# საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
- დოკუმენტის ნომერი: №49/2021
- მიღების თარიღი: 23.08.2021
- კონსოლიდირებული რედაქცია: 16.08.2024
- სარეგისტრაციო კოდი: 010240060.15.008.016577
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5246068
- წყარო: https://legali.ge/law/5246068/

> ეს არის 16.08.2024 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (შემდგომ − უსკო) და მისი აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, სსიპ –   საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს აპარატის თანამშრომელი, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე/ტექნიკური პერსონალი და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომელი;

გ) ოჯახის წევრი – მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

დ) ჩართული მხარე-პარტია, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი, დამკვირვებელი ორგანიზაციები, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები;

ე) სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე. საჯარო დაწესებულების შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდებ

[https://legali.ge/law/5246068/muxli-3-2/](https://legali.ge/law/5246068/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. კოდექსის მიზნები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

და მოქმედების სფერო

1. ამ კოდექსის მიზანია საზოგადოების წინაშე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვროს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტები, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის ამაღლებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების  ნდობის განმტკიცებას.

2. კოდექსის მოქმედება ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე.

თავი II

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპე

[https://legali.ge/law/5246068/muxli-4-2/](https://legali.ge/law/5246068/muxli-4-2/)

---

## მუხლი 5. კანონიერება

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1.

მოხელე მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის,
საარჩევნო კოდექსისა
და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. მოხელემ უნდა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა. იგი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელი.

3. მოხელემ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებ

[https://legali.ge/law/5246068/muxli-5/](https://legali.ge/law/5246068/muxli-5/)

---

## მუხლი 6. პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.

2. მოხელე ვალდებულია თავი აარიდოს ისეთ მოქმედებას, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს რომელიმე პარტიისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერად /წინააღმდეგ ქმედებად.

3. მოხელე თავისუფალი და ნეიტრალურია გადაწყვეტილების მიღებისას და მიჯნავს საჯარო ინტერესებს პოლიტიკური პარტიის ინტერესებისგან.

4. მოხელე ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა და პირადი პოლიტიკური შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.

5. მოხელეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენო

[https://legali.ge/law/5246068/muxli-6/](https://legali.ge/law/5246068/muxli-6/)

---

## მუხლი 7. კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. მოხელემ სამსახურში და მის გარეთ თავი უნდა აარიდოს ისეთ ქმედებას, რომელიც უგულებელყოფს ან არღვევს ეთიკის ნორმებს და ქცევის ზოგად წესებს და რომელიც, თავის მხრივ, მიმართულია მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ.

2. მოხელემ უზრუნველყოს საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა;

3. მოხელე მოქმედებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში, თანამდებობრივ მდგომარეობასა და უფლებამოსილებას იყენებს კანონის საფუძველზე საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.

4. მოხელე საჯარო ინტერესს აყენებს პირად ინტერესზე მაღლა და თავიდან ირიდებს ისეთ გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი ან/და აღქმულ იქნეს, როგორც ინტერესთა კონფლიქტი.

5. მოხელე საარჩევნო პერიოდში არ უნდა დაესწროს წვეულებებს, ბანკეტებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებს, რომელიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციის ან იმ პირის მხრიდან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.

6. მოხელემ საარჩევნო პერიოდში თავი უნდა აარიდოს ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.

7. მოხელე გადაწყვეტილების მიღებისას შეისწავლის საქმის მასალებს და აფასებს შესაბამის ფაქტებსა და გარემოებებს, არსებობის შემთხვევაში, ისმენს მხარეთა პოზიციებს და იღებს გადაწყვეტილებას ობიექტური გარემოებების შესაბამისად და არა პირადი ინტერესების საფუძველზე.

8. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი/ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი. იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს.

9. მოხელემ არ მიიღოს საჩუქარი ან რაიმე სარგებელი პოლიტიკური პარტიის, ორგანიზაციისა ან იმ პირისაგან, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესშ

[https://legali.ge/law/5246068/muxli-7/](https://legali.ge/law/5246068/muxli-7/)

---

## მუხლი 8. მოხელის გამოხატვის თავისუფლება

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. მოხელე საჯაროდ გამოხატავს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციას იმ შემთხვევაში, თუ მას მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება საარჩევნო ადმინისტრაციისგან.

2. მოხელე თავს იკავებს საჯაროდ სიძულვილის ენის გამოყენების ან/და დისკრიმინაციული ხასიათის კომენტარის გაკეთებისგან, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლად და ობიექტურად განხორციელება.

3. მოხელე თავს იკავებს საჯარო კომენტარის გაკეთებისგან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას წარმოშობილი პირადი ინტერესის მქონე საკითხებზე, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს საჯარო დაწესებულების რეპუტაცია

[https://legali.ge/law/5246068/muxli-8/](https://legali.ge/law/5246068/muxli-8/)

---

## მუხლი 9. პროფესიონალიზმი

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. მოხელე საჭიროებისამებრ იუმჯობესებს პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ან მოხელის მიერ მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის გზით.

2. მოხელე უზრუნველყოფს პროფესიული საქმიანობის განხორცილებას სამსახურში წარმოქმნილი პირადი ურთიერთობების გავლენისაგან თავისუფლად.

