„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №41/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56/2021
სარეგისტრაციო კოდი
010340000.15.008.016584
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №56/2021

2021 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №41/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლის ის  №41/2021  დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 27/07/2021, 010340000.15.008.016569) დამტკიცებული დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი,დავით აღმაშენებლის ხეივანი№64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 DOC

სარჩევი

თავი 1. საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები.................................................................................................................................................... 2

თავი 2. უფლებამოსილი პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის წესი და პირობები.................................................................................................................................................. 17

თავი 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის შესახებ განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები.................................................................................................................................................. 34

თავი 4. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენისა და აკრედიტაციის წესი და პირობები...................................................................................................................................................48

თავი 5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები...................................................................................................................................................61

თავი 6. სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები............................................................................................................................................. 71

თავი 7. ფორს-მაჟორი............................................................................................................................. 72

თავი 1. საარჩევნო სუბიექტების მიერ ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები

საარჩევნო სუბიექტებს ეძლევათ შესაძლებლობა წარმომადგენლების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში. საარჩევნო რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი. მათთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, ელექტრონულად მიიღონ სიახლეები, ჩამოტვირთონ საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტები, განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები.

სისტემა იმართება ცესკოში არსებული არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასში) რეგისტრირებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. მომხმარებლების შექმნასა და უფლებების მინიჭებას ახორციელებს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორი.

სისტემაში ფუნქციონირებს შემდეგი მოდულები:

● რეგისტრაცია (საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში ასახვა)

● რეგისტრირებული სუბიექტები (სტატუსების ცვლილება და დადასტურება)

● პარამეტრების მართვა

● ვადების მართვა

● ფაილების მართვა (დადგენილებების, განკარგულებების, გრაფიკების, ინსტრუქციების ატვირთვა)

● წარმომადგენლები

ტერმინთა განმარტება:

სისტემის ადმინისტრატორი – ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის მართვაზე აქვს სრული წვდომა;

ოპერატორი – ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ახორციელებს საჭირო პროცედურებს, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელი – საარჩევნო სუბიექტი.

საარჩევნო სუბიექტის ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა

საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, პარტია ცესკოს კანცელარიაში წარადგენს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

სუბიექტი თავად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპერატორი სისტემაში აღნიშნავს, სურს თუ არა საარჩევნო სუბიექტს ელექტრონული სისტემის გამოყენება.

[pic]

მიუხედავად იმისა, სურს თუ არა სუბიექტს ელექტრონული სისტემის გამოყენება, ოპერატორს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის შესაბამის ველებში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია (სურათი №1):

← არჩევნების ტიპი;

← ელექტრონული ფორმის შევსების თარიღი და დრო;

← საარჩევნო სუბიექტის ტიპი;

← ცესკოში განცხადების რეგისტრაციის ნომერი;

← საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება ან/და მისი შემოკლებული დასახელება (აუცილებელი ველი);

← საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (ინგლისურად, მისივე ბლანკზე ასეთი წარწერის არსებობის შემთხვევაში);

← საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება არჩევნებში მონაწილეობისთვის;

← პარტიის სახელწოდება არჩევნებში მონაწილეობისთვის (ინგლისურად, მისივე ბლანკზე ასეთი წარწერის არსებობის შემთხვევაში);

← აქვს თუ არა სუბიექტს საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლება;

← რეგისტრირებული იყო თუ არა ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

← არჩევნების დანიშვნის დღისათვის ჰყავს თუ არა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

( დასტურის შემთხვევაში აიტვირთება დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;

← გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ბლანკი;

( კეთდება შესაბამისი აღნიშვნა

← პარტიის ხელმძღვანელი პირი/პირები; რამდენიმე ხელმძღვანელის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები;

← წარმომადგენელი (პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით ავტომატურად გენერირდება სახელი, გვარი, დაბ. თარიღი, მისამართი და სქესი), ტელეფონი და მისი უფლებამოსილების ფარგლები;

← მომხმარებლის სახელი (USER) და პაროლის (Password) მიმღები პირი;

( პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით ავტომატურად დაგენერირდება სახელი, გვარი, დაბ. თარიღი და სქესი, მისი სტატუსი (მაგ.: ხელმძღვანელი, წარმომადგენელი, სხვა).

← განცხადებაში მითითებული ელ-ფოსტა;

← განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ტელეფონი;

← ფაილების და ხელმოწერების ნიმუშების ატვირთვა;

( ამ ველში აიტვირთება სარეგისტრაციო დოკუმენტაცია

← რეგისტრაცია.

ელექტრონული ფორმა პარტიისათვის

სურათი №1

ცესკოს ოპერატორის მიერ სისტემაში იტვირთება:

← განცხადება;

← ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან;

← ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ცესკოსა და საარჩევნო სუბიექტს შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები;

← ხელმძღვანელი პირის ხელმოწერის ნიმუში JPG ფორმატით;

← ზემოაღნიშნული ველების შევსების შემდეგ, ოპერატორს გამოუჩნდება ღილაკი – „მოქმედება“

(სურათი №3).

[pic]

აქ მოცემულია შემდეგი სახის ინფორმაცია:

● მიმდინარე სტატუსი (განხილვაშია, დადგენილია ხარვეზი, რეგისტრირებულია, უარი რეგისტრაციაზე, რეგისტრაცია გაუქმებულია);

● სტატუსის ცვლილების მიზეზი/საფუძველი;

● ატვირთული ფაილი;

● სტატუსის ცვლილების თარიღი და დრო;

● ვადა და დრო განცხადების/საბუთების შესწორებისათვის.

● განხილვაშია

მიმდინარეობს დოკუმენტაციის განხილვის პროცესი

• დადგენილია ხარვეზი

ხარვეზის შემთხვევაში მიზეზი დეტალურად განიმარტება სტატუსის კომენტარის ველის გრაფაში. იტვირთება წერილი ხარვეზის დადგენის შესახებ, ოპერატორს შეჰყავს ხარვეზის გამოსწორების ვადა და აფიქსირებს შესაბამის სტატუსს.

● რეგისტრირებულია

მიღებულ განცხადებაზე იტვირთება შესაბამისი დოკუმენტი (ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება რეგისტრაციის შესახებ).

• უარი რეგისტრაციაზე

რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიზეზი დეტალურად განიმარტება სტატუსის კომენტარის ველის გრაფაში. ასევე, აიტვირთება თავმჯდომარის განკარგულება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

• რეგისტრაცია გაუქმებულია

მიღებულ განცხადებაზე იტვირთება შესაბამისი დოკუმეტი (ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ). რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი დეტალურად განიმარტება სტატუსის კომენტარის ველის გრაფაში.

