“საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და “საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ”

მიღების თარიღი 12.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.004.857
გამოქვეყნების წყარო სსმ, 77, 18/07/2001
matsne.gov.ge 832 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და “საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ” p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; } p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 56.65pt 34.0pt 34.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.004.857 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №46 2001 წლის 11 ივლისი ქ. თბილისი „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის №50 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს დამსახურებული მშენებლისა“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების“ დებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად ვბრძანებ : დამტკიცდეს „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების კომისიის შემადგენლობა და დებულება. მ. ჩხენკელი ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობა მერაბ ნიკოლაიშვილი – ინჟინერ-მშენებელი, საერთაშორისო ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე დავით აბულაძე – არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე გიგა ბათიაშვილი – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, აკადემიკოსი, ქ. თბილისის საკრებულოს წევრი რობიზონ გვენეტაძე – სამთო-ინჟინერი, შპს ,, მეტრომშენის” უფროსი ლევან გოგიჩაიშვილი – ინჟინერ – მშენებელი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე – აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი გულნარა დემურია – ფილოლოგი, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საბჭოს მდივანი, კომისიის პასუხისმგებელი მდივანი ლერი მეძმარიაშვილი – არქიტექტორი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საინჟინრო აკადემიის წევრ – კორესპონდენტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი ბაკურ მირიანაშვილი – ინჟინერ- კონსტრუქტორი, სს ,,საქქალაქმშენპროექტის” დირექტორი როლანდ მიქაუტაძე – ინჟინერ-მშენებელი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, არქიტექტორთა კავშირის წევრი, საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აფხაზეთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ზურაბ ნემსაძე – არქიტექტორი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე გენო ნიჟარაძე – ინჟინერ-მშენებელი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, ,,თბილმრეწვმშენის” გენერალური დირექტორი იური შიუკაშვილი – ინჟინერ-მშენებელი, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე გიორგი შაიშმელაშვილი – არქიტექტორი, პროფესორი, საქართველოს პარლამენტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ავთანდილ ჩალაძე – ინჟინერ-მშენებელი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, კონცერნ ,,საქგვირაბმშენის” პრეზიდენტი ბადრი ჩიტაია – ინჟინერ-მშენებელი, საქართველოს არქიტექტურის, მშენებლობის და საშენ მასალათა მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე მამუკა ჩხაიძე – არქიტექტორი, ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორი იოსებ ხარატიშვილი – ინჟინერ-მშენებელი, საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, საქართველოს და აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მშენებლობის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ჯანაშია – ინჟინერ-მშენებელი პარლამენტის წევრი „ საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის" წოდებათა მინიჭების კომისიის დებულება 1. საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლების, დამპროექტებლებისა და არქიტექტორების კანდიდატურების შუამდგომლობები „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ პროფესილი კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამშენებლო, სამონტაჟო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტ ო, საპროექტო-საძიებო ორგანიზაციები ყოველი წლის განმავლობაში. 2. „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდების კანდიდატს უნდა გააჩნდეს სპეციალობის მიხედვით მუშაობის არა ნაკლები ოცი წლის სტაჟი, უნდა გამოირჩეოდეს კოლეგებში და საზოგადოებაში ავტორიტეტით, რაც გამოისახება კანდიდატის ბიოგრაფიაში და სათანადო დახასიათებებში, რომლებიც წარედგინება კომისიას წერილობით, სათანადოდ დამოწმებული. წარდგენილ საბუთებს შეიძლება თან დაერთოს ორგანიზაციის საერთო კრების ოქმის, საბჭოს სხდომის ამონაწერი, სხვა საბუთები, რომლებშიც ასახული იქნება აშენებული, დაპროექტებული ობიექტების მნიშვნელობა, შეფასება ან კვლევითი ნამუშევრების დასკვნა-რეცენზია. 3. კომისიის თავმჯდომარე ავალებს კომისიის ერთ-ერთ წევრს შეისწავლოს წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის სპეციალობის შესაბამისად, შემოტანილი საბუთები და შემდგომ მოახსენოს კომისიას. 4. კომისია წევრების დასკვნებს იხილავს „მშენებლის და არქიტექტორის“ დღეების აღნიშვნამდე არა ნაკლებ 15 დღით ადრე. 5. „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდების კანდიდატურა წარედგინება დასამტკიცებლად საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრს კენჭისყრის დროს ნახევარზე მეტი ხმების მიღების შემთხვევაში. 6. „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდების მინიჭება ფორმდება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანებით. 7. „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდების მინიჭების ბრძანება და სპეციალური სამკერდე ნიშანი გადაეცემა დაჯილდოებულს“ მშენებლის და არქიტექტორის“ დღის საზეიმო სხდომაზე. 8. დაჯილდოებულები სამკერდე ნიშნებს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს.