ამ კოდექსის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია (შემდგომ − უსკო) და მისი აპარატი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები, სსიპ –   საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი;

ბ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს აპარატის თანამშრომელი, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე/ტექნიკური პერსონალი და სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომელი;

გ) ოჯახის წევრი – მოხელის მეუღლე, შვილი და გერი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, და და ძმა, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი;

დ) ჩართული მხარე-პარტია, საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი, დამკვირვებელი ორგანიზაციები, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები;

ე) სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე. საჯარო დაწესებულების შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდებ