„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №405 |
|
2021 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი |
1. „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება; სტრატეგიულ-კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; სახელმწიფო დაწესებულებებისა და სამსახურების მიერ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის გაწევა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით; საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია და მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, ახალ საფრთხეებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, ნატოში საქართველოს წარმომადგენლობასთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და საქართველოში ნატოს წევრი და კანდიდატი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობის კოორდინირება; საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორციელება;“.
2. „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობითობის გაზრდა;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.08.2021.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №405. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.022960.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.08.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №405, 10.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022960 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5241201/