ტექნიკური რეგლამენტი − თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ

მიღების თარიღი 10.08.2021
ძალაში შესვლა 01.01.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №401
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022956
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/08/2021
matsne.gov.ge 3,262 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.2021 მიღება
01.01.2023 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი (COP)
თბური ენერგიის შეფარდება მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის თბურ ენერგიასთან კონკრეტული წყაროსთვის და გამომავალი ტემპერატურისთვის.
მუხლი 3
ეკოლოგიური ეტიკეტირება (შემდგომ
ეკოეტიკეტი). პროდუქციაზე დატანილი ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქცია პასუხობს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ეკოლოგიურ მოთხოვნებს.
მუხლი 3
ეკოეტიკეტის კრიტერიუმები
მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პროდუქციამ ეკოლოგიური ეტიკეტის მისაღებად.
მუხლი 3
ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (EER)
გამომავალი გამაგრილებელი ენერგიის შეფარდება მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის თბურ ენერგიასთან კონკრეტული წყაროსთვის და გამომავალი ტემპერატურისთვის.
მუხლი 3
გარემოზე მავნე ზემოქმედება
გარემოში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია პროდუქციის მიერ სრული ან ნაწილობრივი ზემოქმედებით მისი ექსპლუატაციის სრული ციკლის განმავლობაში.
მუხლი 3
ეკოლოგიაზე ზემოქმედების შედეგები
მწარმოებლის პროდუქციის ის შემადგენლობა, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.
მუხლი 3
გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP)
სითბოს წილი, განსაზღვრული დროის კონკრეტული პერიოდისთვის, რომელსაც აკავებს სათბური აირები ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის თანაბარ მასასთან მიმართებაში.
მუხლი 3
განმცხადებელი
ეკოეტიკეტის მიღების მსურველი ნებისმიერი მეწარმე, მწარმოებელი, იმპორტიორი, მომსახურების მიმწოდებელი, ბითუმად ან საცალოდ მოვაჭრე.
მუხლი 3
პროდუქციის ჯგუფი
პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მსგავსი მიზნებისთვის და მსგავსია გამოყენების თვალსაზრისით, ან აქვს მსგავსი ფუნქციური თვისებები და მსგავსია მომხმარებლის აღქმის თვალსაზრისით.
მუხლი 3
გარდაქმნის სეზონური კოეფიციენტი (SCOP)
გათბობის სეზონის პერიოდში თბური გარდაქმნის ჯამური კოეფიციენტების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება თბური ტუმბოების სისტემების კონკრეტული ადგილის გათვალისწინებით.
მუხლი 3
ენერგოეფექტურობის  სეზონური კოეფიციენტი (SEER)
გაგრილების რეჟიმში მომუშავე თბური ტუმბოს სისტემის ჯამური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი კონკრეტული ადგილის გათვალისწინებით.
მუხლი 3
პირველადი ენერგიის კოეფიციენტი
აღნიშნულის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი (COP) × 0,40 (ან COP/2,5) – თბური ტუმბოების კომპრესორების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში. თბური ტუმბოების კომპრესორების მიერ გაზის მოხმარების შემთხვევაში – სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი COP × 0,91 (ან COP/1,1), სადაც 0,40 არის ელექტროენერგიის გამომუშავების ენერგოეფექტურობის ევროპული საშუალო მაჩვენებელი, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში დანაკარგების ჩათვლით; და, 0,91 – გაზის მოხმარების ენერგოეფექტურობის ევროპული საშუალო მაჩვენებელი, განაწილების დანაკარგების გათვალისწინებით
მუხლი 3
ვერიფიკაცია
პროცედურა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ პროდუქტი პასუხობს ეკოლოგიური ეტიკეტის მოპოვებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
ელექტრო თბური ტუმბო აირის თბური ტუმბო
ჰაერი/ჰაერი შემომავალი ჰაერის მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 35 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 24
ჰაერი/წყალი შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 35 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: -
შემომავალი ტემპ: 40 გამომავალი ტემპ: 45 2,60
მარილხსნარი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35
მარილხსნარი/წყალი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35
შემომ.ტემპ 40 გამომ, ტემ: 45 3,50
წყალი/წყალი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35
შემომავალი ტემპ:40 გამომავალი ტემპ: 45 4,20
წყალი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35
(წყლის მარყუჟის საწყისი) წყლის მილების განლაგების ადგილი შემომავალი ტემპ:20 გამომავალი ტემპ: 17 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 20 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 15 მაქსიმუმი
ელექტ. თბური ტუმბო აირის თბური ტუმბო
შემომავალი ტემპ: 12 გამომავალი  ტემპ: 7 2,20
შემომავალი ტემპ: 12 გამომავალი ტემპ: 7 3,00
