შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: პაატა სალუქვაძე № 1243)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 1243

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს“  ს/კ 404483536 

დირექტორი:   ნინო არაბიძე

მისამართი:      ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა №23

ელ ფოსტა:       auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში: GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 306 2 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს „თიბისი ბანკი“ (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: პაატა სალუქვაძე, პირადი № 33001002591

მოვალე (მსესხებელი): პაატა სალუქვაძე, პირადი № 33001002591

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231217749, თარიღი 02/12/2016

ვალდებულების წარმოშობა: 2016 წლის 2 დეკემბრის №0011.2480930.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, 2016 წლის 14 დეკემბრის №2480930-8662030 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ცვლილება 2017 წლის 20 ივლისი), საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება.

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ქუჩა სულხან ცინცაძე №81, სართული 2, ბინა №4;, საკადასტრო კოდი: 01.10.14.028.012.01.507

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ხელ. №2480930-8662030; ჯამში დავალიანება შეადგენს: 101,283.22 აშშ დოლარს.

აუქციონის ჩატარების დრო:  03/09/2021 წლის 16:00 საათიდან  07/09/2021 წლის 11:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი   auction.livo.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 319373.86 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  ბინა მდებარე ქალაქი თბილისი, ქუჩა სულხან ცინცაძე №81, სართული 2, ბინა №4; ფართით: 137.08 კვ.მ

გარდამავალი უფლებები:  არა

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს;

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით;

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება – 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით – 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს;

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეციალისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი;

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს „კონსალტინგ გრუპს“ მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ;

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის  0.59 პროცენტს.

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპს“, ს/კ 404483536 

დირექტორი       ნინო არაბიძე