„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№422
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.022977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/08/2021

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2021 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. 2021 წლის 25 აგვისტოდან აკრძალულია ნებისმიერი ტიპის სპორტული (გარდა საერთაშორისო მატჩებისა მაყურებლის გარეშე), გასართობი, სახელოვნებო, საფესტივალო და კულტურული (გარდა სათეატრო და კინემატოგრაფიული ხასიათისა) ღონისძიების ჩატარება.“.

 2. მე-6 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. 2021 წლის 25 აგვისტოდან დასაშვებია სასტუმროებსა და განთავსების მსგავს საშუალებებში რესტორნების/ბარების/კაფეების ფუნქციონირება მომსახურების გაწევის მიზნით 05:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 22:00 საათიდან 05:00 საათამდე დასაშვებია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. სპორტული დარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება დასაშვებია მხოლოდ სასტუმროსა და განთავსების მსგავსი საშუალებების სტუმრებისთვის.“.

3. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​​1. 2021 წლის 25 აგვისტოდან კვების ობიექტების/რესტორნების/ ბარების/კაფეების ფუნქციონირება დასაშვებია როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში სტუმრის მიღების მიზნით 05:00 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო მიტანის მომსახურებითა (ე. წ. „დელივერი“ სერვისი) და პროდუქტის გატანით (ე. წ. „თეიქ ევეი“ და „დრაივი“) − საათობრივი შეზღუდვის გარეშე. სტუმრის მიღებისას დაცულ უნდა იქნეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.08.2021.
როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.08.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №422. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.022977.
რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.08.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №422, 24.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022977 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5247235/