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 20.05.2022 ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 22.11.2022 განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ საქართველოს კანონი 82% 20.12.2019 ტექნიკური რეგლამენტის − ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 01.10.2020 შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ საქართველოს კანონი 81% 21.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტი − თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №401 2021 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტი − თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ მუხლი 1🔗 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის   მე-14 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების  შემდეგ, მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ, კომპეტენტური ორგანოს − საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის გადახედვა ტექნოლოგიისა და ახალი ტექნოლოგიების ეკონომიკური ღირებულებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ ჩატარებული შეფასების საფუძველზე. განხილვის პროცესში უნდა შეფასდეს მინიმალური მოთხოვნების გადასინჯვის აუცილებლობა, მიზანშეწონილობა ან დადგინდეს დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 3🔗 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეთა სიის დამტკიცებამდე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-12 მუხლით განსაზღვრული თბური ტუმბოების მემონტაჟის საქმიანობა შეუძლია, განახორციელოს: 1. პირმა, ელექტრიკოსის ან მექანიკოსის კვალიფიკაციით. 2. პირმა, თბური ტუმბოების დანადგარების მონტაჟის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილებით. მუხლი 4🔗 ამ ტექნიკური რეგლამენტის მიერ განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე ეკოლოგიური ეტიკეტირების მიღება არასავალდებულოა და ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს. მუხლი 5🔗 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2022 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს აკრედიტებული ორგანოს მიერ თბური ტუმბოების სერტიფიცირების, მონიტორინგისა და აღრიცხვის  წესის მიღება, ევროკავშირის ეკოლოგიური ეტიკეტის შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის №66/2010 დირექტივის მე-4 მუხლისა (კომპეტენტური ორგანოები) და ამავე დირექტივის მე-5 დანართის (მოთხოვნები კომპეტენტური ორგანოების მიმართ) მიხედვით. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი – თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ მუხლი 1🔗. მოქმედების მიზანი „ტექნიკური რეგლამენტის – თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ (შემდგომ – „ტექნიკური რეგლამენტი“) მიზანია: ა) გარემოზე თბური ტუმბოების მავნე ზემოქმედების შემცირება სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, წარმოების, ექსპლუატაციისა და უტილიზაციის პერიოდში; ბ) შენობების გათბობის/გაგრილების ენერგოეფექტურობის გაზრდა; გ) შენობების გათბობის/გაგრილების შედეგად გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება;  დ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყენების რისკების შემცირება ან თავიდან აცილება;  ე) თბური ტუმბოს მომხმარებლისა და მემონტაჟის თბურ ტუმბოსა და მისი ენერგოეფექტური მუშაობის შესახებ სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა. მუხლი 2🔗. მოქმედების სფერო 1. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება ელექტრულად მართულ, აირის ან/და აბსორბციულ თბურ ტუმბოებზე, რომლებსაც შეუძლიათ ატმოსფეროში, გრუნტში ან/და წყალში არსებული ენერგიის აკუმულაცია, და გამოყენება. თბურ ენერგიად გარდაქმნა შენობის გასათბობად ან პირიქით ასევე გაგრილების უზრუნველსაყოფად, მაქსიმალური თბური სიმძლავრით 100კვტ.  2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) თბური ტუმბოების იმ კატეგორიაზე, რომელთა მაქსიმალური თბური სიმძლავრე აღემატება 100 კვტ-ს; ბ) თბურ ტუმბოებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ცხელი წყლის ცირკულაციას მხოლოდ სანიტარიული გამოყენებისთვის; გ) თბურ ტუმბოებზე, რომლებიც სითბოს შენობიდან გარეთ ატმოსფეროში, მიწაში ან წყალში განდევნიან, რის შედეგადაც ხდება შენობის გაგრილება; დ) თბური ტუმბოები, რომლებიც ახდენენ წყლის გათბობას ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის. 3. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიერ განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე ეკოლოგიური ეტიკეტირების მიღება არასავალდებულოა და ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს. აღნიშნული დამოკიდებულია თბური ტუმბოს მეწარმის, მემონტაჟის ან რეალიზატორის კეთილ სურვილზე. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლში მოცემული შემდეგი ტერმინები: 1. სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი (COP) – თბური ენერგიის შეფარდება მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის თბურ ენერგიასთან კონკრეტული წყაროსთვის და გამომავალი ტემპერატურისთვის. 