სტატუსის ცვლილებისას დეტალურად ფიქსირდება ცვლილების თარიღი და დრო, ასევე საფუძველი (ატვირთული ფაილით და კომენტარის ველში შეყვანილი ინფორმაციით).

✓ სტატუსის ყველა ცვლილებისას პარტიას ეგზავნება შეტყობინება მითითებულ ელ-ფოსტაზე.

იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სუბიექტს სურს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენება, ოპერატორის მიერ სავალდებულო ველების შევსების შემდეგ, პარტიისთვის

ავტომატურად დაგენერირდება ელექტრონულ პორტალზე და ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი.

შეტანილ ინფორმაციას გაუჩნდება ხელშეკრულების ბეჭდვის ღილაკი (სურათი №4).

სურათი №4

[pic]

ოპერატორი ბეჭდავს ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება ცესკოსა და საარჩევნო სუბიექტს შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები. ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ხელშეკრულება დაიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ხელს აწერს ოპერატორი და მიმღები პირი. ერთი პირი გადაეცემა პარტიის წარმომადგენელს, მეორე რჩება ცესკოში.

ხელმოწერილ ხელშეკრულებას ოპერატორი ატვირთავს (PDF ფაილის სახით) სისტემაში. მისი ნახვა შესაძლებელია საარჩევნო სუბიექტის ელექტრონულ სივრცეში.

მას შემდეგ, რაც ოპერატორი განახორციელებს ელექტრონულ სისტემაში სუბიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისტემაში ასახვის სავალდებულო პროცედურებს, პროგრამის მიერ გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს/განცხადების წარმდგენ უფლებამოსილ პირს.

მიღებული სახელით და პაროლით მომხმარებელი თავდაპირველად ავტორიზაციას გაივლის ელექტრონლი სერვისების პორტალზე (http://portal.cec.gov.ge/). პირველადი ავტორიზაციისას მომხმარებელს (საარჩევნო სუბიექტს) სისტემა მოსთხოვს პაროლის შეცვლას. ელექტრონული პორტალიდან მომხარებელს შესაძლებლობა მიეცემა მისთვის საჭიროს ელექტრონული სერვისის გამოყენების. მას შემდეგ რაც ელექტრონული სერვისის ვებ-გვერდზეც გაივლის ავტორიზაციას და შეცვლის ოპერატორის მიერ მიწოდებულ პაროლს, მომხმარებელი მოხვდება პირად სივრცეში (სურათი №5).

სურათი №5

[pic]

თუ გარკვეული მიზეზებით, მან ვერ შეძლო პაროლის შეყვანა ან შეცვლა, ოპერატორს შესაძლებლობა აქვს, ხელახლა დააგენერიროს პაროლი და გაუგზავნოს რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

✓ ახალი პაროლით ავტორიზაციისას სისტემა ისევ მოითხოვს პაროლის შეცვლას.

საარჩევნო სუბიექტის პირადი სივრცე იყოფა რამდენიმე ნაწილად (სურათი №6):

სურათი №6

[pic]

მენიუს პუნქტში სუბიექტს შეუძლია ნახოს მის მიერ ცესკოში წარმოდგენილი და ოპერატორის მიერ სისტემაში შეტანილი ინფორმაცია.

აქვე გამოჩნდება მიღებული განცხადების შესაძლო სტატუსები (სურათი №7):

სურათი №7

[pic]

● განხილვაშია

● დადგენილია ხარვეზი

● რეგისტრირებულია

● რეგისტრაციაზე უარი

● რეგისტრაცია გაუქმებულია

მენიუს პუნქტში „ცვლილებების ისტორია” დეტალურად იქნება განმარტებული სტატუსის ცვლილების მიზეზი.

საარჩევნო სუბიექტისათვის განცხადების/საბუთების შეუსაბამობის გამო დადგენილი ხარვეზის შემთხვევაში, საარჩევნო სუბიექტი მიმდინარე სტატუსის „დადგენილია ხარვეზი” გასწვრივ, ველში „ხარვეზის გამოსწორება” ატვირთავს PDF ფორმატში დასკანერებულ წერილს ხარვეზის შესწორების თაობაზე. ღილაკზე „ხარვეზის გამოსწორება” დაჭერის შემდეგ, წერილი გამოჩნდება ცესკოს ოპერატორთან (სურათი №8):

სურათი №8

[pic]

მენიუს პუნქტში სუბიექტს შეუძლია ნახოს საარჩევნო სუბიექტებისათვის საჭირო სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაცია (საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, განკარგულებები, დადგენილებები და სხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, შეტყობინებები საარჩევნო პროცედურების ვადებთან დაკავშირებით), რომელიც სისტემაში იტვირთება ოპერატორის მიერ (სურათი №9).

სურათი №9

[pic]

საარჩევნო სუბიექტი წარმომადგენლის დანიშვნისათვის ირჩევს მენიუს პუნქტს „წარმომადგენლები” (სურათი №10).

სურათი №10

[pic]

მენიუს პუნქტის „წარმომადგენლები” არჩევისას გამოჩნდება ფანჯარა „წარმომადგენლების მართვა”, რომლის საშუალებითაც საარჩევნო სუბიექტს შესაძლებლობა ექნება შესაბამის საარჩევნო კომისიაში დანიშნოს/გაიწვიოს/შეცვალოს წარმომადგენლები.

წარმომადგენლის დამატება შესაძლებელია პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით და დადასტურების ღილაკზე დაჭერით, რომლის შემდეგაც ჩამოიტვირთება რეესტრში არსებული სრული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოსურათი, სქესი). ასევე მიეთითება საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და უფლებამოსილების ფარგლები (სურათი №11).

სურათი №11

[pic]

წარმომადგენლის მონაცემების შეტანის დროს, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

✓ არის 18 წლამდე ასაკის

✓ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე

✓ ამავე ან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატია

✓ ადგილობრივი დამკვირვებელია

✓ საარჩევნო კომისიის წევრია

✓ სხვა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია

✓ დანიშნულია წარმომადგენლად ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ სხვა საარჩევნო კომისიაში

✓ პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელია.

პირადი ნომრისა და გვარის შეყვანის შემდეგ, გამოჩნდება შეტყობინების ფანჯარა, რომელიც აცნობებს საარჩევნო სუბიექტს, რომ აღნიშნული პიროვნება ვერ დარეგისტრირდება, მიზეზების დეტალური მითითებით.

თუ წარმომადგენლად დასანიშნი პირის სისტემაში შეტანილი მონაცემი შესაბამისობაშია დადგენილ მოთხოვნებთან, მომხმარებელს შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია:

● ცესკო/საოლქო საარჩევნო კომისია/საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც აღნიშნული პირი ინიშნება წარმომადგენლად;

● უფლებამოსილების ფარგლები (საარჩევნო კოდექსის 42-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილება);

● საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ინფორმაციის ჩამოტვირთვისა და სხვა ინფორმაციის შეყვანის შემდეგ, „დამატება” ღილაკის გამოყენებით წარმომადგენლად დასანიშნი პირის შესახებ ინფორმაცია აისახება სისტემაში და ოპერატორი განახორციელებს შესაბამის პროცედურებს.

