სს „მარგებელის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „მარგებელის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „მარგებელი ს“
რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „მარგებელის“ (ს/კ
205283931) სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი იწვევენ სააქციო საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2021 წლის 10 სექტემბერს 15 საათზე, ქ. თბილისში, სააქციო საზოგადოების იურიდიულ მისამართზე.
სამეთვალყურეო საბჭომ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დაადგინა 2021 წლის 26 ივლისი.
დღის წესრიგი:
1. აქციონერთა პროცენტული მონაწილეობის ცვლილება;
2. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან. დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისგან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა დადგენილ ვადებში, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.
საზოგადოების დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას იძლევა, რომ:
1. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს კომპანიის აქციების გასხვისების/გადაცემის აუცილებლობაზე.
2. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას უწევს კრებას იმსჯელოს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმდეს 2021 წლის 31 აგვისტოდან სს „მარგებელის“ აქციათა რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი” შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №74ა.
დირექტორი მ. სვიმონიშვილი