2. ეკოლოგიური ეტიკეტირება (შემდგომ – ეკოეტიკეტი). პროდუქციაზე დატანილი ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქცია პასუხობს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ეკოლოგიურ მოთხოვნებს. 3. ეკოეტიკეტის კრიტერიუმები – მოთხოვნათა ერთობლიობა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს პროდუქციამ ეკოლოგიური ეტიკეტის მისაღებად. 4. ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (EER) – გამომავალი გამაგრილებელი ენერგიის შეფარდება მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამის თბურ ენერგიასთან კონკრეტული წყაროსთვის და გამომავალი ტემპერატურისთვის. 5. გარემოზე მავნე ზემოქმედება – გარემოში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც გამოწვეულია პროდუქციის მიერ სრული ან ნაწილობრივი ზემოქმედებით მისი ექსპლუატაციის სრული ციკლის განმავლობაში. 6. ეკოლოგიაზე ზემოქმედების შედეგები – მწარმოებლის პროდუქციის ის შემადგენლობა, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს. 7. გლობალური დათბობის პოტენციალი (GWP) – სითბოს წილი, განსაზღვრული დროის კონკრეტული პერიოდისთვის, რომელსაც აკავებს სათბური აირები ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის თანაბარ მასასთან მიმართებაში. 8. განმცხადებელი – ეკოეტიკეტის მიღების მსურველი ნებისმიერი მეწარმე, მწარმოებელი, იმპორტიორი, მომსახურების მიმწოდებელი, ბითუმად ან საცალოდ მოვაჭრე. 9. პროდუქციის ჯგუფი – პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მსგავსი მიზნებისთვის და მსგავსია გამოყენების თვალსაზრისით, ან აქვს მსგავსი ფუნქციური თვისებები და მსგავსია მომხმარებლის აღქმის თვალსაზრისით. 10. გარდაქმნის სეზონური კოეფიციენტი (SCOP) – გათბობის სეზონის პერიოდში თბური გარდაქმნის ჯამური კოეფიციენტების საშუალო მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება თბური ტუმბოების სისტემების კონკრეტული ადგილის გათვალისწინებით. 11. ენერგოეფექტურობის  სეზონური კოეფიციენტი (SEER) – გაგრილების რეჟიმში მომუშავე თბური ტუმბოს სისტემის ჯამური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი კონკრეტული ადგილის გათვალისწინებით. 12. პირველადი ენერგიის კოეფიციენტი – აღნიშნულის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი (COP) × 0,40 (ან COP/2,5) – თბური ტუმბოების კომპრესორების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში. თბური ტუმბოების კომპრესორების მიერ გაზის მოხმარების შემთხვევაში – სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი COP × 0,91 (ან COP/1,1), სადაც 0,40 არის ელექტროენერგიის გამომუშავების ენერგოეფექტურობის ევროპული საშუალო მაჩვენებელი, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში დანაკარგების ჩათვლით; და, 0,91 – გაზის მოხმარების ენერგოეფექტურობის ევროპული საშუალო მაჩვენებელი, განაწილების დანაკარგების გათვალისწინებით; 13. ვერიფიკაცია – პროცედურა, რომლის მიხედვით დგინდება, რომ პროდუქტი პასუხობს ეკოლოგიური ეტიკეტის მოპოვებისთვის საჭირო მინიმალურ მოთხოვნებს. მუხლი 4🔗. მოთხოვნები თბური ტუმბოს ეკოლოგიური ეტიკეტირებისთვის თბური ტუმბო ეკოეტიკეტირებისათვის უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 – მე-16 მუხლებით დადგენილ განსაზღვრულ შემდეგ მოთხოვნებს: 1. ენერგოეფექტურობა გათბობის მუშაობის რეჟიმში. 2. ენერგოეფექტურობა გაგრილების მუშაობის რეჟიმში. 3. მაცივარაგენტი. 4. მეორადი მაცივარაგენტი. 5. ხმაურის დონე. 6. მძიმე მეტალები და აალების შემაფერხებელი ნივთიერებები. 7. მემონტაჟეთა პროგრამა. 8. დოკუმენტაცია. 9. სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა. 10. საინფორმაციო ფურცელი. 11. ეკოეტიკეტზე ინფორმაციის ასახვა. მუხლი 5🔗. თბური ტუმბოების სერტიფიკაციის მოთხოვნები 1. თბური ტუმბოების სერტიფიკაციის განმცხადებელს შეუძლია თბური ტუმბოები ე.წ „ბაზისურ მოდელებს“ მიაკუთვნოს. ბაზისურ მოდელებად შეიძლება ჩაითვალოს თბური ტუმბოების ის ერთეულები, რომელთა თერმული მახასიათებლები და ფუნქციები მსგავსია ან ძირითადი კომპონენტები, კერძოდ, ვენტილატორები, ხვიები, კომპრესორები და ძრავები ანალოგიური ან მსგავსია. 2. თბური ტუმბოების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადგილობრივი ან საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის აკრედიტირებული ორგანოს მიერ, და ამ ტექნიკური რეგლამენტის ან/და ამ რეგლამენტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების მოთხოვნებთან თბური ტუმბოების შესაბამისობის დადგენის გზით. 3. რეკომენდირებულია განაცხადების შეფასებისას და კრიტერიუმების შესაბამისობის მონიტორინგისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და/ან სერტიფიკაციის მიმნიჭებელმა აკრედიტირებულმა საერთაშორისო ან ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს, ეკოლოგიის მენეჯმენტისთვის, საყოველთაოდ აღიარებული სქემების დანერგვა, როგორიცაა EMAS ან ISO 14001. 