შპს „ინდექსის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: შპს ორბი ჯგუფი ბათუმი G 349)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

აუქციონის დანიშვნის შესახებ

2021 წლის 19 აგვისტო
სპეციალისტი:  შპს „ინდექსი“ (ს/კ 202463342) 

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგშელიძე; მისამართი: ქ. თბილისი, მ. კოსტავას N 63, სადარბაზო 2, სართული 7

ელ ფოსტა: specialist@indexi.ge  სადეპოზიტო ანგარიში: GE61TB7600136020100002

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის  სახელზე რიცხულ, სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, აუქციონატორი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

პუბლიკაცია  გამოქვეყნებულია გაზეთ რეზონანსში, ხოლო მეორე საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაზეთში ან „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

ყურადღება: თუ აუქციონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალიზაციის მიზნით ტარდება, განცხადებაში აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდესსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა და აღწერა:  ქალაქი ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა N7დ, სასტუმრო N3863, სართული 38, ბლოკი „C“, ფართი: 29.00 კვ.მ.;  საკადასტროკოდი: 05.24.05.237.01.01.3863

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: G 349

უძრავი ნივთის მესაკუთრს სახელი და მისამართი

შპს ორბი ჯგუფი ბათუმი  ს/ნ 445468798   მის:  ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N 7ბ

აუქციონის ჩატარების დრო:   27/08/2021 წლის 14:00 სთ-დან 31/08/2021 წლის 11:00 სთ-მდე

აუქციონის ჩატარების ადგილი:

Auction.livo.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „ინდექსი“

უძრავი ნივთის საწყისი ფასი:  114 408.30 ლარი

საწყისი ფასი შეადგენს კრედიტორის მოთხოვნის ოდენობისა და აუქციონის ხარჯების ჯამს, კერძოდ, მოთხოვნის ოდენობა არის 29910.91 აშშ დოლარი (1 აშშ დოლარი შეადგენს 3.1191 ლარს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2021 წლის 18 აგვისტოს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). დღგ - 17452.11 ლარი. სპეციალისტის საზღაური - 3661.07 ლარი, საიდანაც გადაიხდება Auction.livo.ge-ს მომსახურების საფასური 0.9%  - 1029.67 ლარი.

გარდამავალი უფლება: არა

სხვა უფლება: არა

აუქციონის პირობები:

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს (სს „თიბისი ბანკი“) მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და   გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებგვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის 100, 500 და 1000 ლარიანი ბიჯის ოდენობით.

1 ბიჯის ოდენობა 100 000 ლარამდე ქონების შემთხვევაში განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით. 100 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში 500 ლარის ოდენობით, ხოლო 500 000 ლარს ზევით ქონების შემთხვევაში, 1000 ლარის ოდენობით.

შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს Auction.livo.ge-ს სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში  შპს „ინდექსი“ მასზე გასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით, სპეციალისტთან.

 

სპეციალისტი: შპს „ინდექსი“, აღმასრულებელი დირექტორი          გიორგი გოგშელიძე