✓ ვინაიდან პარტიას არ შეუძლია ჰყავდეს შესაბამისი დონის საარჩევნო კომისიაში ერთდროულად 2 წარმომადგენელზე მეტი, სისტემა მომხმარებელს არ მისცემს საშუალებას დანიშნოს წარმომადგენელი იმ საარჩევნო კომისიაში, სადაც უკვე ჰყავს ორი წარმომადგენელი დანიშნული.

✓ ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წარმომადგენლები არ შეიძლება ამავდროულად დაინიშნონ სხვა საარჩევნო კომისიაში.

მენიუს პუნქტში „სტატუსი” მითითებული იქნება სტატუსი „პროცესშია“, ოპერატორის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელებამდე (სურათი №12).

სურათი №12

[pic]

ოპერატორის მიერ წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს წარმომადგენლის მოწმობა.

მოცემულ ჩანაწერებს აქვთ ღილაკები „ჩანაწერის წაშლა” და „მოწმობის ბეჭდვა”, რაც დამატებითი ინფორმაციის მითითების გარეშე შეასრულებს შესაბამის ოპერაციას (სურათი №13).

სურათი №13

[pic]

მოწმობის ბეჭდვის ღილაკთან განთავსებულია შესაბამისი მოსანიშნი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს დაიბეჭდა თუ არა კონკრეტული წარმომადგენლის მოწმობა.

წარმომადგენლის გაწვევა/შეცვლა შესაძლებელია შესაბამისი ღილაკის საშუალებით

[pic].

✓ წარმომადგენლის შეცვლისათვის თავდაპირველად უნდა განხორციელდეს მისი გაწვევა ღილაკის „მოხსნა” საშუალებით, შემდეგ კი დაინიშნოს ახალი წარმომადგენელი.

მოხსნილი წარმომადგენლები არსებული ცხრილიდან „დაკმაყოფილდა” წაიშლებიან და გადავლენ მოხსნილების გვერდზე (სურათი №14).

სურათი №14

[pic]

თავი 2. უფლებამოსილი პარტიების მიერ ელექტრონული საშუალებებით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნისა და გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების წარდგენის წესი და პირობები

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ პარტიებს, ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საშუალება ეძლევათ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში, მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან დადგენილი წესით გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი (password) და გაეხსნებათ ელექტრონული სივრცე.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილი პარტია არ იღებს მონაწილეობას შესაბამის არჩევნებში, საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დანიშვნისათვის ის მიმართავს ცესკოს და შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ მათ გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი (password).

ელექტრონული სისტემა იმართება ცესკოში არსებული არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასში) რეგისტრირებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. მომხმარებლების შექმნასა და უფლებების მინიჭებას ახორციელებს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორი.

ტერმინთა განმარტება:

სისტემის ადმინისტრატორი – ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის მართვაზე აქვს სრული წვდომა;

ოპერატორი – ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ახორციელებს საჭირო პროცედურებს, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელი – პარტია.

უფლებამოსილი პარტია საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნის მიზნით უნდა შევიდეს ელექტრონული სერვისების პორტალზე (http://portal.cec.gov.ge/) და შემდეგ გადავიდეს არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასში) საკუთარ ელექტრონულ სივრცეში .

პირად სივრცეში დასაშვებად პარტიამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია როგორც ელექტრონული სერვისების პორტალზე ასევე, არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (სურათი №15) და შეიყვანოს ოპერატორის მიერ მიწოდებული მომხმარებლის სახელი (Username) და პაროლი (password).

სურათი №15

[pic]

წარმატებული ავტორიზაციის შემდეგ პარტია ხვდება პირად სივრცეში (სურათი №16), სადაც ირჩევს წევრების დანიშვნის ღილაკს. ღილაკზე დაჭერის შემდეგ მას გამოუჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია ოლქი, უბანი და ფაილები. საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნის შემთხვევაში პარტია ირჩევს ღილაკს „ოლქი“.

სურათი №16

პარტიამ სისტემაში (სურათი №17) უნდა შეიყვანოს წარდგენილი პირის პირადი ნომერი, გვარი (მინიმუმ 3 სიმბოლო), საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ნომერი და პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაციის შეყვანის შემდეგ პარტია აჭერს ღილაკს

სურათი №17

[pic]

თუ პარტიის მიერ მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, დაგენერირდება დასანიშნი პირის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (სურათი №18).

სურათი №18

პარტია შემდგომ ირჩევს იმ საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც სურს პირის დანიშვნა, ასევე უფლებამოსილია მიუთითოს თუ რა ენაზე მოსაუბრეა ის, არის თუ არა ომის ვეტერანი ან/და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები. ეს უკანასკნელი ინფორმაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას სჭირდება თანამდებობრივი სარგოს გაცემის მიზნებისათვის. წევრის წარდგენის პროცესის დასრულებისათვის პარტია ირჩევს ღილაკს [pic], რის შემდეგაც მას უჩნდება (სურათი №19) შეტყობინების შემცველი ფანჯარა. პარტიამ წარდგენის პროცესის წარმატებით დასრულებისათვის უნდა დაადასტუროს, რომ წარდგენილი პირი თანახმაა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საარჩევნო მიზნებისათვის და აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-20 მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

სურათი №19

[pic]

პარტიას წარდგენის პროცესის დასრულებისას პირად სივრცეში წარდგენილ კანდიდატებში უჩნდება ინფორმაცია (სურათი №20) წარდგენილი პირის შესახებ. პარტიას პირის დანიშვნამდე შეუძლია მისი მონაცემების წაშლა ([pic]) ან სხვა პირით ჩანაცვლება.

სურათი №20

ღილაკზე [pic] დაჭერით პარტიას ხელახლა უჩნდება (სურათი №19) შეტყობინება, რომლის დადასტურებითაც წარდგენილი პირი ოფიციალურად ინიშნება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში. პარტიას შეუძლია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრების ერთდროულად დანიშვნა (სურათი №21).

სურათი №21

პარტია უფლებამოსილია ელექტრონული სისტემის მიერ (სურათი №22) დაგენერირებული მოწმობა თვითონ ამობეჭდოს ღილაკზე[pic] დაჭერით ან გამოითხოვოს მოწმობა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან.

სურათი №22

ელექტრონული სისტემა ავტომატურად აგენერირებს პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)აში წევრ(ებ)ის დანიშვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის წერილს, რომელიც ებმის შესაბამისი წევრის დოკუმენტებს (სურათი №23). ელექტრონულ წერილს ოპერატორი აწვდის ცესკოს კანცელარიას.

