„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№225
სარეგისტრაციო კოდი
230150070.22.033.017500
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №225 –  №54

2021 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ საბაჟო ფორმალობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №259/№74 ერთობლივ ბრძანებით (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230150070.22.033.017232) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:

„4. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევისას, თუ სააგენტო საბაჟო ორგანოს მიერ შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძველზე დაადგენს, რომ ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მფლობელობაში არსებულ სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დარღვეულია გამოცხადების/დეკლარირების ვადა, აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს მიერ ეცნობება საბაჟო ორგანოს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში შეჩერდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის საბაჟო ფორმალობები და აღნიშნული განახლდება მხოლოდ საბაჟო ორგანოს მიერ სათანადო ინფორმაციის მიწოდებისას.“.

2. მე-12 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები.“.

3. 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რეექსპორტის დეკლარაციასთან ერთად წარედგინება კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, იმ შემთხვევაში, როდესაც რეექსპორტში მოქცევის მიზნით წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე ან/და 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს – შესაბამისი ჯარიმის გადახდისა და წარმოშობილი საგადასახადო ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩათვლით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური