საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2021
ძალის დაკარგვა 27.08.2024
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016448
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 641 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2021 მიღება
27.08.2024 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2021 წლის 9 აგვისტო დაბა თიანეთი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗. აკრძალულია თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის (შემდგომში – საარჩევნო პლაკატი) გაკვრა: ა) საკულტო შენობა-ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), ასევე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში; ბ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საგზაო ნიშანზე. მუხლი 2🔗. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატის გასაკრავად გამოიყოს სპეციალური ადგილები (შემდგომში – სტენდი) დანართი №2-ით განსაზღვრულ ადგილებზე. მუხლი 3🔗. საარჩევნო პლაკატები ასევე შეიძლება განთავსდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გარე განათების ბოძებზე, მგზავრთა მოსაცდელებში და სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. მუხლი 4🔗. ამ დადგენილების მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებულ ადგილებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს: სიგრძე 60 სმ, სიგანე 42 სმ (A2 ფორმატი). მუხლი 5🔗. ამ დადგენილების პირველი მე-2 და მე-3 მუხლების გათვალისწინებით, საარჩევნო პლაკატები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში, თუ ამით არ უარესდება საგზაო ნიშნების, მაჩვენებლებისა და საავტომობილო გზის ხილვადობა, აგრეთვე საფრთხე არ ექმნება ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას. მუხლი 6🔗. გამოყოფილი ადგილები და განთავსების პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის თანაბარია. მუხლი 7🔗. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 8🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია შემდეგ ადგილებზე: 1. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკულტო ნაგებობებზე; (ეკლესია-მონასტრები). 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ადმინისტრაციული შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 3. დაბა თიანეთში მდებარე  თიანეთის მაგისტრატი სასამართლოს, პოლიციის და სოფელ ხევსურთსოფელში მდებარე პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში. 4. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საგზაო ნიშნებზე.  დანართი №2 თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად მოხდეს  შემდეგი ადგილების გამოყოფა: 1. დაბა თიანეთსა და ზემოთიანეთს შორის დამაკავშირებელი გზის მარცხენა მხარეზე მდებარე ყოფილი მაუდის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორია. 2. დაბა თიანეთში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საზოგადოებრივი კოლეჯის მოპირდაპირე მხარეს დასასვენებელ სკვერთან არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი. 3. თბილისი-თიანეთის (ცხვარიჭამიის მიმართულებით) ცენტრალური გზის გვერდით დაბის შემოსასვლელში არსებული თავისუფალი მიწის ნაკვეთი. 4. დ. სიონში თიანეთის ქუჩის დასაწყისის მიმდებარე ტერიტორია. 5. სოფ. ბოჭორმაში არსებული  ყოფილი კლუბის მიმდებარე ტერიტორია. 6. სოფ. ორხევში მგზავრთა მოსაცდელთან არსებული ცენტრალური გზის  მიმდებარე ტერიტორია. 7. სოფ ჟებოტაში ცენტრალურ გზაზე არსებული ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 8. სოფ. ჩეკურაანთგორში ცენტრალურ გზაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობიდან 50 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი. 9. სოფ. ჩეკურაანთგორში სკოლის შენობიდან 70 მეტრში არსებული თავისუფალი ადგილი. 10. სოფ. სიმონიანთხევში ცენტრალური გზა, ადმინისტრაციული შენობის ეზოდან აღმოსავლეთ  მხარეს არსებული ტერიტორია. 11. სოფ. გორანაში მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობის მარცხენა მხარეს  არსებული ტერიტორია. 12. სოფ. თოლენჯში ცენტრალურ გზაზე მდებარე სავაჭრო ობიექტის წინ არსებული თავისუფალი ადგილი. 13. სოფ. ზარიძეების სპორტული მოედნის მოპირდაპირე მხარეს არსებული მიწის ნაკვეთი. 14. სოფ. ჯიჯეთში ცენტრალურ გზასთან არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 15. სოფ. ქვემო ნაქალაქარის ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს არსებული ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია. 16. სოფ მაგრანეთში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. 17. სოფ. ახალსოფელში ყოფილი ფოსტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. 18. სოფ გოჯიაანებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. 19. სოფ. ჩაბანოში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია. 20. სოფ. ჭიაურაში გზაჯვარედინზე არსებული ტერიტორია. 21. სოფ. ტუშურებში ცენტრალურ გზაზე არსებული მოსაცდელის მიმდებარე ტერიტორია. 22. სოფ. ხევსურთსოფლის სკოლის შენობიდან 150 მეტრში არსებული ტერიტორია. 23. სოფ. ღულელების შესასვლელში არსებული ტერიტორია. 24. სოფ. ღულელების სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია. 25. სოფ. ღულელების საჯარო სკოლიდან 70-80 მეტრში არსებული ტერიტორია. 26. სოფ. არტნის ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. 27. სოფ. დულუზაურებში არსებული ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური გზის მარცხენა მხარეს. 28. თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტერიაზე არსებულ დასახლებულ პუნქტებში განთავსებულ ელექტრო ან სხვა დანიშნულების ბოძები.