სურათი №23

✓ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის 7 პუნქტის შესაბამისად, პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე.

პარტიას პირად ელექტრონულ სივრცეში შეუძლია განახორციელოს წევრის გამოწვევის პროცედურა, რისთვისაც ის გამოსაწვევი პირის გასწვრივ ირჩევს ღილაკს [pic], რის შემდეგაც პარტიას უჩნდება გაფრთხილება:

[pic]

წევრის გამოწვევის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სისტემაში გენერირდება წერილი (სურათი №24). ელექტრონულ წერილს ოპერატორი აწვდის ცესკოს კანცელარიას.

პირად სივრცეში პარტიას მუდმივად მიუწვდება ხელი მოხსნილი პირების შესახებ ინფორმაციაზე.

სურათი №24

პირად სივრცეში პარტია ირჩევს მენიუს პუნქტში ღილაკს, რის შემდეგ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მითითებულია ოლქი, უბანი და ფაილები. საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის დანიშვნის შემთხვევაში პარტია ირჩევს ღილაკს „უბანი“ (სურათი №25).

სურათი №25

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამატება შესაძლებელია პირადი ნომრის, გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს და პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტანით. აღნიშნული ინფორმაციის შეყვანის შემდეგ პარტია აჭერს ღილაკს [pic], თუ პარტიის მიერ მითითებული ინფორმაცია არის ზუსტი, დაგენერირდება დასანიშნი პირის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოსურათი, სქესი). პარტია შემდგომ ირჩევს შესაბამის საარჩევნო ოლქს და საარჩევნო უბანს სადაც სურს პირის დანიშვნა, უთითებს რა ენაზეა მოსაუბრე, არის თუ არა ომის ვეტერანი ან/და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები. ეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციას ესაჭიროება თანამდებობრივი სარგოს გაცემის მიზნებისათვის. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის წარდგენის პროცესის შემდეგ პარტია ირჩევს ღილაკს [pic], რის შემდეგაც ჩნდება ფანჯარა (სურათი №26)

[pic]

პროცესის დასრულებისათვის პარტია ადასტურებს, რომ წარდგენილი პირი აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, რის შემდეგ ჩნდება ფანჯარა, სადაც არის წარდგენილი კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (სურათი №27).

სურათი №27

[pic]

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირის დანიშვნამდე პარტიას შეუძლია მისი მონაცემების წაშლა ღილაკით [pic] და სხვა პირით ჩანაცვლება.

ღილაკზე [pic]დაჭერის შემდეგ კიდევ ერთხელ ჩნდება შეტყობინება (სურათი №26), რომლის დადასტურების შემთხვევაში წარდგენილი პირი ინიშნება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრად (სურათი №28).

სურათი №28

[pic]

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შემდეგ ღილაკის [pic]საშუალებით პარტიას შეუძლია დაბეჭდოს კომისიის წევრის მოწმობა (სურათი №29)

სურათი №29

[pic]

თითოეული დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გასწვრივ არის ინფორმაცია (სურათი №28) დანიშვნის თარიღის შესახებ და ღილაკი „დოკუმენტი“ საიდანაც იტვირთება პარტიის გადაწყვეტილება/წერილი (სურათი №30) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ.

სურათი №30

[pic]

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, პარტიას უფლება აქვს გამოიწვიოს/მოხსნას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რისთვისაც გამოსაწვევი პირის გასწვრივ ირჩევს ღილაკს [pic] ჩნდება ფანჯარა (სურათი №31),

სურათი №31

[pic] P

სისტემა ითხოვს დადასტურებას, სურს თუ არა კომისიის წევრის მოხსნა. დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი პირი მოხვდება მენიუს პუნქტში „მოხსნილი“, სადაც სტატუსში ინახება ინფორმაცია კონკრეტული პირის დანიშვნის და მოხსნის თარიღების (სურათი №32), და ასევე, შესაბამისი გადაწყვეტილების/წერილის შესახებ (სურათი №33).

სურათი №32

[pic]

სურათი №33

[pic]

ჩევნო კომისი(ბ)ის წევრ(ებ)ის

ელექტრონული სისტემა უფლებამოსილი პარტიებისათვის ზღუდავს იმ პირის დანიშვნას:

• რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი (სურათი №34);

სურათი №34

• რომელიც უკვე არის დანიშნული შესაბამის საარჩევნო კომისიაში (სურათი №35);

სურათი №35

• რომელიც არის საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი/ წარმომადგენელი;

• რომელიც არის დამკვირვებელი;

• რომელიც შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელია;

• რომელიც არ არის რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სურათი №36).

სურათი №36

[pic]

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნისთვის/არჩევისთვის განსაზღვრულია სხვა შეზღუდვებიც.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

• პირი, რომელსაც არა აქვს მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი;

• პირი, რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 21 წელი;

• პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან/რომელსაც დაუდასტურდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან/ფაქტის დადასტურების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

• პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

• ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა);

• საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

• დამკვირვებელი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში პირის დანიშვნისას, მას შემდეგ რაც უფლებამოსილი პარტია შესაბამის სისტემაში შეიყვანს მის პირად მონაცემებს აუცილებელია მიეთითოს ის საოლქო საარჩევნო კომისია, სადაც ხდება პირის დანიშვნა (სურათი №37).

შენიშვნა:

2021 წლის ოქტომბერში გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის წარდგენა არ მოეთხოვებათ.

სურათი №37

[pic]

საარჩევნო სუბიექტი, კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების შესაბამისად, პირად სივრცეში განსაზღვრულ ვადებში მიიღებს შეტყობინებას იმის თაობაზე, თუ რა ვადებში და რა შემთხვევებში შეუძლია მას განახორციელოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის/წევრების გამოწვევა/დანიშვნა.

✓ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-19 მუხლის 7 პუნქტის შესაბამისად, პარტიას უფლება აქვს, გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მხოლოდ კენჭისყრის დღემდე 3 კვირით ადრე.

✓ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება.

შესაბამისად, პარტიას კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში შეეზღუდებათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევის/დანიშვნის ფუნქცია, რის შესახებაც ის პირად სივრცეში მიიღებს შეტყობინებას.

ამავდროულად, სუბიექტს შესაძლებლობა ექნება, ელექტრონულ სისტემაში ჩვეულებრივად ისარგებლოს დათვალიერების რეჟიმით და მიიღოს ინფორმაცია დანიშნული/გამოწვეული საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის შესახებ, ასევე დაბეჭდოს შესაბამისი მოწმობა/მოწმობები.

➢ გამოწვევის ფუნქცია პარტიას გაუაქტიურდება კენჭისყრის მომდევნო დღის 10:00 საათიდან.

