თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.08.2021
ძალის დაკარგვა 31.08.2021
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016449
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,501 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.08.2021 მიღება
31.08.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს ამ აქტივობების ხარისხს (ძალიან დადებითად ან დადებითად)
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სულ საქალაქო დასახლება
1.463 484
ორივესქესი მამაკაცი
1,463 785
მიზანი/ამოცანა ვადა
მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია 2023
ამოცანა .2. მეწარმეობის განვითარება ახალგაზრდებში ხელშეწყობილია 2023
მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია 2023
ამოცანა 2.1. ცხოვრების ჯანსაღი წესი პოპულარული და წახალისებულია ახალგაზრდებს შორის 2023
ამოცანა 2.2. ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა გაზრდილია 2023
მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია 2023
ამოცანა 3.1. ახალგაზრდებს აქვთ წვდომა სრულყოფილ, ხარისხიან და სასარგებლო ინფორმაციასთან 2023
ამოცანა 3.4. ფუნქციონირებს ხელმისაწვდომი ახალგაზრდული სივრცეები 2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 დამტკიცების შესახებ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 2021 წლის 9 აგვისტო დაბა თიანეთი თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023“ დანართის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესოსო მამულაშვილი თიანეთის                                                                                                       ახალგაზრდობის  მუნიციპალიტეტი                                                                                                  სააგენტო თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 სარჩევი 1. შესავალი 2. ზოგადი ინფორმაცია 3. პრინციპები 4. სტრატეგიის შემუშავების პროცესი 5. ხედვა 6. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები 7. ლოგიკური ჩარჩო 8. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია 2021-2023 1. შესავალი „თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის” (შემდგომში „სტრატეგია“) მიზანია, მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევას და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას. ის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ხედვას, საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, სერვისების, პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვასა და მიწოდებას და შედეგებს, რომლებიც მიღწეულ უნდა იქნას მომდევნო 3 წლის განმავლობაში. სტრატეგიის მიზნების წარმატებით განხორციელებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასში გათვალისწინებული რესურსები, სერვისები და პროგრამები ფოკუსირებული იყოს ბავშვებზეც სასკოლო ასაკიდან. „ახალგაზრდობა არის საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფომ შექმნას სათანადო პირობები, მყისიერად უპასუხოს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებს, განახორციელოს თანამიმდევრული, საჯარო და ინტეგრირებული სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად. აღნიშნული პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და გარემოს დაცვის პრინციპებს. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, რათა წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.“[1] ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, როგორც ახალგაზრდებთან ყველაზე დაახლოებულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ახალგაზრდულ პოლიტიკაში. ის ახალგაზრდები, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტებში, უმეტესწილად ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთქმედებენ. არსებობს ბევრი ისეთი სერვისიც, რომლის კონტროლს ან განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ. სტრატეგია ემსახურება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალგაზრდული საქმიანობის წარმატებით განხორციელებას და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტურად მართვას. 2. ზოგადი ინფორმაცია თიანეთის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარეობს და მისი ფართობია 906,3 კმ². მუნიციპალიტეტში 84 დასახლებული პუნქტია: 2 დაბა და 82 სოფელი. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა თიანეთი. მუნიციპალიტეტი შედგება 12 ადმინისტრაციული ერთეულისგან: დაბა თიანეთი; დაბა სიონი; ღულელები; ხევსურთსოფელი; ნაქალაქარი; სიმონიანთხევი; ჩეკურაანთგორი; ახალსოფელი; ჟებოტა; არტანი; ზარიძეები; ტუშურები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 10,182 ადამიანს შეადგენს, მათ შორის, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით[2], 1,463 ახალგაზრდაა (15-29 წლის). ახალგაზრდების წილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში 14,36%-ია. ახალგაზრდების უმეტესობა (979) სასოფლო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო  484 ახალგაზრდა - დაბა თიანეთსა და დაბა სიონში (უმეტესად დაბა თიანეთში): სულ საქალაქო დასახლება სასოფლო დასახლება ორივე სქესი მამაკაცი ქალი ორივე სქესი მამაკაცი ქალი 1.463 484 215 269 979 570 409 ახალგაზრდების უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელია, თუმცა მდედრობით და მამრობით სქესს შორის, რაოდენობრივად დიდი განსხვავება არ არის. სულ ორივესქესი მამაკაცი ქალი 1,463 785 678 3. პრინციპები ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის და სტრატეგიაში გაწერილი მიზნების მიღწევისთვის აუცილებელია შემდეგი პრინციპების გათვალისწინება: ახალგაზრდების მონაწილეობა: ახალგაზრდებს აქვთ უფლება, მიიღონ მონაწილეობა იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხება. შეუძლებელია პოზიტიური ცვლილებების მიღწევა მათ გარეშე, ვისაც ეს ცვლილებები ეხება. სტრატეგიის ხედვა, მიზნები, ამოცანები და სამოქმედო გეგმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავდა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათი იდეებისა და უკუკავშირის გათვალისწინება დოკუმენტში. ახალგაზრდების ეფექტიანი მონაწილეობა გარანტირებული იქნება სტრატეგიის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესებშიც; ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობა: სტრატეგიის განხორციელებისას მხედველობაში იქნება მიღებული ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები როგორც განვითარების, ისე კულტურის თვალსაზრისით, განსხვავდებიან ერთმანეთისგან და საზოგადოების სხვა ჯგუფებისაგან და მათთან ურთიერთობა უნდა დამყარდეს  მათი ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით; პარტნიორობა და თანამშრომლობა: სტრატეგია შემუშავდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობისა და კონსულტაციების შედეგად. მათი აქტიური მონაწილეობა მხარდაჭერილი იქნება მისი განხორციელების შემდგომ ეტაპებშიც, ვინაიდან ახალგაზრდობის წინაშე არსებულ ბევრ გამოწვევათა და პრობლემათა დაძლევა შეუძლებელია მხოლოდ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ძალისხმევით. სფეროში მოქმედი ყველა აქტორის ჩართულობა, მათ შორის თანამშრომლობის განვითარება და საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა, ახალი კავშირების და პარტნიორობების დამყარება სტრატეგიის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპია; მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა: სტრატეგიასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილების მიღება უნდა ხდებოდეს მკტიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით. ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა ექვემდებარება შემუშავებას, განხორციელებას, შეფასებასა და გადასინჯვას მაღალხარისხიანი კვლევითი სამუშაოების შედეგების საფუძველზე და იმ ახალგაზრდების შეხედულებებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს პოლიტიკა; თანაბარი ხელმისაწვდომობა: სტრატეგია უზრუნველყოფს, რომ ყველა ახალგაზრდა თანაბრად სარგებლობდეს იმ შესაძლებლობებით და სიკეთეებით, რაც უკვე არსებობს ან მომავალში შეიქმნება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ახალგაზრდების არაორგანიზებული ჯგუფებისა და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მონაწილეობას; გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირება: სტრატეგიისა და ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები ხელს უნდა უწყობდეს გრძელვადიანი და მდგრადი შედეგების მიღწევას, რაც გამოიხატება სხვადასხვა სისტემების, პლატფორმების, სინერგიების და სერვისების შექმნაში. 4. სტრატეგიის შემუშავების პროცესი სტრატეგია მომზადდა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე (იხ. დანართი 1) და მათი პარტნიორობის შედეგად, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და მოიცვა ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარები. სტრატეგიის შექმნის პროცესი მოიცავდა შემდეგ ეტაპებს: დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება და პარტნიორობის დამყარება; სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის და იმ არსებული სამთავრობო სტრატეგიებისა და პროგრამების ანალიზი, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდებთან; ადგილობრივ დონეზე არსებული პროგრამების, რესურსებისა და სერვისების შესწავლა და სიტუაციური ანალიზი; ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება; ახალგაზრდობის