„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ‘‘ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.143.016613
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2021 წლის 19 აგვისტო

ხაშური

 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ‘‘ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის №29 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/01/2020; 010250050.35.143.016568) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი დანართი №1-ის სახით (თან ერთვის);

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 19 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი



დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები

 

რანგი

თანამდებობა

საშტატო ერთეული

თანამდებობრივი სარგო  (ლარებში)

 

 

პოლიტიკური თანამდებობა

 

 

1

 

საკრებულოს თავმჯდომარე

1

2800

2

 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1

1800

3

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1700

4

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

7

1700

5

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

7

1200

 

 

აპარატი

 

 

6

I რანგი

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  –  საკრებულოს აპარატის უფროსი

1

1300

7

II   რანგი

საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  –  განყოფილების უფროსი

1

1000

8

III    რანგი

საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – უფროსი სპეციალისტი

4

800