პარტიის გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე უნდა წარედგინოს ცესკოს არჩევნების დანიშვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტრონული სისტემა უფლებამოსილი

პარტიებისათვის ზღუდავს იმ პირის დანიშვნას:

• რომელიც უკვე არის არჩეული/დანიშნული სხვა საარჩევნო კომისიაში (სურათი №38);

სურათი №38

[pic]

• რომელიც არ არის რეგისტრირებული ამომრჩეველთა ერთიან სიაში (სურათი №39).

სურათი №39

[pic]

• თუ სისტემაში არ არის არჩეული საუბნო საარჩევნო კომისია, სადაც ინიშნება პიროვნება (სურათი №40).

სურათი №40

[pic]

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს:

✓ პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან/რომელსაც დაუდასტურდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან/ფაქტის დადასტურების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

✓ პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში;

✓ ნასამართლევი პირი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს სანქციის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა);

✓ საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;

✓ საქართველოს, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები;

✓ სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები;

✓ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს თავმჯდომარე, მერი და მათი მოადგილეები;

✓ სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი;

✓ მოსამართლეები და მათი თანაშემწეები;

✓ პროკურატურის თანამშრომლები;

✓ საარჩევნო სუბიექტი/სუბიექტობის კანდიდატი და მისი წარმომადგენელი;

✓ დამკვირვებელი.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილი პარტიები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს ნიშნავენ არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-40 დღისა.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.

თავი 3. ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები

დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა ელექტრონული რეგისტრაციების დანერგვის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის უკეთ წარმართვა, არჩევნებში ჩართულ მხარეებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და სანდო სერვისების მიწოდება.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ დამკვირვებლების დანიშვნის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში.

ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარდგენისა და რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი განკარგულების გამოცემის შემდეგ, ელექტრონული რეგისტრაციის არჩევის შემთხვევაში, გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი. მათთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები (დამკვირვებლის დანიშვნა/მოხსნა), ელექტრონულად მიიღონ სიახლეები, ჩამოტვირთონ საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტები.

სისტემა იმართება საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებული არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასში) რეგისტრირებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. მომხმარებლების შექმნასა და უფლებების მინიჭებას ახორციელებს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორი.

სისტემაში ფუნქციონირებს შემდეგი მოდულები (სურათი №1):

● ორგანიზაციების რეგისტრაცია (ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში ასახვა)

● რეგისტრირებული ორგანიზაციები (სტატუსების ცვლილება და დადასტურება)

● პარამეტრების მართვა

● ფაილების მართვა (სამართლებრივი აქტების, გრაფიკების, ინსტრუქციების და სხვა დოკუმენტაციის ატვირთვა)

● დამკვირვებლები

სურათი №1

[pic]

ტერმინთა განმარტება:

სისტემის ადმინისტრატორი – ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის მართვაზე აქვს სრული წვდომა;

ოპერატორი – ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ახორციელებს საჭირო პროცედურებს, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელი -ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია.

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა

საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია ცესკოში ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგენს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-40 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია თავად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპერატორი სისტემაში აღნიშნავს, სურს თუ არა ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, სურს თუ არა დამკვირვებელ ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება, ოპერატორს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის შესაბამის ველებში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია (სურათი №2):

← არჩევნების ტიპი;

← შექმნის თარიღი;

← სურს თუ არა ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება;

← ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;

← კომისიაში განცხადების რეგისტრაციის ნომერი;

← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სახელი;

← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის სახელი ინგლისურად;

← კანცელარიაში რეგისტრაციის თარიღი და დრო;

← ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;

← მომხმარებლის User|Password-ის მიმღები/განცხადების წარმდგენი პირი

( პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით ავტომატურად დაგენერირდება სახელი, გვარი, დაბ. თარიღი და სქესი.

← სტატუსი – ველი ივსება ოპერატორის მიერ (მაგ.: ხელმძღვანელი, განცხადების წარმდგენი პირი).

← განცხადებაში მითითებული ელ-ფოსტა (აუცილებელი ველი);

← განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ტელეფონი;

ოპერატორი სისტემაში ტვირთავს ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი ღილაკების გამოყენებით:

← ფაილების ატვირთვა;

← ხელმოწერის ნიმუშების ატვირთვა;

ოპერატორი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ადასტურებს დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნას (სურათი №3).

სურათი №3

[pic]

ელექტრონული ფორმა დამკვირვებელი ორგანიზაციისათვის

სურათი №2

[pic]

ოპერატორის მიერ სისტემაში იტვირთება:

← განცხადება;

← ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან

← ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო კომისიასა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები;

← ხელმძღვანელი პირის ხელმოწერის ნიმუში JPG ფორმატში;

← განკარგულება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ.

ზემოაღნიშნული ველების შევსების შემდეგ, ოპერატორს გამოუჩნდება ღილაკი/

[pic]

აღნიშნული ღილაკის გამოყენებით, ოპერატორი შედის მენიუს პუნქტში, სადაც შესაბამისი მოქმედებების შედეგად, აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია (სურათი №4):

● ორგანიზაციის მიმდინარე სტატუსი (რეგისტრირებულია, რეგისტრაცია გაუქმებულია);

● სტატუსის ცვლილების მიზეზი/საფუძველი;

● ატვირთული ფაილი;

● სტატუსის ცვლილების თარიღი და დრო;

სურათი №4

[pic]/

/

● რეგისტრირებულია

მიღებულ განცხადებაზე იტვირთება შესაბამისი დოკუმენტი (განკარგულება რეგისტრაციის შესახებ).

• რეგისტრაცია გაუქმებულია

მიღებულ განცხადებაზე იტვირთება შესაბამისი დოკუმეტი (განკარგულება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ).

( სტატუსის ცვლილებისას დეტალურად ფიქსირდება ცვლილების თარიღი და დრო, ასევე საფუძველი (ატვირთული ფაილით და კომენტარის ველში შეყვანილი ინფორმაციით).

( სტატუსის ყველა ცვლილებისას ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას ეგზავნება შეტყობინება მითითებულ ელ-ფოსტაზე./

/იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას სურს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენება, ოპერატორის მიერ სავალდებულო ველების შევსების შემდეგ, დამკვირვებელი ორგანიზაციისათვის ავტომატურად დაგენერირდება ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი.

შეტანილ ინფორმაციას გაუჩნდება ხელშეკრულების ბეჭდვის ღილაკი

აღნიშნული ღილაკის გამოყენებით ოპერატორი ბეჭდავს ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება ცესკოსა/საოლქო საარჩევნო კომისიასა და დამკვირვებელ ორგანიზაციას შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები. ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ხელშეკრულება დაიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ხელშეკრულებას ხელს აწერენ ოპერატორი და მიმღები პირი. ერთი პირი გადაეცემა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მეორე კი რჩება შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

ხელმოწერილი ხელშეკრულება (PDF ფაილის სახით) იტვირთება სისტემაში. მისი ნახვა შესაძლებელია დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონულ სივრცეში.