კვლევა თიანეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც ჩატარდა ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და რომლის ფოკუსს წარმოადგენდა: ახალგაზრდების წინაშე მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება; ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა; და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობების გამოვლენა (იხ. დანართი 2[3]); ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ჩატარებული სხვადასხვა კვლევების ანალიზი; სამუშაო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებთან სტრატეგიის პროექტის მომზადებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიზნით; სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვები და დისკუსიები დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. სტრატეგია ეფუძნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას“ მუნიციპალიტეტში არსებული სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ კვლევას და უკვე არსებული მეორადი მონაცემების ანალიზს, ახალგაზრდებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციასა და იდეებს. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გამოყენებული იყო ე.წ. „ლოგიკური ჩარჩოს მიდგომა“, რაც ითვალისწინებდა არსებული სიტუაციის ანალიზს და გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას, ხოლო მათ საფუძველზე შესაბამისი მიზნების და ამოცანების განსაზღვრას და პრობლემების გადაჭრის გზების ჩამოყალიბებას. სტრატეგია მოიცავს ხედვას, თუ როგორი უნდა იყოს ან შესაძლებელია, რომ იყოს ახალგაზრდობის მდგომარეობა მუნიციპალიტეტში; მიზნებს, რომელთაც ხელი უნდა შეუწყონ ხედვის განხორციელებას; თითოეული მიზნისთვის სტრატეგიაში გაწერილია ამოცანები და კონკრეტული ღონისძიებები - თითოეული ამოცანის მისაღწევად, რომლებიც შეადგენენ სამოქმედო გეგმას. 5. ხედვა სტრატეგიის ხედვა ითვალისწინებს ისეთი ეკოსისტემის ჩამოყალიბების მხარდაჭერას, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ადამიანური და სოციალური კაპიტალის განვითარებას და სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, იყვნენ აქტიური მოქალაქეები და მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და განახორციელონ საკუთარი იდეები და ინიციატივები. 6. სტრატეგიული მიზნები და ამოცანები მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია ახალგაზრდების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დასაქმებაა. ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურად აქტიური ახალგაზრდების 30.7%[4] უმუშევარია, რაც ბევრად აღემატება მთლიანად უმუშევრობის დონეს ქვეყანაში (18.5%). ამოცანები: 1.1. პროფესიულ განათლებასა და განვითარების შესაძლებლობებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა გაზრდილია; 1.2. მეწარმეობის განვითარება ახალგაზრდებში ხელშეწყობილია. მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია საქართველოში ბევრი ახალგაზრდა მისდევს არაჯანსაღ ცხოვრების წესს, რომელიც მოიცავს: ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბ მოხმარებას, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარებას, აზარტულ თამაშებს, მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას, არასწორ კვებას და სხვ. რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ახალგაზრდებში იწვევს აბორტებს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებასა და ადრეულ ქორწინებებს. ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა გულისხმობს, რომ, ერთის მხრივ, ახალგაზრდებს აქვთ ინფორმაცია ჯანსაღი ქცევების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, ისეთი პროგრამებისა და სტრუქტურების შექმნას, რომლებიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქცევებს წაახალისებს. ამოცანები: 2.1. ცხოვრების ჯანსაღი წესი პოპულარული და წახალისებულია ახალგაზრდებს შორის; 2.2. ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა გაზრდილია. მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია ახალგაზრდების მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა გულისხმობს, რომ მათ აქვთ უფლებები, საშუალებები, სივრცე და შესაძლებლობები, საჭიროების შემთხვევაში კი, მხარდაჭერა, რომ მონაწილეობა მიიღონ მათთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შეეძლოთ მათზე ზეგავლენის მოხდენა; ასევე ჩართული იყვნენ ღონისძიებებში და აქტივობებში, რომ ხელი შეუწყონ უკეთესი საზოგადოების მშენებლობას[5]. ამოცანები: 3.1. ახალგაზრდებს აქვთ წვდომა სრულყოფილ, ხარისხიან და სასარგებლო ინფორმაციასთან; 3.2. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა გაზრდილია; 3.3. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვთ თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა; 3.4. ფუნქციონირებს ხელმისაწვდომი ახალგაზრდული სივრცეები; 3.5. არასამთავრობო ახალგაზრდული სექტორის განვითარება მხარდაჭერილია და მასთან თანამშრომლობის ხარისხი გაზრდილია. მიზანი 4. ახალგაზრდული საქმიანობა განვითარებულია ახალგაზრდული საქმიანობა წარმოადგენს საგანმანათლებლო საქმიანობას ახალგაზრდებთან და ახალგაზრდებისთვის, რომელიც ხორციელდება ფორმალური განათლების, ოჯახური და სამსახურებრივი კონტექსტის მიღმა და ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას და კეთილდღეობას, საზოგადოებაში მათ აქტიურ მონაწილეობასა და ინტეგრაციას. ახალგაზრდული საქმიანობა ქმნის კომფორტულ, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, ისწავლონ ერთმანეთისგან და განვითარდნენ. ახალგაზრდულ საქმიანობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არაფორმალურ განათლებას. ახალგაზრდული საქმიანობა ავსებს ფორმალურ საგანმანათლებლო კონტექსტს (ოჯახი, სამსახური, სკოლა და ა.შ.) და სთავაზობს ახალგაზრდებს ხელშესახებ უპირატესობებს არაფორმალური და ინფორმალური სწავლების მრავალფეროვანი შესაძლებლობებით და შესაბამისი მიზნობრივი მიდგომებით. ამოცანები: 4.1. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტი გაძლიერებულია; 4.2. ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები განვითარებულია 7. ლოგიკური ჩარჩო მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია მიზანი/ამოცანა ვადა შესრულების მაჩვენებელი / ინდიკატორი საბაზისო მაჩვენებელი საბოლოო მაჩვენებელი მიზანი 1. ახალგაზრდების დასაქმება ხელშეწყობილია 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც არ არის დასაქმებული, მაგრამ ეძებს სამუშაოს 33.2% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც თვლის, რომ ჩვეულებრივი ახალგაზრდისთვის დასაქმება მუნიციპალიტეტში რთულია ან ძალიან რთული 82.1% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 1.1. პროფესიულ განათლებასა და განვითარების შესაძლებლობებზე ახალგაზრდების ხელმისაწვდომობა გაზრდილია 2023 ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას ძალიან პრობლემურად ან პრობლემურად აფასებენ 60.1% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა .2. მეწარმეობის განვითარება ახალგაზრდებში ხელშეწყობილია 2023 ხანგრძლივი დროით (1 წელი და მეტი) უმუშევრების პროცენტული წილი იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არ არიან დასაქმებული, მაგრამ ეძებენ სამუშაოს 38.7% (ახალგ. კვლევა 2020) მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია მიზანი/ამოცანა ვადა შესრულების მაჩვენებელი / ინდიკატორი საბაზისო მაჩვენებელი საბოლოო მაჩვენებელი მიზანი 2. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდებში ხელშეწყობილია 2023 ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს, დაკავებულია სპორტით ან სხვა ფიზიკური აქტივობებით თითქმის ყოველდღე ან კვირაში 2-3-ჯერ 56.5% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 2.1. ცხოვრების ჯანსაღი წესი პოპულარული და წახალისებულია ახალგაზრდებს შორის 2023 ახალგაზრდების რაოდენობა (14-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში), რომელიც ასახელებს, რომ მათი მეგობრებიდან არავინ მოიხმარს თამბაქოსა და ალკოჰოლს 52.8% 48.6% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 2.2. ახალგაზრდების სპორტში ჩართულობა და ფიზიკური აქტივობა გაზრდილია 2023 ახალგაზრდების რაოდენობა, რომლებიც რამდენად ვარჯიშის, სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობას პრობლემურად ან ძალიან პრობლემურად აფასებენ 55.1% (ახალგ. კვლევა 2020) მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია მიზანი/ამოცანა ვადა შესრულების მაჩვენებელი / ინდიკატორი საბაზისო მაჩვენებელი საბოლოო მაჩვენებელი მიზანი 3. ახალგაზრდების მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზრდილია 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ ახალგაზრდობის ინტერესები გათვალისწინებულია ან სრულად გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დღის წესრიგში 37.7% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელსაც არ სურს მუნიციპალიტეტიდან წასვლა 35.9% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 3.1. ახალგაზრდებს აქვთ წვდომა სრულყოფილ, ხარისხიან და სასარგებლო ინფორმაციასთან 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლებისგან იღებს 36.8% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც ინფორმაციას მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საერთოდ ვერ იღებს 4.0% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 3.2. ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა გაზრდილია 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც გასული 12 თვის განმავლობაში ინტენსიურად იყო ჩართული მუნიციპალიტეტში მათთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში 6.3% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც მისი მონაწილეობის ხარისხს მაღალ შეფასებას აძლევს (აქტიურად იყვნენ ჩართული ან გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების მიღებაზე) 42.2% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 3.3. ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქვთ თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენების შესაძლებლობა 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელმაც გასული 12 თვის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო მოხალისეობრივ აქტივობებში საქართველოში ან/და საზღვარგარეთ 25.9% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც მაღალი სიხშირით იყო დაკავებული მოხალისეობრივი საქმიანობით ბოლო 12 თვის განმავლობაში (კვირაში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე) 19.0% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 გ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს მის სამოქალაქო აქტიურობას (ძალიან აქტიური ან აქტიური) 31% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 3.4. ფუნქციონირებს ხელმისაწვდომი ახალგაზრდული სივრცეები 2023 ა) ახალაგზრდების რაოდენობა, რომელმაც იცის, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს ფიზიკური სივრცე (ოთახი, შენობა), რომელიც გამოყოფილია ახალგაზრდებისათვის 14.3% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელმაც ისარგებლა ახალგაზრდული სივრცით (რეგულარულად ან რამდენჯერმე) 9.4% 46.9% (ახალგ. კვლევა 2020) ამოცანა 3.5. არასამთავრობო ახალგაზრდული სექტორის განვითარება მხარდაჭერილია და მასთან თანამშრომლობის ხარისხი გაზრდილია 2023 შექმნილია და ფუნქციონირებს არასამთავრობო ახალგაზრდულ სექტორთან დიალოგის მუდმივმოქმედი პლატფორმა არ არსებობს ფუნქციონირებს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მაღალი შეფასება აქვს არასამთავრობო ახალგაზრდული სექტორის მხრიდან მიზანი 4. ახალგაზრდული საქმიანობა განვითარებულია მიზანი/ამოცანა ვადა შესრულების მაჩვენებელი / ინდიკატორი საბაზისო მაჩვენებელი საბოლოო მაჩვენებელი მიზანი 4. ახალგაზრდული საქმიანობა განვითარებულია 2023 ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ახალგაზრდულ საქმიანობაში უცნობია ამოცანა 4.1. ახალგაზრდული მუშაკის ინსტიტუტი გაძლიერებულია 2023 სერტიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკების რაოდენობა 0 ამოცანა 4.2. ახალგაზრდული საქმიანობის პროგრამები განვითარებულია 2023 ა) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ პროგრამებში (რეგულარულად ან რამდენჯერმე) 10.3% 44.4% (ახალგ. კვლევა 2020) 2023 ბ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს ამ აქტივობების ხარისხს (ძალიან დადებითად ან დადებითად) 74.0% (ახალგ. კვლევა 2020) გ) ახალგაზრდების რაოდენობა, რომელიც კმაყოფილი ან ძალიან კამყოფილია მუნიციპალიტეტში არსებული გართობა-დასვენების და კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობის შესაძლებლობებით 29.6% 39.0% (ახალგ. კვლევა 2020) 8. სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი, შეფასება და კოორდინაცია 8.1. განხორციელება სტრატეგიის განხორციელების მთავარი ინსტრუმენტია სამოქმედო გეგმა. ის მოიცავს კონკრეტულ და დროში გაწერილ აქტივობებს, რომლებიც ამოცანებისა და მიზნების შესრულებას უზრუნველყოფს და სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსების მოცულობის საკითხი ყოვეწლიურად მუნიციპალიტეტის ორგანოების მსჯელობისა და დამტკიცების საგანი იქნება. მუნიციპალური სამსახურები და ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან სტრატეგიის განხორციელებაზე მათი საქმიანობისა და კომპეტენციის სფეროების მიხედვით. ისინი გაითვალისწინებენ, რომ მათ მიერ განხორციელებული პროგრამები, სერვისები და აქტივობები შესაბამისობაში იყოს სტრატეგიასთან იმ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი არაა მითითებული სტრატეგიაში. სტრატეგიის საერთო მართვაზე, განხორციელებაზე და კოორდინაციაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მუნიციპალურ უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც იქნება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები ან სპეციალურად ამისთვის განსაზღვრულ პირს/პირთა ჯგუფს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით სპეციალური საჭიროებების მქონე და ნაკლებად აქტიურებს, ჰქონდეთ სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. ისინი არამხოლოდ მუნიციპალური აქტივობების, სერვისების და პროგრამების ბენეფიციარები არიან, არამედ ჩართული იქნებიან მათ დაგეგმვასა და განხორციელებაშიც. 