„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №131
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და „დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №406 ბრძანებულების გათვალისწინებით „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 460) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჰ5) კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას და ლეგალიზაციას;”.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ი) ლიცენზირების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტი;”.
3. 41 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ლიცენზირების, აპოსტილისა და ლეგალიზაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, გაუქმებასა და ცვლილებებთან დაკავშირებული მოქმედებების განხორციელება;
ბ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრისა და სალიცენზიო პირობების შემოწმების აქტების რეესტრის წარმოება;
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზირებული დაწესებულებების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია;
ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.07.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №131. სარეგისტრაციო კოდი — 0.00.0.000000.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №131, 24.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 0.00.0.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5248/