/

მას შემდეგ, რაც ოპერატორი განახორციელებს დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვის სავალდებულო პროცედურებს, პროგრამის მიერ გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი (სურათი №5) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს/განცხადების წარმდგენ უფლებამოსილ პირს.

სურათი №5

[pic]/

თავდაპირველად სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავტორიზაციას გაივლის ელექტრონული სერვისების პორტალზე (https://portal.cec.gov.ge) და შემდგომ შესაძლებლობა მიეცემა გადავიდეს ელექტრონული სისტემის სივრცეში DAMRE. აღნიშნულ ვებ-გვერდზე შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება შესაბამისი ტექსტური ფანჯარა (სურათი №6)

/სურათი №6

ოპერატორისგან მიღებული სახელით და პაროლით პირველადი ავტორიზაციისას სისტემა დამკვირვებელ ორგანიზაციას (მომხმარებელს) მოსთხოვს პაროლის შეცვლას;

( თუ გარკვეული მიზეზებით, მომხმარებელმა ვერ შეძლო პაროლის შეყვანა ან შეცვლა, ოპერატორს შესაძლებლობა აქვს, ხელახლა დააგენერიროს პაროლი და გაუგზავნოს მომხმარებელს რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ახალი პაროლით ავტორიზაციისას სისტემა ისევ მოითხოვს პაროლის შეცვლას.

პაროლის შეცვლის შემდეგ მომხმარებელი ხვდება პირად სივრცეში.

/

დამკვირვებელი ორგანიზაციის (მომხმარებლის) პირადი სივრცე იყოფა რამდენიმე ნაწილად (სურათი №7):

სურათი №7

[pic]

/

/მენიუს პუნქტში მომხმარებელს შეუძლია ნახოს მის მიერ ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი და ოპერატორის მიერ სისტემაში შეტანილი ინფორმაცია.

აქვე გამოჩნდება მიღებული განცხადების შესაძლო სტატუსები (სურათი №8):

● რეგისტრირებულია

● რეგისტრაცია გაუქმებულია

სურათი №8

[pic]

/

მენიუს პუნქტში „ცვლილებების ისტორია” დეტალურად განიმარტება სტატუსის ცვლილების მიზეზი.

/

მენიუს პუნქტში მომხმარებელს შეუძლია ნახოს სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაცია (საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, განკარგულებები, დადგენილებები და სხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, შეტყობინებები საარჩევნო პროცედურების ვადებთან დაკავშირებით), რომელიც სისტემაში იტვირთება ოპერატორის მიერ (სურათი №9).

სურათი №9 /

[pic]

/

მომხმარებელი დამკვირვებლის დანიშვნისათვის თავის ელექტრონულ სივრცეში ავტორიზაციის შემდეგ ირჩევს მენიუს შესაბამის პუნქტს „დამკვირვებლები” (სურათი №10).

[pic]

მენიუს პუნქტის „დამკვირვებლები” არჩევისას გამოჩნდება ფანჯარა „ადგილობრივი დამკვირვებლების მართვა“, რომლის საშუალებითაც დამკვირვებელ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება შესაბამის საარჩევნო კომისიაში დანიშნოს დამკვირვებელი ან გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი.

( ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის (მომხმარებლის) დამკვირვებელი ინიშნება ყველა დონის საარჩევნო კომისიში.

( საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის (მომხმარებლის) დამკვირვებელი ინიშნება შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

მომხმარებელს შესაბამის ველებში შეჰყავს დამკვირვებლად დასანიშნი პირის მონაცემები. დამკვირვებლის დამატება შესაძლებელია პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით და დადასტურების ღილაკზე დაჭერით, რომლის შემდეგაც ჩამოიტვირთება რეესტრში არსებული სრული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოსურათი, სქესი)

(სურათი №11).

სურათი N11

[pic]/დამკვირვებლის შესახებ მონაცემების შეტანის დროს, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

✓ არის 18 წლამდე ასაკის

✓ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე

✓ არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი

✓ არის საარჩევნო სუბიექტი ან  მისი წარმომადგენელი

✓ არის საარჩევნო კომისიის წევრი

✓ სხვა დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი

✓ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი

გამოჩნდება შეტყობინების ფანჯარა, რომელიც აცნობებს დამკვირვებელ ორგანიზაციას, რომ აღნიშნული პიროვნება დამკვირვებლად ვერ დარეგისტრირდება, მიზეზების დეტალური მითითებით.

თუ დამკვირვებლად დასანიშნი პირის სისტემაში შეტანილი მონაცემი შესაბამისობაშია დადგენილ მოთხოვნებთან, ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, „დამატება” ღილაკის გამოყენებისა და მოქმედების დადასტურების შემდეგ, დამკვირვებლად დასანიშნი პირის შესახებ ინფორმაცია აისახება სისტემაში(სურათი №12).

სურათი №12

[pic]

/

მენიუს პუნქტში „სტატუსი” მითითებული იქნება სტატუსი „პროცესშია“, ოპერატორის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელებამდე (სურათი №13).

სურათი №13

/

[pic]

/

მას შემდეგ რაც სისტემაში აისახება ინფორმაცია დამკვირვებლად დასარეგისტრირებელ პირთა შესახებ, ოპერატორი შესაბამისის ღილაკის გამოყენებით ახორციელებს განცხადების ტექსტის გენერირებას.

დამკვირვებელთა რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მდივნის განკარგულების გამოცემის შემდეგ, ოპერატორს სისტემაში შეჰყავს აღნიშნული დოკუმენტის ნომერი და მოქმედებას ადასტურებს შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. (სურათი №14).

სურათი №14

. [pic]

/

/ოპერატორის მიერ დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ღილაკის

საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს დამკვირვებლის მოწმობა (სურათი №15)

სურათი №15

/[pic]

დამკვირვებლის სტატუსის გაუქმება შესაძლებელია შესაბამისი ღილაკის საშუალებით

[pic]/

მოხსნილი დამკვირვებლის მონაცემები „დაკმაყოფილდა” გრაფიდან გადაინაცვლებს გრაფაში „მოხსნილები“.

ოპერატორი სისტემის გამოყენებით ავტომატურად აგენერირებს შესაბამისი განცხადების ტექსტს, რის საფუძველზეც გამოიცემა კომისიის მდივნის განკარგულება.

ოპერატორს სისტემაში შეჰყავს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ნომერი და აკმაყოფილებს დამკვირვებლის სტატუსს გაუქმების მოთხოვნაზე „დაკმაყოფილება” ღილაკის საშუალებით. აღნიშნული ქმედებით დამკვირვებლები არსებული ცხრილიდან „დაკმაყოფილდა” წაიშლებიან და გადავლენ მოხსნილების გვერდზე (სურათი №16).

