„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.022980
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2021 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიურ პარკში გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 მარტის №152 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/03/2018, 040030000.10.003.020467) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციების  და  ტექნოლოგიების  სააგენტოს  ტექნოლოგიური პარკის მომსახურების სახეებისა და საფასურის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტექნოლოგიური პარკი/ინოვაციების ცენტრი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქვეყნის მასშტაბით შექმნილი ინფრასტრუქტურული სივრცეები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს  აწვდის  ამ დადგენილებით  განსაზღვრულ მომსახურებას;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. ფაბლაბის მომსახურება და საფასური

1. ნებისმიერი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ტექნოლოგიური პარკების ფაბლაბებში მიიღოს ამ მუხლით განსაზღვრული ფასიანი მომსახურება.

2. ფაბლაბის მომსახურების საფასური შეადგენს:

ა) დანადგარების მომსახურების საფასური:

 

დანადგარი

ფიზიკური და
იურიდიული პირი

სტუდენტი/ მოსწავლე

   

ლაზერული მჭრელი

1 წთ – 0,6 ₾

1 წთ – 0,4 ₾

   

3D პრინტერი

I კატეგორია

1 სმ3 – 2 ₾

1 სმ3 – 1 ₾

   

3D პრინტერი

II კატეგორია

1 გ – 2 ₾

1 გ – 1 ₾

   

3D პრინტერი

III კატეგორია

1 მ – 3 ₾

1 მ – 1,5 ₾

   

CNC რუტერები

ფერადი ლითონები
1 წთ – 3.50 ₾;

ფერადი ლითონები 1 წთ – 1.75 ₾;

   

შავი ლითონები
1 წთ – 7 ₾;

შავი ლითონები
1 წთ – 3.50 ₾;

   

სხვა მასალები – ყველგან გარდა ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბისა -

1  წთ – 1,2 ₾

სხვა მასალები – ბათუმის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი –

1  წთ – 0.80 ₾

სხვა მასალები
1  წთ – 0.6 ₾

   

ფართოფორმატიანი პრინტერი

ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 24 ₾
ბანერის/სტიკერის
გარეშე 1 მ2 – 18 ₾

ბანერით/სტიკერით 1 მ2 – 12 ₾
ბანერის/სტიკერის
გარეშე 1 მ2 – 9 ₾

   

სასერი პლოტერი

1 მ2 – 5 ₾

1 მ2 – 2,5 ₾

   

ვაკუუმ ფორმირება

1 ფორმირება – 5 ₾

1 ფორმირება –

 2,5 ₾

   

საკერავი მანქანა

1000 დარტყმა –

 0,50 ₾

1000 დარტყმა –

 0,25 ₾

   

 ბ)  3D სკანირების მომსახურება:

 

3D სკანირების  მომსახურების საფასური შეადგენს:

   

ობიექტის დეტალიზაცია

მარტივი

საშუალო

რთული

ობიექტის მაქსიმალური
გაბარიტული ზომა

< 20 სმ

50 ₾

100 ₾

150 ₾

20 სმ - 50 სმ

100 ₾

150 ₾

200 ₾

50 სმ <

200 ₾

350 ₾

500 ₾

 გ)  PCB დანადგარის მომსახურება:

PCB ბეჭდური პლატების დანადგარი:

 

მომსახურების ღირებულება გამოითვლება კონკრეტული ფორმულით: X=300+PCB+C1*3+C2*2,

სადაც: X = მომსახურების ღირებულება;

PCB = ბეჭდური პლატების რაოდენობა;

C1 = უნიკალური SMD კომპონენტების რაოდენობა;

C2 =  SMD კომპონენტების სრული რაოდენობა;

 

  დ) ბრტყელ ზედაპირზე ბეჭდვის საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ბრტყელ ზედაპირზე მბეჭდავი პრინტერი:

 

ფიზიკური და იურიდიული პირის მომსახურების ღირებულება გამოითვლება ფორმულით:  X=(T*0.5)+(M*5)

სტუდენტი/მოსწავლის მომსახურების ღირებულება გამოითვლება

ფორმულით: X=((T*0.5)+(M*5))/2  

სადაც:  

T = დროის ხანგრძლივობა  (წთ);

M =გამოყენებული საღებავების რაოდენობა (გრ); 

X = სრული ღირებულება; 

 1 გ = 5ლ; 1 წთ =  0.5 ლ;     

 
 
 
 

.“.          