3. მოხელე არის ღია და თავისუფალი ახალი იდეებისა და მეთოდების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად.

4. მოხელე ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ სიტუაციებში.

5. მოხელე ისწრაფვის, საკუთარი ცოდნა და უნარები შესაბამისობაში მოიყვანოს თანამედროვე ტექნოლოგიის მოთხოვნებთან და საკანონმდებლო ცვლილებებთან, ასევე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიის სიკეთეები და უპირატესობები.

6. მოხელე პატივს სცემს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ითვალისწინებს საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ სუბორდინაციულ მიდგომებს.

7. მოხელე უნდა იყოს პუნქტუალური და იმოქმედოს კანონით დადგენილი ვადების შესაბამისად.

8. მოხელე უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული  დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას.

9.  მოხელე ზრუნავს პირად ჰიგიენასა და იერსახეზე და იცავს დაწესებულების შინაგანაწესით დადგენილ ჩაცმულობისათვის განსაზღვრულ წესრიგ

[https://legali.ge/law/5246068/muxli-9/](https://legali.ge/law/5246068/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ინტერესთა შეუთავსებლობა

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1.  მოხელე არ იღებს ისეთი სახის შეთავაზებას, რომელიც წარმოშობს ან შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა შეუთავსებლობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან ან/და გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე.

2. მოხელე, ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან/და შესაძლო წარმოშობის შემთხვევაში, არ მონაწილეობს მოხელის დანიშვნის, საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის, საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილების მიღების, სხვა დაწესებულებისათვის ან/და საჯარო მოსამსახურისათვის კონსულტაციის გაწევის პროცესში.

3. მოხელე ვალდებულია მოხელის ოჯახის წევრის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის შემთხვევაში, ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან/და ცესკოში 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს წერილობითი განცხადება.

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კონკურსანტთა სიის გაცნობისას, ვალდებულია საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილობით განაცხადოს კონკურსანტთა შორის, სახელისა და გვარის მითითებით, ოჯახის წევრის (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი) არსებობის თაობაზე და არ მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა არჩევის პროცედურაში.

5. მოხელე არ ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეუთავსებელია მის მიერ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებულ პოზიციასთან.

6. მოხელის მიერ განხორციელებული საქმიანობა არ მიიჩნევა მის მიერ დაკავებულ პოზიციასთან შეუთავსებელ საქმიანობად, თუ იგი ახორციელებს:

ა) სამეცნიერო საქმიანობას, როგორიცაა სამეცნიერო სტატიის ან ნაშრომის გამოქვეყნება, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა, სამეცნიერო-კვლევით პროგრამაში მონაწილეობა;

ბ) პედაგოგიურ საქმიანობას, როგორიცაა ლექციის წაკითხვა, ტრენინგებისა და სხვა სასწავლო პროგრამების წარმართვა და სხვა სახით პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

გ) შემოქმედებით საქმიანობას, როგორიცაა კულტურული ფასეულობების, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით შექმნა, აღდგენა ან/და ინტერპრეტაცია;

დ) სასპორტო საქმიანობა

[https://legali.ge/law/5246068/muxli-10/](https://legali.ge/law/5246068/muxli-10/)

---

## მუხლი 11. თავაზიანობა, კოლეგიალობა და კომუნიკაცია

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. მოხელე უნდა იყოს კომუნიკაბელური და თავი აარიდოს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან მათ გაღვივებას.

2. მოხელემ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისას ტაქტიანად უნდა გამოხატოს დასაბუთებული კრიტიკა.

3. მოხელე უნდა იყოს კორექტული და თავაზიანი თანამშრომლებთან ურთიერთობისას.

4. მოხელე პატივს სცემს თანამშრომლების კომპეტენციას, გამოცდილებასა და შეხედულებებს.

5. მოხელე, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევს თანამშრომელს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისა

[https://legali.ge/law/5246068/muxli-11/](https://legali.ge/law/5246068/muxli-11/)

---

## მუხლი 12. გამჭვირვალობა და ღიაობა

_თავი II — საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა საქმიანობის ძირითადი პრინციპები_

1. მოხელე თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გამჭვირვალედ და ღიად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. მოხელე უზრუნველყოფს ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ მიწოდებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მისი უფლებამოსილების ფარგლებში. მათ შორის, მოხელემ ხელი უნდა შეუწყოს დაინტერესებულ მხარეებს საარჩევნო პროცესთან ან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების მიღებაში გარდა პერსონალური მონაცემებისა.

3. მოხელე საჯარო ინფორმაციის გაცემისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და ინფორმაციის საჯაროობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვებს.

თავი III

პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევა

[https://legali.ge/law/5246068/muxli-12/](https://legali.ge/law/5246068/muxli-12/)

---

## მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე

_თავი III — პასუხისმგებლობა ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე_

1. ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მასზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც არ არიან საჯარო მოხელეები და მათზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხს აგებენ საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების შესაბამისად და წესი

[https://legali.ge/law/5246068/muxli-13/](https://legali.ge/law/5246068/muxli-13/)