სურათი №16

[pic]

თავი 4.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მიერ წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენისა და აკრედიტაციის წესი და პირობები

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ელექტრონული საშუალებებით აკრედიტაციის დანერგვის მიზანია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის უკეთ წარმართვა, არჩევნებში ჩართულ მხარეებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და სანდო სერვისების მიწოდება.

პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს უფლება აქვთ წარმომადგენლების აკრედიტაციის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინ რეჟიმში.

აკრედიტაციის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ, ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, მათ გადაეცემათ მომხმარებლის უნიკალური სახელი (USER) და პაროლი. მათთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, ჩამოტვირთონ აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობები, ელექტრონულად მიიღონ სიახლეები, ჩამოტვირთონ საჭირო საარჩევნო დოკუმენტაცია, სამართლებრივი აქტები, განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები.

სისტემა იმართება ცესკოში არსებული არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში https://armasi.cec.gov.ge (არმასში) რეგისტრირებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. მომხმარებლების შექმნასა და უფლებების მინიჭებას ახორციელებს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორი.

სისტემაში ფუნქციონირებს შემდეგი მოდულები:

● მედიაორგანიზაციების რეგისტრაცია (შესაბამისი აკრედიტაციის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და სხვა მასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემაში ასახვა)

● რეგისტრირებული ორგანიზაციები (სტატუსების ცვლილება და დადასტურება)

● პარამეტრების მართვა

● ფაილების მართვა (დადგენილებების, განკარგულებების, გრაფიკების, ინსტრუქციების ატვირთვა)

● მედიაწარმომადგენლები

ტერმინთა განმარტება:

სისტემის ადმინისტრატორი _ ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის მართვაზე აქვს სრული წვდომა;

ოპერატორი _ ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/საოლქო საარჩევნო კომისიის თანამშრომელი, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ახორციელებს საჭირო პროცედურებს, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელი _ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება (შემდგომში _ მედიაორგანიზაცია).

მედიაორგანიზაციის ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა

მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა აკრედიტაციისათვის მედიაორგანიზაცია ვალდებულია, ცესკოს კანცელარიაში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: media@cec.gov.ge /შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის ელექტრონული ფოსტის მისამართზე წარადგინოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული დოკუმენტაცია („საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 44).

მედიაორგანიზაცია თავად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპერატორი სისტემაში აღნიშნავს, სურს თუ არა აღნიშნულ მედიაორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება.

[pic]

მიუხედავად იმისა, სურს თუ არა მედიაორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება, ოპერატორს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის შესაბამის ველებში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია (სურათი №1):

← არჩევნების ტიპი;

← ელექტრონული ფორმის შევსების თარიღი და დრო;

← მედიაორგანიზაციის ტიპი (ადგილობრივი/უცხოური);

← ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი (მხოლოდ ადგილობრივი მედიის შემთხვევაში);

← ორგანიზაციის სახელწოდება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

← ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და დრო;

← ორგანიზაციის იურიდიული მისამართი;

← ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი;

← მომხმარებლის სახელისა (USER) და პაროლის (Password) მიმღები პირი (თუ ორგანიზაციას სურს ელექტრონული სისტემით სარგებლობა);

( პირადი ნომრის და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით ავტომატურად დაგენერირდება სახელი, გვარი, დაბ. თარიღი და სქესი, მისი სტატუსი (მაგ.: ხელმძღვანელი, წარმომადგენელი, სხვა (მხოლოდ ადგილობრივი მედიის შემთხვევაში);

← განცხადებაში მითითებული ელ-ფოსტა;

← განცხადებაში მითითებული საკონტაქტო ტელეფონი;

ოპერატორი სისტემაში ტვირთავს ორგანიზაციის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი ღილაკების გამოყენებით:

← დოკუმენტაციის (ფაილების) ატვირთვა;

← ხელმოწერის ნიმუშების ატვირთვა;

ოპერატორი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ადასტურებს მედიაორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნას.

ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა მედიაორგანიზაციისათვის

სურათი №1

[pic]

ოპერატორის მიერ სისტემაში იტვირთება:

← განცხადება;

← ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (გარდა უცხოური მედიაორგანიზაციების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსი);

← ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ცესკოს/საოლქო საარჩევნო კომისიასა და მედიაორგანიზაციას შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები;

← მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში JPG ფორმატით;

ზემოაღნიშნული ველების შევსების შემდეგ, ოპერატორს გამოუჩნდება ღილაკი[pic]

აღნიშნული ღილაკის გამოყენებით, ოპერატორი შედის მენიუს პუნქტში, სადაც შესაბამისი მოქმედებების შედეგად, აისახება შემდეგი სახის ინფორმაცია (სურათი №2):

← ორგანიზაციის მიმდინარე სტატუსი (განხილვაშია, აკრედიტებულია, უარი აკრედიტაციაზე, აკრედიტაცია გაუქმებულია)

← სტატუსის ცვლილების მიზეზი/საფუძველი;

← ატვირთული ფაილი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი);

← სტატუსის ცვლილების თარიღი და დრო;

სურათი №2

[pic]

( სტატუსის ცვლილებისას დეტალურად ფიქსირდება ცვლილების თარიღი და დრო, ასევე საფუძველი (ატვირთული ფაილით და კომენტარის ველში შეყვანილი ინფორმაციით).

( სტატუსის ყველა ცვლილებისას მედიაორგანიზაციას ეგზავნება შეტყობინება მითითებულ ელ-ფოსტაზე.

იმ შემთხვევაში, თუ მედიაორგანიზაციას სურს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენება, ოპერატორის მიერ სავალდებულო ველების შევსების შემდეგ მედიაორგანიზაციისათვის ავტომატურად დაგენერირდება ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი. შეტანილ ინფორმაციას გაუჩნდება ხელშეკრულების ბეჭდვის ღილაკი.

აღნიშნული ღილაკის გამოყენებით ოპერატორი ბეჭდავს ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება ცესკოსა/საოლქო საარჩევნო კომისიასა და მედია ორგანიზაციას შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები. ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია მედია ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ხელშეკრულება იბეჭდება 2 ეგზემპლარად. ხელს აწერენ ოპერატორი და მიმღები პირი. ერთი პირი გადაეცემა მედიაორგანიზაციის წარმომადგენელს, მეორე კი რჩება შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

ხელმოწერილი ხელშეკრულება (PDF ფაილის სახით) იტვირთება სისტემაში. მისი ნახვა შესაძლებელია მედიაორგანიზაციის ელექტრონულ სივრცეში.