4. ხმაურისა და ენერგოეფექტურობის შემმოწმებელი ლაბორატორია უნდა აკმაყოფილებდეს ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამის ზოგად მოთხოვნებს. სათანადო მეთოდებით შემოწმების განხორციელებისთვის, აღნიშნული ლაბორატორია უნდა იყოს დამოუკიდებელი და აკრედიტირებული. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებს მსგავსი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია, შემოწმება შესაძლებელია განახორციელოს ISO/IEC 17025 სტანდარტებით აკრედიტირებულმა სხვა დამოუკიდებელმა და კომპეტენტურმა ლაბორატორიამ. მუხლი 6🔗. ენერგოეფექტურობა გათბობის რეჟიმში მუშაობისას თბური ტუმბოს ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს ქვემოთ მოცემული სითბოს გარდაქმნის და პირველადი ენერგიის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნებს: თბური ტუმბოს ტიპი/სითბოს წყარო/რადიატორი გარე ბლოკი [°C] შიგა ბლოკი [°C] მინ. სითბოს გარდაქ. კოეფ (COP) მინ. სითბოს გარდაქ. კოეფ (COP მინ. პირველადი ენერგიის კოეფ. PER ელექტრო თბური ტუმბო აირის თბური ტუმბო ჰაერი/ჰაერი შემომავალი ჰაერი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 2 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 1 შემომავალი ჰაერის ტემპერატურა მშრალი თერმომეტრის მიხედვით უნდა იყოს 20​0C, ხოლო სველი თერმომეტრის მიხედვით კი, არაუმეტეს 15​0C. 2,90 1,27 1,16 ჰაერი/წყალი შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 2 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 1 შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35 3,10 1,36 1,24 შემომავალი ტემპ: 40 გამომავალი ტემპ: 45 2,60 1,14 1,04 მარილხსნარი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 0 გამომავალი ტემპ: -3 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 20 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 15 მაქსიმუმი 3,40 1,49 1,36 მარილხსნარი/წყალი შემომავალი ტემპ: 0 გამომავალი ტემპ: -3 შემომავალი ტემპ:30 გამომავალი ტემპ: 35 4,30 1,89 1,72 შემომ.ტემპ 40 გამომ, ტემ: 45 3,50 1,54 1,40 წყალი/წყალი შემომავალი ტემპ: 10; გამომ:7 შემომავალი ტემპ:30 გამომავალი ტემპ: 35 5,10 2,24 2,04 შემომავალი ტემპ:40 გამომავალი ტემპ: 45 4,20 1,85 1,68 წყალი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 15 გამომავალი ტემპ: 12 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 20 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 15 მაქსიმუმი 4,70 2,07 1,88 (წყლის მარყუჟის საწყისი) წყლის მილების განლაგების ადგილი შემომავალი ტემპ:20 გამომავალი ტემპ: 17 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 20 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 15 მაქსიმუმი 4,40 1,93 1,76 შეფასება და ვერიფიკაცია: შემოწმება უნდა შესრულდეს EN 14 511:2004 სტანდარტის შესაბამისად; აბსორბაციული თბური ტუმბოებისთვის EN12309-2:2000 სტანდარტის თანახმად. შემოწმება უნდა ჩატარდეს თბური ტუმბოს სრულ სიმძლავრეზე მუშაობის რეჟიმში, ცხრილში მითითებული პირობების დაცვით. დამოუკიდებელი და ISO 17025 სტანდარტებით აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ ანალიზისთვის უნდა შეამოწმოს კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მონაცემები (ციფრებში). თბური ტუმბოები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან Eurovent ან DACH-ის, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ მონაცემებზე, შემოწმებას სხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ არ საჭიროებენ. დასკვნები შემოწმების შედეგებზე უნდა დაერთოს განაცხადის ფორმას. მუხლი 7🔗. ენერგოეფექტურობა გაგრილების რეჟიმში მუშაობისას თუ თბური ტუმბო შებრუნებული ციკლის მანქანაა, რომელსაც შეუძლია გაგრილების რეჟიმში მუშაობა, ამ შემთხვევაში, თბური ტუმბოს ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი უნდა აღემატებოდეს ენერგოეფექტურობის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნებს, გაგრილების რეჟიმში. თბური ტუმბოს ტიპი გარე ბლოკი [°C] შიგა ბლოკი [°C] მინ. ენერგოეფექტ. კოეფიციენტი მინ. ენერგოეფექტ. კოეფიციენტი მინიმ. პირველადი ენერგ. კოეფ (PER) ელექტ. თბური ტუმბო აირის თბური ტუმბო ჰაერი/ჰაერი შემომავალი ჰაერის მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 35 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 24 შემომავალი ჰაერის ტემპერატურა მშრალი თერმომეტრის მიხედვით უნდა იყოს 27​0C, ხოლო სველი თერმომეტრის მიხედვით კი, არაუმეტეს 19​0C. 3,20 1,41 1,3 ჰაერი/წყალი შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 35 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: -  შემომავალი ტემპ: 23 გამომავალი ტემპ: 18 2,20 0,97 0,9 შემომავალი ტემპ: 12 გამომავალი  ტემპ: 7 2,20 0,97 0,9 მარილხსნარი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 27 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 19 მაქსიმუმი 3,30 1,45 1,3 მარილხსნარი/წყალი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35 შემომავალი ტემპ: 23 გამომავალი ტემპ: 18 3,00 1,32 1,2 შემომავალი ტემპ: 12 გამომავალი ტემპ: 7 3,00 1,32 1,2 წყალი/წყალი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35 შემომავალი ტემპ: 23 გამომავალი ტემპ: 18 3,20 1,41 1,3 შემომავალი ტემპ: 12 გამომავალი ტემპ: 7 3,20 1,41 1,3 წყალი/ჰაერი შემომავალი ტემპ: 30 გამომავალი ტემპ: 35 შემომავალი მშრალი თერმომეტრის მიხედვით: 27 შემომავალი სველი თერმომეტრის მიხედვით: 19 4,40 1,93 1,8 შეფასება და ვერიფიკაცია: შემოწმება უნდა შესრულდეს EN14 511:2004 სტანდარტის შესაბამისად; აბსორბციული თბური ტუმბოებისთვის EN12309-2:2000 სტანდარტის თანახმად. შემოწმება უნდა ჩატარდეს თბური ტუმბოს სრულ დატვირთვით მუშაობის რეჟიმში, ცხრილში მითითებული პირობების დაცვით. დამოუკიდებელი და ISO 17025 სტანდარტებით აკრედიტირებულმა ლაბორატორიამ აღნიშნული ანალიზისთვის უნდა შეამოწმოს კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მონაცემები (ციფრებში). თბური ტუმბოები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან Eurovent ან DACH-ის, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ მონაცემებზე, შემოწმებას სხვა დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ არ საჭიროებენ. დასკვნები შემოწმების შედეგებზე უნდა დაერთოს განაცხადის ფორმას. მუხლი 8🔗. მაცივარაგენტი 1. გლობალური დათბობის პოტენციალი 100-წლიან პერიოდზე მაცივარაგენტისთვის არ უნდა აჭარბებდეს 2000-იან ნიშნულს. გლობალური დათბობის პოტენციალის ნიშნულად განიხილება ის მნიშვნელობები, რომლებიც მოცემული იქნება შეფასების ანგარიშში (100-წლიან პერიოდზე). აღნიშნული დამტკიცდება კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე მთავრობათაშორისი საბჭოს მიერ (IPCC). ყველა კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს ISO 5149: 2014 ან IEC 60335-2-40:2018 სტანდარტს, მომდევნო ცვლილებებს, ან ეროვნულ დონეზე მოდიფიცირებულ ISO 5149 ან IEC 60335-2-40 სტანდარტის ვერსიას (თუ ასეთი არსებობს). 2. თუ მაცივარაგენტის გლობალური დათბობის პოტენციალი 150-ზე ნაკლებია, მაშინ თბური გარდაქმნის და პირველადი ენერგიის კოეფიციენტი, გათბობის რეჟიმში მუშაობის დროს და ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი გაგრილების რეჟიმში მუშაობის დროს, უნდა შემცირდეს 15%-ით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4, მე-6, მე-7 მუხლების 1-ლი და მე-2 კრიტერიუმებით. მაცივარაგენტის გლობალური დათბობის პოტენციალი უნდა გამოითვალოს აირის 1 კგ-ის, 100-წლიანი პერიოდისთვის, გლობალური დათბობის პოტენციალის შეფარდებით CO2-ის 1 კგ-თან. შეფასება და ვერიფიკაცია: ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად პროდუქციის მაცივარაგენტის სახელწოდებები თავისი გლობალური დათბობის პოტენციალის მაჩვენებლებით უნდა დაერთოს განაცხადს. მუხლი 9🔗. მეორადი მაცივარაგენტი 1. მეორადი გამაგრილებელი ნივთიერება, მარილხსნარი ან დანამატი არ უნდა შეიცავდეს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც ეკოლოგიურად საშიში და ჯანმრთელობისათვის მავნე. აღნიშნული უნდა რეგულირდებოდეს ადგილობრივი კანონმდებლობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ევროკავშირის მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომელიც ეხება ნივთიერებების კლასიფიკაციის, ქიმიური ნივთიერებების და ქიმიური ნივთიერებების შეფუთვის და ეტიკეტირების საკითხებს. შეფასება და ვერიფიკაცია: მეორადი მაცივარაგენტის (გამაგრილებლის/ების) დასახელება/ები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარედგინება განაცხადთან ერთად. 2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ პროდუქციის ჯგუფში არსებულ ყველა ტიპის თბურ ტუმბოზე. მუხლი 10🔗. ხმაური ხმის სიმძლავრის დონე(ები) უნდა შემოწმდეს და მითითებული უნდა იქნეს ხმის დონის საზომ ერთეულში (დბ). აღნიშნული უნდა აისახოს საინფორმაციო ფურცელზე. შეფასება და ვერიფიკაცია: ტესტირება უნდა შესრულდეს ENV-12102 სტანდარტის შესაბამისად. შემოწმების ანგარიში წარედგინება განაცხადთან ერთად. მუხლი 11🔗. მძიმე მეტალები და აალების შემაფერხებელი ნივთიერებები კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ქრომის 6+ ან აალების შემაფერხებელი ნივთიერებები, მაგალითად, პოლიბრომირებული ბიფენილი (PBB) ან პოლიბრომინირებული დიფენილის ეთერი (PBDE) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თბურ ტუმბოში ან მის სისტემაში. გათვალისწინებული უნდა იქნეს ეროვნული (თუ ასეთი არსებობს) ან ევროკავშირის კანონმდებლობით, ელექტრონულ და ელექტრონული ტიპის აღჭურვილობაში, განსაზღვრული საშიში ნივთიერებების გამოყენების შეზღუდვების შესახებ. შეფასება და ვერიფიკაცია: თბური ტუმბოს მწარმოებლის მიერ გაცემული ხელმოწერილი სერტიფიკატი. მუხლი 12🔗. პროფესიული მოთხოვნები თბური ტუმბოების მემონტაჟის მიმართ მემონტაჟე არის ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია თბური ტუმბოების