 

3. მე-6 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ფაბლაბის მომსახურების ღირებულებაზე სტუდენტური ტარიფი გავრცელდება ერთი პროექტის, პროდუქტის ან  წარმოების ფარგლებში, ყოველწლიურად პირველი სამი ვიზიტის/ჯავშნის განმავლობაში.“.

4. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სსიპ – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი ორგანიზებით ან თანაორგანიზებით ჩასატარებელი ღონისძიებებისათვის. სააგენტო უფლებამოსილია, განსაზღვროს საკონფერენციო დარბაზითა და სატრენინგო სივრცეებით სარგებლობის წესი, ასევე თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაინტერესებული პირები გაათავისუფლოს განსაზღვრული საფასურებისგან.“.  

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის საფასური

საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის  საფასურია:

 

სამუშაო დღეებში

უქმე/არასამუშაო დღეებში

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

800 ლარი

1250  ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

500 ლარი

750 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

400 ლარი

600 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

350 ლარი

525 ლარი

რუხის ინოვაციების ცენტრი

100 ლარი

150 ლარი

გურჯაანის ინოვაციების ცენტრი

350 ლარი

525 ლარი

კასპის ინოვაციების ცენტრი

350 ლარი

525 ლარი

ახმეტის ინოვაციების ცენტრი

100 ლარი

150 ლარი

.“.         

 

6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სატრენინგო ოთახებით სარგებლობის საფასურები

1. სატრენინგო ოთახებით  სარგებლობის  საფასურები განისაზღვრება საათობრივი ტარიფებით.

2. ერთი დღის განმავლობაში 5 საათზე მეტი დროით დაჯავშნის შემთხვევაში, დღის განმავლობაში საფასურის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 საათისათვის განსაზღვრულ ოდენობას.

3. სატრენინგო ოთახების საფასურებია:

 

სამუშაო დღეები

1 საათი

უქმე/ არასამუშაო დღეები

1 საათი

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი („Carl Sagan“)

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (1-ლი სართული)

100 ლარი

150 ლარი

iMac-ებით აღჭურვილი სატრენინგო ოთახი

150  ლარი

200 ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი

100 ლარი

150 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

სატრენინგო ოთახი (რობოტექნიკის  ოთახი)

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)

100 ლარი

150 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

შეხვედრების ღია სივრცე

150 ლარი

200 ლარი

გურჯაანის ინოვაციების ცენტრი

სატრენინგო ოთახი „ალექსანდრე ქართველი”

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი) „დავით სარაჯიშვილი“

100 ლარი

150 ლარი

კასპის ინოვაციების ცენტრი

სატრენინგო ოთახი

50 ლარი

100 ლარი

სატრენინგო ოთახი (კომპიუტერებით აღჭურვილი)

100 ლარი

150 ლარი

.“.     

 

7. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის  12მუხლი:

„მუხლი 121. ვიდეოგადაღება

1. ტექნოლოგიურ პარკებსა და ინოვაციების ცენტრებში ვიდეოგადაღება გულისხმობს შიდა და გარე სივრცეების გამოყენებას  ვიდეოგადაღებების მიზნებისათვის.

2. ვიდეოგადაღების საფასურებია:

 

ერთი სამუშაო დღე

ერთი უქმე/არასამუშაო დღე

თბილისის ტექნოლოგიური პარკი

4000 ლარი

2500 ლარი

ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკი

2500 ლარი

1500 ლარი

ბათუმის ტექნოლოგიური პარკი

1750 ლარი

1000 ლარი

თელავის ტექნოლოგიური პარკი

2000 ლარი

1250 ლარი

რუხის ინოვაციების ცენტრი

500 ლარი

300 ლარი

გურჯაანის ინოვაციების ცენტრი

2000 ლარი

1250 ლარი

კასპის ინოვაციების ცენტრი

2000 ლარი

1250 ლარი

ახმეტის ინოვაციების ცენტრი

400 ლარი

250 ლარი

.“.    

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი