“სათანადო ხარისხის მქონე საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელიც რეალიზაციის შემდეგ არ ექვემდებარება ანალოგიური სახის სხვა საქონელზე შეცვლას”
მიღების თარიღი 05.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი
ნომერი №87
სარეგისტრაციო კოდი 300.110.000.11.104.004.860
გამოქვეყნების წყარო სსმ, 78, 23/07/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სათანადო ხარისხის მქონე საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელიც რეალიზაციის შემდეგ არ ექვემდებარება ანალოგიური სახის სხვა საქონელზე შეცვლას”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 70.8pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.110.000.11.104.004.860
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის
მინისტრის ბრძანება №87
2001 წლის 5 ივლისი
ქ. თბილისი
სათანადო ხარისხის მქონე საქონლის ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელიც რეალიზაციის შემდეგ არ ექვემდებარება ანალოგიური სახის სხვა საქონელზე შეცვლას
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათანადო ხარისხის საქონლის ნუსხა, რომელიც რეალიზაციის შემდეგ არ ექვემდებარება ანალოგიური სახის სხვა საქონელზე შეცვლას, თანახმად დანართისა.
2. ეთხოვოს აჭარის ა\რ ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, აფხაზეთის ა/რ ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტს, ქ. თბილისის მერიას, ადგილობრივი, მმართველობის ორგანოებს, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით უზრუნველყონ ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართის სავაჭრო ობიექტებამდე დაყვანა და მისი მომხმარებელისათვის თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა.
3. ეს ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩხარტიშვილი
დანართი
სათანადო ხარისხის მქონე საქონლის ნუსხა, რომელიც რეალიზაციის შემდეგ არ ექვემდება ანალოგიური სახის სხვა საქონელზე შეცვლას
1. ყველა სახის კვების პროდუქტი, საკვებდანამატები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებში და სანელებლები, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, წყლის სასაქონლო პროდუქცია;
2. სამკურნალო საშუალებები, ინდივიდუალური მოხმარების სამედიცინო დანიშნულების საგნები და სამედიცინო ტექნიკური ნაკეთობები, გამიზნული დაავადებათა პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობისათვის, ბავშვის მოვლის საგნები;
3. პირადი ჰიგიენის საგნები (კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, თმის დამჭერი, პარიკი და სხვა ანალოგიური სახის საქონელი);
4. საპარფიუმერიო-კოსმეტიკის საქონელი;
5. მეტრაჟით გასაცემი ყველა სახის საქონელი (ქსოვილები, უქსოვადი მასალისაგან დამზადებული ზონრები, თასმები, არშიები, სადენები, მავთულები, ელექტრო-კაბელები, იატაკის რბილი საფენები და ა.შ.);
6. შეკერილი ტრიკოტაჟის თეთრეული, წინდა-თათმანის ნაწარმი;
7. კვების პროდუქტებთან შეხებაში მყოფი პოლიმერული მასალისაგან დამზადებული, მათ შორის, ერთჯრადი მოხმარებისთვის საჭირო ნაწარმი და ნივთები, (სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი და საშუალებები, კვების პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი შესაფუთი მასალები და ტევადი მოწყობილობები);
8. საყოფაცხოვრებო ქიმიის საქონელი, სადეზინფექციო საშუალებები;
9. საყოფაცხოვრებო ავეჯი (ავეჯის გარნიტურები და კომპლექტები);
10.ძვირფასი, ნახევრად ძვირფასი და სინთეტიკური ქვებით ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაწარმი, წახნაგოვანი ძვირფასი ქვები;
11. ავტომობილები და მოტოველოსაქონელი, მათთვის განკუთვნილი მისაბმელები და ნომრიანი აგრეგატები, სასოფლო სამუშაოებისათვის საჭირო მცირე მექანიზაციის მოძრავი საშუალებები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების გასასეირნებელი ნავები და სხვა სახის საცურაო საშუალებები;
12. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ტექნიკურად რთული საქონელი, რომელთაც განსაზღვრული აქვთ საგარანტიო ვადები (ლითონმჭრელი და ხის დამამუშავებელი ჩარხები, ელექტრომანქანები და ხელსაწყოები, რადიოელექტრონული აპარატურა, გამოთვლითი და გასამრავლებელი ტექნიკა, ფოტო-და კინოაპარატურა, ჩვეულებრივი და ფაქსის ტიპის სატელეფონო აპარატურა, ელექტრო-მუსიკალური ინსტრუმენტები, ყველა სახის სათამაშოები, მ.შ. ელექტრონული);
13. ცეცხლსასროლი და გაზის ტიპის იარაღები, მათი ძირითადი და სათადარიგო ნაწილები, ვაზნები;
14. მოსწავლის სასკოლო-საკანცელარიო საქონელი, წიგნები, ბროშურები, ჟურნალები და სხვა სახის ბეჭდვითი გამოცემები;
15. ცხოველთა სამყაროს ობიექტები და მცენარეები.