობისაგან შემოსული საპროექტო წინადადებების კრიტერიუმებთან შესაბამისობის ცხრილი
№
საპროექტო წინადადების დასახელება
კრიტერიუმები
გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე
მუნიციპალიტეტის ტერიტორია
საკუთარი უფლებამოსილება
ბიუჯეტი
ახალი წინადადება
ტექნიკურად შესაძლებელი
დამატებითი
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
აკმაყოფილებს/ არ აკმაყოფილებს
დიახ/ არა
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ხელმოწერა
პროგრამის კოორდინატორი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა
სამუშაო ჯგუფის წევრი ხელმოწერა
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის დებულების
დანართი #2
სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული
პროექტ(ებ)ის განხორციელებაზე მონიტორინგის მეთოდოლოგია
მეთოდოლოგიის მიზანია, შეიქმნას ინსტრუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა.
მუხლი 1🔗. გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი გამოვლინდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 06 აგვისტოს #12 დადგენილებით განსაზვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად.
დადგენილებით დადგენილი წესის მიხედვით პროექტ(ებ)ის გამარჯვებულად გამოვლენა უნდა განხორციელდეს 5 ნოემბრამდე. ანუ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების იმ ეტაპზე, როდესაც ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ჯერ კიდევ აღმასრულებელი ხელისუფლება (მერია) მუშაობს.
მუხლი 2🔗. პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში გათვალისწინება
გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს ბიუჯეტის პროექტის იმ ვარიანტში, რომელიც მუნიციპალიტეტის მერის მიერ 15 ნოემბერს წარედგინება საკრებულოს.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში წარდგენიდან 5 დღის ვადაში გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის.
ბიუჯეტის პროექტში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახული უნდა იყოს შესაბამის პროგრამულ კოდში (თუ ინფრასტრუქტურული პროექტია ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტში, თუ გამწვანების პროექტია - დასუფთავების პრიორიტეტში და ა.შ.) შესაბამისი ასიგნებების მითითებით. გამარჯვებულ პროექტ(ებ)ზე შემუშავებული უნდა იყოს პროგრამა, შესაბამისი აღწერით, მიზნებითა და მოსალოდნელი შედეგებით.
საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტი მერიას უბრუნდება არა უგვიანეს 25 ნოემბრისა, რის შემდგომაც არა უგვიანეს 10 დეკემბრისა მერი საკრებულოში წარადგენს ბიუჯეტის პროექტის იგივე ან გადამუშავებულ ვარიანტს. იმ შემთხვევაში, თუ 15 ნოემბერისათვის შემუშავებული ბიუჯეტის პროექტში არ იქნება ასახული სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი, 10 დეკემბრის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებებში შესაძლებელია მერიამ დამატებით გაითვალისწინოს მისი (მათი) დაფინანსება.
საკრებულოს ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა, მათ შორის გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დამატება ან ამოღება, ასიგნებების ცვლილება, შეუძლია მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობით, გარდა იშვიათი გამონაკლისი შემთხვევებისა (საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტი).
მუხლი 3🔗. პროექტ(ებ)ის დაფინანსება მიზნობრივი ტრანსფერიდან
იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური (ან სხვა სახის მიზნობრივი) ტრანსფერი და ამ ტრანსფერის გამოყოფა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მაშინ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი შესაძლებელია ბიუჯეტში აისახოს მოგვიანებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ტრანსფერის გამოყოფის შემდგომ.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ მერიამ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი ასახოს პრიორიტეტების დოკუმენტში. ასევე, ეს პროექტ(ებ)ი მოხვდეს იმ ჩამონათვალში, რომელიც დაფინანსების მოთხოვნით წარედგინება ცენტრალურ ხელისუფლებას.
მუხლი 4🔗. პროექტ(ებ)ის განხორციელება
მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტი ქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე - www.matsne.gov.ge. გამარვებული პროექტ(ებ)ი, მისი შინაარსის და მოცულობის გათვალისწინებით დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე პროგრამად ან ქვეპროგრამად, ასევე პროგრამის ან ქვეპროგრამის შემადგენელ ერთ-ერთ ღონისძიებად.
ბიუჯეტში ასახვის შემდგომ გამარჯვებული პროექტ(ებ)ი უნდა აისახოს მუნიციპალიტეტის შესყიდვების გეგმაში, რომელიც ასევე ქვეყნდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge.
თუ სხვა წყაროდან არ მოიპოვება ინფორმაცია გამარჯვებული პროექტ(ებ)ის განხორციელების ვადების შესახებ, შესყიდვების გეგმის და საბიუჯეტო განწერის მეშვეობით შესაძლებელია განისაზღვროს პროექტ(ებ)ის შესრულების პერიოდი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.spa.gov.ge ასევე შესაძლებელია ინახოს, თუ როდის გამოცხადდება ტენდერი გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, ვინ გაიმარჯვა ტენდერში და შეასრულებს პროექტ(ებ)ს, რა ღირებულებით და რა ვადებში და სხვა.
მუხლი 5🔗. პროექტ(ებ)ის შესრულების ანგარიშგება
გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულებაზე, გარდა ფიზიკური მონიტორინგისა, ასევე შესაძლებელია ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშებიდან. ყველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში აღმასრულებელი ხელისუფლება საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების 3, 6 და 9 თვის ანგარიშებს, ხოლო ბიუჯეტის წლიური ანგარიში საკრებულოს წარედგინება საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვეში.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მოცემული უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების, მათ შორის სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში გამარჯვებული პროექტ(ებ)ის შესრულების შესახებ ინფორმაცია.
ინფორმაცია პროექტ(ებ)ის ბიუჯეტში ასახვის, მისი განხორციელებისა და ანგარიშგების შესახებ საჯაროა და ყველა ზემოაღნიშნულ საშუალებასთან ერთად იგი შესაძლებელია გამოთხოვილი იყოს მერიის შესაბამისი სამსახურიდან დროის ნებისმიერ პერიოდში.