“საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.09.010.004.854
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის
ბრძანება №45
2001 წლის 12 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ”, “საჯარო სამსახურის შესახებ”, “საქართველოს კონსტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონებისა და “საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
“საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩ ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2001 წლის 16 მაისის №21 ბრძანებით (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2001წ., №52, მუხ. 388) დამტკიცებულ საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩ ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საპრეტენზიო კომისია
1. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია თავმჯდომარისა და ორი წევრის შემადგენლობით.
2. საპრეტენზიო კომისიის მიზანია ატესტაცია-კონკურსის ჩატარების დროს საქართველოს კონტროლის პალატის მოხელეთა და კანდიდატთა “საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებით” განსაზღვრული უფლებების დაცვა, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა, პრეტენზიების განსაზღვრულ ვადებში განხილვა და საკონკურსო-სატესტაციო კომისიისათვის სამართლებრივად სრულყოფილი დასკვნების წარდგენა.
3. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის მუშაობაში ასართველად მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
4. სპეციალისტთა უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ ტესტებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვით და გამოტანილი დასკვნების წერილობით გადაცემით საპრეტენზიო კომისიაზე.
5. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
6. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
7. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება კომისიის სრული შემადგენლობის 2/3-ით.
8. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
9. საპრეტენზიო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება საპრეტენზიო კომისიის სხვა წევრების გადაწყვეტილებას ვალდებულია თავისი წინადადება და შენიშვნა წერილობით დაურთოს ოქმს.
10. საპრეტენზიო კომისიაში პრეტენზიების (განცხადების) წარდგენა წარმოებს ატესტაცია-კონკურსში მონაწილე ნებისმიერი მოხელისა და კანდიდატის მიერ, როგორც ატესტაცია-კონკურსის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობის პროცესში და ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა.
11. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება 3 დღის ვადაში; ამასთან, მნიშვნელოვანი გარემოებების (საქმის დიდი მოცულობა, სირთულე) არსებობისას განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს 5 დღემდე.
12. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება განმცხადებელს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
13. განმცხადებელს გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს წერილობით, სათანადო გადაწყვეტილების გაცნობის და ხელმოწერის ფორმით, ხოლო საკონკურსო-საატესტაციო კომისიას წერილობითი ფორმით.
14. ტესტების არასწორი შეფასების შემთხვევაში საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია წარუდგინოს წინადადება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
15. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების აღმო ენისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.
16. კომისია გასაუბრების ფორმით ატსეტაცია-კონკურსის შედეგებზე პრეტენზიებს არ ღებულობს.
17. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების ხელმეორედ გასა ივრება დაუშვებელია.
18. საპრეტენზიო კომისია საქმიანობას წყვეტს ატესტაციისა და კონკურსის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში.”
2. დებულების 24-ე მუხლის მე-16 პუნქტი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“16. მოხელის მიერ ტესტის 70-ზე, ხოლო კანდიდატის მიერ ტესტის 80-ზე და მეტ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში მათი ტესტირების შედეგი შეფასდება დადებითად და ისინი დაიშვებიან გასაუბრებაზე, ხოლო 70-ზე და შესაბამისად 80-ზე ნაკლებ კითხვაზე სწორი პასუხისას – უარყოფითად”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. მოლაშვილი