შპს „კონსალტინგ გრუპსის“ საჯარო შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: სს ჰეფი ჰაუსი № 1253)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო შეტყობინება (პუბლიკაცია) აუქციონის დანიშვნის შესახებ

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: 1253

 

სპეციალისტი: შპს „კონსალტინგ გრუპს”  ს/კ 404483536 

დირექტორი:  ნინო არაბიძე

მისამართი:  ქ. თბილისი, უშ. ჩხეიძის ქუჩა N23

ელფოსტა: auction@consultinggroups.com.ge

საბანკო ანგარიში:   GE44TB7747836020100004

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც მესაკუთრეზე ვერ მოხერხდა, სპეციალისტი იყენებს შესაძლებლობას შეტყობინების საჯაროდ გავრცელების (პუბლიკაციის) შესახებ. საჯარო შეტყობინების საშუალებად გამოყენებულია „საკანონმდებლო მაცნე“. საჯარო შეტყობინება მესაკუთრესათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

კრედიტორი: სს თიბისი ბანკი (ს/კ 204854595)

მესაკუთრე: სს ჰეფი ჰაუსი , პირადი N 400121685

მოვალე (მსესხებელი): დირექტორი: ნუნუ კურტანიძე , პირადი N 01001023943

იპოთეკის ხელშეკრულება: 1231231076982 , თარიღი 29/07/2016

ვალდებულების წარმოშობა: 2016 წლის 29 ივლისის N0169.1837611.002 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, 2021 წლის 15 იანვრის N1837611-11259206 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2020 წლის 31 დეკემბრის N1837611-11233263 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, 2020 წლის 31 დეკემბრის N1837611-11233183 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება.

იპოთეკის რეკვიზიტები: ქალაქი თბილისი, ქუჩა ბოჭორიშვილი, N2, ქუჩა ბოჭორიშვილი N2-ის მიმდებარედ., (ნაკვეთი N14/60) ; ქალაქი თბილისი, რაიონი გლდანი, კარტოგრაფიულ ფაბრიკასა და I მ/რ-ის შესასვლელთან; ქალაქი თბილისი, ქუჩა ბოჭორიშვილი, N2, მიმდებარედ (ნაკვეთი 14/063); , საკადასტრო კოდი: 01.11.12.014.114

სასესხო დავალიანების ჯამური ოდენობა: ხელ. N 1837611-11233183, ჯამური დავალიანება: 104,636.84 აშშ დოლარი; ხელ. N 1837611-11233263, ჯამური დავალიანება: 11,655.25 ლარი; ხელ. N 1837611-11259206, ჯამური დავალიანება: 14,582.19 ლარი;

აუქციონის ჩატარების დრო:  07/09/2021 წლის 16:00 საათიდან  10/09/2021 წლის 11:00 საათამდე

აუქციონის ჩატარების ადგილი: ვებსაიტი auction.livo.ge

უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 422070.32 ლარი

უძრავი ნივთის აღწერა:  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 332 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-სართო ფართით 962.11 კვ.მ - დან შპს "ჰეფი ჰაუსი"-ს საკუთრებაში არსებული გამოყოფილი ფართი: III სართულზე ფართით 233.51 კვ.მ;

გარდამავალი უფლებები:  არა

ქონების საბაზრო ღირებულება 172482  აშშ დოლარი; მითითებული  ფასი პირობითია და რეალიზებული ქონების ფასის სხვაგვარად განსაზღვრის შემთხვევაში იგი არ წარმოშობს რაიმე მოთხოვნას სპეციალისტის ან/და კრედიტორის მიმართ ფასთაშორის სხვაობიდან გამომდინარე.

აუქციონის პირობები: 

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) Auction.livo.ge აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია და გადაიხადოს საგარანტიო თანხა პერსონალური ბალანსის მეშვეობით. მომხმარებელს პერსონალურ ბალანსზე თანხის შეტანა შეუძლია ვებ-გვერდზე მითითებულ კომპანიის ანგარიშზე: ა) ნებისმიერი ბანკის მეშვეობით, სპეციალური დანიშნულების მითითებით; ბ) საბანკო ანგარიშიდან გადმორიცხვით; გ) ვებგვერდზე პლასტიკური ბარათის მონაცემების შეყვანით. 

გ) იმ შემთხევაში, თუ აუქციონზე საწყისი ფასი არის 100 000 ლარამდე, ბიჯის ოდენობა განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით; 100 000 ლარიდან 500 000 ლარის ჩათვლით  - 500 ლარის ოდენობით; ხოლო, 500 000 ლარზე მეტის შემთხვევაში - 1000 ლარის ოდენობით; აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღიდან 7 საბანკო დღის მანძილზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი.

ე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ვადაში აუქციონის თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შპს ”კონსალტინგ გრუპს” მასზე გადასცემს განკარგულებას ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების შესახებ.

ვ) იმ შემთხვევაში თუ მიწის ნაკვეთის (ქონების) სტატუსი რეალიზაციის მომენტისათვის წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეოს, მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ასეთ შემთხვევაში აუქციონში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ იგი აკმაყოფილებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს;

ყურადღება: ქონების რეალიზაცია შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული, თუ ნებისმიერი პირი (მათ შორის, მსესხებელი, უძრავი ქონების მესაკუთრე ან/და სხვა დაინტერესებული პირი) აუქციონის დაწყებამდე განახორციელებს მსესხებლის მიერ კრედიტორის მიმართ არსებული სასესხო და მასთან დაკავშირებული ხარჯების დავალიანების სრულად დაფარვას.

ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

კრედიტორს მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში აუნაზღაურდება აუქციონის დასრულების დღის კურსით.

აუქციონის შეწყვეტის შემთხვევაში შეწყვეტის საკომისიო შეადგენს აუქციონის საწყისის ფასის  0.59 პროცენტს;

 

სპეციალისტი:   შპს „კონსალტინგ გრუპს”, ს/კ 404483536 

დირექტორი       ნინო არაბიძე