8.2. მონიტორინგი და შეფასება მუნიციპალიტეტი განახორციელებს სტრატეგიის მუდმივ მონიტორინგსა და შეფასებას ახალგაზრდებთან და დაინტერესებულ მხარეებთან პარტნიორობით. ამ მიზნით რეგულარულად შეგროვდება სარწმუნო მონაცემები როგორც ბენეფიციარებიდან, ასევე აქტივობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციებიდან და ჩატარდება შესაბამისი კვლევები. კვლევისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე მოხდება სტრატეგიის გადახედვა, ადაპტირება და სრულყოფა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური შედეგების მიღწევა. ამ პროცესში ყველა ეტაპზე ჩართული იქნებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეები. მონიტორინგისა და შეფასების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს: ყოველი წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტი გამოაქვეყნებს სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშს. ის დაეფუძნება კვლევას და შეაფასებს სტრატეგიის განხორციელების შედეგად მიღწეულ პროგრესს. ანგარიშში ასახული იქნება განხორციელებული აქტივობები, მომავალი წლის გეგმები და შესაძლებლობები, გამოვლენილი დაბრკოლებები და მათი გადაჭრის გზები. ანგარიშის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, სტრატეგიაში შევა ცვლილებები და დამატებები - სარწმუნო მონაცემების, მათი ანალიზისა და მიღებული გამოცდილების შედეგად დაინერგება ახალი აქტივობები და მიდგომები და გაუმჯობესდება მიმდინარე. ამ გზით სტრატეგია მოქნილი იქნება ახალგაზრდების საჭიროებებისა და პრობლემების მიმართ, უზრუნველყოფს მათთან გამკლავებას ეფექტიანად და გაითვალისწინებს ახლად წარმოჩენილ საკითხებს; 4-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ განხორციელდება სტრატეგიის საბოლოო შეფასებაკვლევის საფუძველზე. ანგარიშიშეაჯამებს სტრატეგიის განხორციელების წარამტებას მისი ხედვისა და მიზნების შესაბამისად. საბოლოო შეფასებაზე დაყრდნობით მოხდება ახალი დოკუმენტის შემუშავება და მიღება. მონიტორინგსა და შეფასების პროცესს კოორდინაციას გაუწევს მუნიციპალური უწყება, რომლის კომპეტენციაში იქნება ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები ან სპეციალურად ამისთვის განსაზღვრული პირი/პირთა ჯგუფი. სტრატეგიის განხორციელებაში ჩართული მუნიციპალური სამსახურები და ორგანიზაციები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შეფასებაზე და შესაბამისი სარწმუნო და სრულყოფილი მონაცემების შეგროვებაზე. სტრატეგიის განხორციელების ამსახველი ანგარიშები განსახილველად წარედგინება საკრებულოს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, რომ მონიტორინგისა და შეფასების შედეგები გამოქვეყნდეს და ხელმისაწვდომი იყოს, მოხდეს მათი საჯარო განხილვა ახალგაზრდებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. 8.3. კოორდინაცია დაინტერესებულ მხარეებთან მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობას სტრატეგიის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. სხვა მნიშნველოვანი სუბიექტები, რომელთაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ სტრატეგიის განოხრციელებას, არიან: საქართველოს მთავრობა და სამინისტროები, ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციები, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, ბიზნესი, მედია, მეცნიერები და მკვლევარები. სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება მოითხოვს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას. მუნიციპალიტეტი დაიწყებს დიალოგს და შექმნის მუდმივმოქმედ მექანიზმებსა და პლატფორმებს, რომლებსაც ექნება მკაფიოდ განსაზღვრული უფლებამოსილებები და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ მხარის ჩართვას გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე კოორდინაციასა და მიზნების ეფექტიან მიღწევაში. სტრატეგიასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა ღია იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. [1] 2020−2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია (ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდებთან ერთად და ახალგაზრდების მიერ) [2] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [3] კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 223 ახალგაზრდა. კვლევის შედეგები არ არის (მუნიციპალიტეტის)  წარმომადგენლობითი. საბაზისო მაჩვენებელში მოცემულია გამოკითხული ახალგაზრდების პროცენეტული განაწილება. [4] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [5] ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ განახლებული ევროპული ქარტია