დანადგარების მონტაჟის გამოცდილება და/ან შესაბამისი პროფესიული ხარისხი და განათლება. მუხლი 13🔗. დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინსტრუქცია მონტაჟის, ტექნიკური მომსახურებისა და თბური ტუმბოს მუშაობის შესახებ ქართულ ენაზე. შეფასება და ვერიფიკაცია: თბურ ტუმბოსთან ერთად უნდა წარედგინოს ტექნიკური უზრუნველყოფის, მონტაჟის და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო დანადგარის მონაცემები უნდა პასუხობდეს EN378:2000 სტანდარტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ან შესწორების შედეგად დამტკიცებულ ნებისმიერ მოთხოვნებს. მუხლი 14🔗. სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა გაყიდვის დღიდან 10 წლის განმავლობაში. შეფასება და ვერიფიკაცია: განცხადება, რომ სათადარიგო ნაწილები ხელმისაწვდომი იქნება 10 წლის განმავლობაში, წარდგენილ უნდა იქნეს განაცხადთან ერთად. განცხადებაში განმარტებული უნდა იყოს, თუ როგორ იქნება უზრუნველყოფილი სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა. მუხლი 15🔗. საინფორმაციო ფურცელი 1. განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თანდართული საინფორმაციო ფურცელი („საინფორმაციო ფურცელი მომხმარებლებისთვის“) ხელმისაწვდომი იყოს პროდუქციის გაყიდვისთანავე, რათა მომხმარებელმა მიიღოს სათანადო რეკომენდაციები თბური ტუმბოს ექსპლუატაციისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. ასევე, დანართის სახით ხელმისაწვდომი უნდა იყოს „ინფორმაცია მემონტაჟეთათვის“. 2. განმცხადებელმა მემონტაჟეები უნდა უზრუნველყოს შესაფერისი ხელსაწყოებით, კომპიუტერული პროგრამებით და მეთოდური მითითებებით, რათა მონტაჟის განმახორციელებელ კომპეტენტურ პირებს შეეძლოთ განსაზღვრონ თბური ტუმბოს სისტემის მუშაობის ისეთი პარამეტრები, როგორიცაა: სეზონური გარდაქმნის კოეფიციენტი, სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი, პირველადი ენერგიის კოეფიციენტი და ნახშირორჟანგის წლიური გამოყოფა. გარდა ამისა, მონტაჟის განმახორციელებელმა პირებმა უნდა შეძლონ მომხმარებლებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ფურცელის შევსება, მოწყობილობის შეძენისთანავე. შეფასება და ვერიფიკაცია: განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შევსებული ფორმა „ინფორმაცია მონტაჟისთვის“ და აღწეროს, თუ რა მეთოდებით მოხდება პროდუქციის გაყიდვის პროცესში მონტაჟის შესახებ ინფორმაციის უზრუნველყოფა და მომხმარებლების ინფორმირება.  მუხლი 16🔗. ეკოეტიკეტზე ინფორმაციის ასახვა ეკოეტიკეტზე ასახული ტექსტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თბური ტუმბოს ამ ტიპის პროდუქციას გააჩნია: - მაღალი ენერგოეფექტურობა; - გლობალური დათბობის ნაკლები ხელშემწყობი ფაქტორები.   დანართი სახელმძღვანელო მითითებები ეკოეტიკეტის მქონე თბური ტუმბოების შეძენისთვის — საინფორმაციო ფურცელი მომხმარებლებისთვის — გაფრთხილება! გაეცანით შეძენამდე აღნიშნული თბური ტუმბოს ენერგოეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ თბური ტუმბოს სისტემა შეესაბამება შენობის გათბობის ან გაგრილების მოთხოვნას და იმ კლიმატურ ზონას, რომელშიც სისტემა არის დამონტაჟებული. შეძენამდე მიმართეთ მონტაჟის საკითხებში კომპეტენტურ პირს და სთხოვეთ შეავსოს საინფორმაციო ფურცელი . ეკოეტიკეტი ენიჭება თბური ტუმბოების იმ კატეგორიას, რომელსაც გააჩნია მაღალი ენერგოეფექტურობის მახასიათებლები და მინიმალურ მავნე გავლენას ახდენს გარემოზე. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი უნდა შეავსოს მონტაჟის საკითხებში კომპეტენტურმა პირმა. მიღებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება თბური ტუმბოს მონტაჟისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა. შესაბამისად, თქვენ მიიღებთ თბური ტუმბოს ენერგოეფექტურობით განპირობებულ მაქსიმალურ სარგებელს – ჰაერში, ატმოსფეროში, მიწაში ან წყალში დაგროვილი სითბოს კონცენტრირებით. შექცევად თბურ ტუმბოს შეუძლია გაგრილების რეჟიმშიც მუშაობა, სითბოს გარემოში განდევნის გზით, ხოლო ზოგიერთს, ცხელი წყლის მიღება სანიტარიული საჭიროებისათვის. ასევე, შეიძლება შეირჩეს თბური ტუმბოები, რომელთა გამოყენებაც დაშვებულია სითბოს გამანაწილებელი სისტემებისთვის: რადიატორების, თბილი ჰაერის და იატაკის გათბობის სისტემების ჩათვლით. აღნიშნული სისტემების მოდერნიზების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ქვემოთ მოცემული უსაფრთხოების ზომები. შენობაში სითბოს დანაკარგისა და თბილი მასების შემოდინების შემცირება თუ თქვენი საცხოვრებელი ბინის ხანდაზმულობა 10 წელზე მეტია, თბური ტუმბოს შერჩევამდე, რენტაბელურია ბინაში თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარება, რაც პირველ რიგში შეამცირებს სითბოს დანაკარგს შენობის გათბობის შემთხვევაში და ცხელი მასების შემოდინებას გაგრილების შემთხვევაში. გაცილებით უფრო ენერგოეფექტური იქნება მცირე სიმძლავრის თბური ტუმბოს გამოყენება (კარგად თბოიზოლირებულ შენობაში) თუ თქვენ გაითვალისწინებთ რეკომენდაციას ბინის თბოიზოლაციური პირობების გაუმჯობესების შესახებ, მაშინ თბური ტუმბოს პარამეტრები პირობების შესაბამისად უნდა შეირჩეს. ინფორმაცია და რეკომენდაციები თქვენს სახლში თბური ტუმბოს მონტაჟის შესახებ მომხმარებლის სახელი: ..... მისამართი: ........ შენობის ტიპი ( ცალკე მდგომი/მწკრივის(მიჯრით მდგომი)/აპარტამენტი) გათბობის სისტემის/შენობის აღწერა საწვავის ტიპი ნავთობი/გაზი/ელექტროენერგია/ქვანახშირი/თხევადი გაზი/სხვა; განაწილების სისტემა რადიატორები/თბილი ჰაერი/იატაკქვეშა გათბობა/ სხვა; სისტემის გათბობის მინიმალური ტემპერატურა°C აღნიშნული შენობის სითბოს წლიური მოთხოვნა (კვტ) აღნიშნული შენობის გაგრილების წლიური მოთხოვნა (კვტ) სისტემის გაგრილების მაქსიმალური ტემპერატურა °C შენობის მზის ენერგიით გათბობის პოტენციალი (კვტ) რეკომენდაციები შენობის საიზოლაციო სისტემის განახლებისთვის ღონისძიებები სითბოს დანაკარგის შემცირებისთვის სითბოს დანაკარგის შემცირებული მაჩვენებელი (კვტ) მზის სითბოს შემოდინების შემცირება მზის სითბოს შემოდინების შემცირებული მაჩვენებელი (კვტ) რეკომენდირებული თბური ტუმბოს სისტემა ცხრილში მოცემულია რეკომენდაციები გათბობის/გაგრილების სისტემის შესახებ მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თქვენი საცხოვრებელი ბინის მონაცემების გათვალისწინებით პირველადი გათბობა თბური ტუმბოს მწარმოებელი მოდელი სითბოს წყარო წყალი/მიწა/ჰაერი განაწილების საშუალება მაცივარ აგენტის ტიპი და გლობალური დათბობის პოტენციალი ბუნებრივი/ხელოვნური თბური ტუმბოს თბური სიმძლავრე სიმძლავრე (კვტ) სითბოს გამომუშავება/შთანთქმის დროს მოხმარებული ელექტროენერგია სეზონური ენერგოეფექტურობა წლის მანძილზე საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის თბილი წყლის მიწოდების შესაძლებლობა დიახ/არა დამხმარე გათბობის საშუალება ტიპი გათბობის სიმძლავრე (კვტ) გაგრილების საშუალება (საჭიროების შემთხვევაში) გაგრილების სიმძლავრე (კვტ) ცივი ჰაერის გამომუშავება ელექტროენერგიის მიწოდება ელექტროენერგიის მოხმარება წლის მანძილზე და CO2 -ის ემისიები ელექტროენერგიის მოხმარება წლის მანძილზე (კვტსთ) CO2 ემისიები (კგ) გამოყენებული გარდაქმნის კოეფიციენტი: ინსტალაციის შემსრულებელი პირი ხელმოწერა --------- კვალიფიკაცია/ტრენინგი ------------------------------ კომპანია ---------------------------------------------------------------- მისამართი ------------------------------------------------------------- თარიღი ----------------------------------------------------------------- სახელმძღვანელო ეკოეტიკეტის მქონე თბური ტუმბოების მონტაჟისთვის — საინფორმაციო ფურცელი მემონტაჟე პირთათვის— გაფრთხილება! გაეცანით შეძენამდე აღნიშნული თბური ტუმბოს ენერგოეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა, რომ მწარმოებლის ინსტრუქციების შესაბამისად, მონტაჟი განახორციელოს კომპეტენტურმა პირმა, რათა გათბობის სისტემა შეესაბამებოდეს შენობის გათბობა/გაგრილების მოთხოვნას და იმ კლიმატურ ზონას, რომელშიც აღნიშნული სისტემაა დამონტაჟებული. ეკოეტიკეტი ენიჭება თბური ტუმბოების იმ კატეგორიას, რომელსაც გააჩნია მაღალი ენერგოეფექტურობის მახასიათებლები და მინიმალურ მავნე გავლენას ახდენს გარემოზე. თბური ტუმბოების მაღალ ენერგოეფექტურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ისინი ენერგიას იყენებენ მხოლოდ ატმოსფერულ ჰაერში, მიწაში, წყალში არსებული სითბოს დაგროვებისთვის. ზოგიერთ მოდელს ასევე შეუძლია ფუნქციონირება შებრუნებულ რეჟიმში, საცხოვრებელიდან სითბოს გამოდევნით. ცხრილში მოცემული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ, რათა უზრუნველვყოთ თბური ტუმბოს ყველა უპირატესობების გადატანა შეგროვებისა და განაწილების სისტემებში. საინფორმაციო ფურცელის შევსება, რომელიც შემდგომ მომხმარებელს უნდა გადაეცეს, დაგეხმარებათ მომხმარებელთან თქვენი რეკომენდაციის დასაბუთებაში. 1. მწარმოებლის მიერ მისაწოდებელი მინიმალური ინფორმაცია მწარმოებელი: მოდელი: სითბოს კოლექტორი: სითბოს განაწილების საშუალება: თბური სიმძლავრე (კვტ): გაგრილების სიმძლავრე (კვტ): ცხელი წყლის მიწოდება: ანტიპირენი ნივთიერების ტიპი ხმაურის დონე (დბ) გაყიდვის თარიღიდან სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობის პერიოდი (წლები რაოდენობა): სითბოს გარდაქმნის კოეფიციენტი (გათბობა): შემავალი და გამომავალი ტემპერატურის დაზუსტება (°C): ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი (გაგრილება): არსებული გათბობის სისტემების მოდერნიზაციის მიზნით, თბური ტუმბო უნდა შეირჩეს ისე, რომ შეესაბამებოდეს არსებულ სისტემას, რომელიც შეიძლება იყოს თბილი ჰაერის მილებიანი, ცხელი წყლის ჰიდრავლიკური ან იატაკქვეშა გათბობის სისტემები. ვინაიდან თბური ტუმბოდან გამომავალი ტემპერატურა შესაძლოა უფრო დაბალი იყოს ვიდრე იმ ბოილერისა, რომელიც უნდა ჩანაცვლდეს, ამიტომ აუცილებელია განისაზღვროს სითბოს დანაკარგების ან თბილი მასების შემოდინების შემცირების გზები, რათა შენარჩუნდეს სისტემის მიერ სითბოს გადანაწილების იგივე რაოდენობა.  მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამები, ინსტრუმენტები და სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც დაგეხმარებათ შემდეგი გათვლების შესრულებაში. კლიმატური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შენობის გეოგრაფიულ მდებარეობას. 2. შენობაში სითბოს დანაკარგისა და თბილი მასების შემოდინების შემცირება თუ თქვენი საცხოვრებელი ბინის ხანდაზმულობა 10 წელზე მეტია, ბინის თბოსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარება გაცილებით რენტაბელურია, ვინაიდან მცირდება სითბოს დანაკარგი ზამთარში და ზაფხულში ცხელი მასების შემოდინება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გაითვალისწინებს თქვენს რეკომენდაციებს, მაშინ სისტემა იმ პირობების შესაბამისად უნდა შეირჩეს, სადაც გათვალისწინებული იქნება სითბოს დანაკარგისა და თბილი მასების შემოდინების შემცირებული მონაცემები. 3. სითბოს დანაკარგი და გათბობის სისტემის პარამეტრების გათვლა სითბოს დანაკარგი შენობაში უნდა გამოითვალოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის, გაანგარიშების სტანდარტებისა და პროგრამული ინსტრუმენტების შესაბამისად. შემდეგ უნდა მოხდეს სითბოს დანაკარგის შედარება სამშენებლო ნორმებით მოთხოვნილ მიმდინარე მნიშვნელობებთან. თბური ტუმბოს პარამეტრების განსაზღვრამდე, არსებული შენობებისთვის, ზოგადად, ენერგოეფექტურია საიზოლაციო სტანდარტის დაახლოება სარგებლიანობის მაჩვენებლებთან. სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი და ენერგიის მოხმარება გათბობისთვის კალკულაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს: - კლიმატი (გარე ტემპერატურა); - საპროექტო ტემპერატურა; - წლის მანძილზე გრუნტის ტემპერატურის ცვლილება (გრუნტის სითბოს ამრთმევი თბური ტუმბო, ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოლექტორებით); - სასურველი ტემპერატურა შენობაში; - თხევადი გათბობის სისტემების ტემპერატურის დონე; - წლიური ენერგომოხმარება შენობის და სხვა ტიპის სივრცის გასათბობად; - წლიური ენერგომოხმარება საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის ცხელი წყლის მისაღებად (თუ საჭიროა). პირველადი ენერგიის კოეფიციენტი და CO2-ის წლიური ემისიები ელექტროენერგიის/გაზის წარმოქმნის, აგრეთვე ელექტრო ქსელის/გაზის განაწილების დანაკარგების გადაანგარიშებისას ენერგოეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს გათვალისწინებული. CO2-ის ემისიების და დანაზოგების გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს პირველადი ენერგიის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით. 4. მზის თბური ენერგიის შემოდინება და გაგრილების სისტემის პარამეტრების შერჩევა თუ სისტემას შეუძლია გრილი ჰაერის გამომუშავება, მაშინ შენობის მიერ აკუმულირებული მზის ენერგია უნდა გამოითვალოს სახელმწიფოში არსებული პრაქტიკის მიხედვით ან მიღებული (აღიარებული) კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. მიღებული მონაცემების შედარება უნდა მოხდეს სამშენებლო ნორმებით მოთხოვნილ არსებულ მნიშვნელობებთან. ზოგადად, თბური ტუმბოების პარამეტრების განსაზღვრამდე მზიდან ენერგიის შემოდინების შემცირება გაცილებით რენტაბელურია.  სეზონური ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი და ენერგიის მოხმარება გაგრილებისთვის; კალკულაციისას გათვალისწინებული უნდა იყოს: - კლიმატი (გარე ტემპერატურა); - საპროექტო ტემპერატურა; - წლის მანძილზე გრუნტის ტემპერატურის ცვლილება (გრუნტის სითბოს ამრთმევი თბური ტუმბო, ვერტიკალური და ჰორიზონტალური კოლექტორებით); - სასურველი ტემპერატურა შენობაში; - თხევადი გათბობის სისტემების ტემპერატურის დონე – წლიური ენერგომოთხოვნა შენობის ან სხვა სივრცის გაგრილების მიზნით. პირველადი ენერგიის კოეფიციენტი და CO2-ის წლიური ემისიები ელექტროენერგიის/გაზის წარმოქმნის, აგრეთვე ელექტროქსელის/გაზის განაწილების დანაკარგების გადაანგარიშებისას ენერგოეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს გათვალისწინებული. CO2-ის ემისიების და დანაზოგების გადაანგარიშება უნდა განხორციელდეს პირველადი ენერგიის გამოყენების მონაცემებზე დაყრდნობით. 5. ტრენინგი მემონტაჟე პირების და მბურღავებისთვის საქართველოში უნდა არსებობდეს სათანადო კურსები, რათა მემონტაჟე პირებმა შეძლონ მიიღონ შესაბამისი ეროვნული ან ევროპული/საერთაშორისო აკრედიტირებული კვალიფიკაცია. მემონტაჟე პირებისთვის, მწარმოებლებმა უნდა უზრუნველყონ ინფორმაცია საქართველოში არსებული, აკრედიტებული სასწავლო პროგრამების ან ტრენინგპროვაიდერების მიერ უზრუნველყოფილი ტრენინგკურსების შესახებ. ასევე, დაეხმარონ დაინტერესებულ პირებს ხელსაწყოების გამოყენების სწავლის კუთხით ან უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციით. ისეთი სამუშაოების ჩასატარებლად, როგორიცაა გრუნტის წყლების ენერგიაზე მომუშავე თბური ტუმბოების მონტაჟი, აუცილებელი ვერტიკალური ჭაბურღილის გაკეთება, რომელიც მოითხოვს კვალიფიციურ ცოდნას. შესაბამისად, სათანადო სასწავლო კურსები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.