მას შემდეგ, რაც ოპერატორი განახორციელებს მედიაორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვის სავალდებულო პროცედურებს, პროგრამის მიერ გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი (სურათი №3) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცემა ორგანიზაციის წარმომადგენელს/განცხადების წარმდგენ უფლებამოსილ პირს.

სურათი №3

[pic]

თავდაპირველად მედია ორგანიზაცია ავტორიზაციას გაივლის ელექტრონული სერვისების პორტალზე (https://portal.cec.gov.ge) , პაროლის ცვლილების შემდგომ შესაძლებლობა მიეცემა გადავიდეს ელექტრონულ სივრცეში MEDRE. აღნიშნულ სივრცეში შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება შესაბამისი ტექსტური ფანჯარა (სურათი №4) მიღებული სახელით და პაროლით ცესკოს მიერ ადმინისტრირებულ სივრცეში პირველადი ავტორიზაციისას მომხმარებელს (მედიაორგანიზაციას) სისტემა მოსთხოვს პაროლის შეცვლას;

სურათი №4

[pic]

პაროლის შეცვლის შემდეგ მომხმარებელი ხვდება პირად სივრცეში.

( თუ, გარკვეული მიზეზებით, მომხმარებელმა ვერ შეძლო პაროლის შეყვანა ან შეცვლა, ოპერატორს შესაძლებლობა აქვს, ხელახლა დააგენერიროს პაროლი და გაუგზავნოს მომხმარებელს რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ახალი პაროლით ავტორიზაციისას სისტემა ისევ მოითხოვს პაროლის შეცვლას.

მედიაორგანიზაციის პირადი სივრცე იყოფა რამდენიმე ნაწილად (სურათი №5):

სურათი №5

[pic]

მენიუს პუნქტში მედია ორგანიზაციას შეუძლია ნახოს მის მიერ ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი და ოპერატორის მიერ სისტემაში შეტანილი ინფორმაცია.

აქვე გამოჩნდება მიღებული განცხადების შესაძლო სტატუსები (სურათი №6)

(სურათი №6)

[pic]

მიმდინარე სტატუსი:

← განხილვაშია;

← აკრედიტებულია;

← უარი აკრედიტაციაზე;

← აკრედიტაცია გაუქმებულია.

მენიუს შესაბამის პუნქტში დეტალურად იქნება განმარტებული სტატუსის ცვლილების მიზეზი.

მენიუს პუნქტში მედიაორგანიზაციას შეუძლია ნახოს სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაცია (საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, განკარგულებები, დადგენილებები და სხვა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, შეტყობინებები საარჩევნო პროცედურების ვადებთან დაკავშირებით), რომელიც სისტემაში იტვირთება ოპერატორის მიერ (სურათი №7).

სურათი №7

[pic]

მედიაორგანიზაცია წარმომადგენლის აკრედიტაციისათვის ელექტრონულ სივრცეში ავტორიზაციის შემდეგ ირჩევს მენიუს შესაბამის პუნქტს(სურათი №8)

სურათი №8

[pic]

მენიუს პუნქტის არჩევისას გამოჩნდება ფანჯარა „მედიაწარმომადგენლების მართვა“, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს წარმომადგენლის აკრედიტაცია შესაბამის საარჩევნო კომისიაში, ან უკვე აკრედიტებულ წარმომადგენელს გაუუქმოს აკრედიტაცია.

ადგილობრივი მედიაწარმომადგენლის აკრედიტაციის მოთხოვნა ხორციელდება წარმომადგენლის პირადი ნომრისა და გვარის მინიმუმ პირველი 3 სიმბოლოს შეტანით და დადასტურების ღილაკზე დაჭერით, რომლის შემდეგაც სისტემაში ჩამოიტვირთება რეესტრში არსებული სრული ინფორმაცია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი, ფოტოსურათი, სქესი) (სურათი №9).

სურათი №9

[pic]

უცხოური მედიაწარმომადგენლის აკრედიტაციის მოთხოვნა ხორციელდება წარმომადგენლის პასპორტის ნომრის, სახელის, გვარის შეტანით ინგლისურ ენაზე, სქესის მონიშვნით. ქართულ ენაზე სახელისა და გვარის თარგმანს ახორციელებს სისტემის შესაბამისი თანამშრომელი. ასევე სავალდებულოა წარმომადგენლის პასპორტის ფოტოასლის ატვირთვა სისტემაში (სურათი №10).

სურათი №10

[pic]

თუ პირის სისტემაში შეტანილი მონაცემი შესაბამისობაშია დადგენილ მოთხოვნებთან, ინფორმაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, [pic] ღილაკის გამოყენებისა და მოქმედების დადასტურების შემდეგ, ინფორმაცია აისახება სისტემაში

მენიუს პუნქტში „მიმდინარე სტატუსი” მითითებული იქნება სტატუსი „პროცესშია“, ოპერატორის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელებამდე (სურათი №11)

სურათი №11[pic]

ადგილობრივი მედიაორგანიზაციის შემთხვევაში, თუ პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:

✓ არის 18 წლამდე ასაკის

✓ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელია

✓ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელია

✓ სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელია

ინფორმაციის შეტანის დროს გამოჩნდება შეტყობინების ფანჯარა, რომელიც აცნობებს მომხმარებელს, რომ აღნიშნული პიროვნება ვერ გაივლის აკრედიტაციას, მიზეზების დეტალური მითითებით.

მას შემდეგ, რაც სისტემაში აისახება ინფორმაცია მედიაორგანიზაციის წარმომადგენელთა აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ, ოპერატორი შესაბამისის ღილაკის გამოყენებით ახორციელებს განცხადების ტექსტის გენერირებას.

აკრედიტაციის ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულების გამოცემის შემდეგ, ოპერატორს სისტემაში შეჰყავს აღნიშნული დოკუმენტის ნომერი და მოქმედებას ადასტურებს შესაბამისი ღილაკის გამოყენებით. (სურათი №12)

სურათი №12

[pic]

ოპერატორის მიერ აკრედიტაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს აკრედიტებული წარმომადგენლის მოწმობა

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლის მოწმობა

სურათი №13

[pic]

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლის მოწმობა

სურათი №14

[pic]

აკრედიტებული წარმომადგენლის აკრედიტაციის გაუქმება შესაძლებელია წარმომადგენლის მონაცემების სვეტის გრაფაში არსებული შესაბამისი ღილაკის საშუალებით:

[pic]

ამ შემთხვევაში აკრედიტებული წარმომადგენლის მონაცემები [pic] გრაფიდან გადაინაცვლებს გრაფაში [pic].

ოპერატორი სისტემის გამოყენებით ავტომატურად აგენერირებს შესაბამისი განცხადების ტექსტს, რის საფუძველზეც გამოიცემა შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება მედიის შესაბამისი წარმომადგენლის აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

ღილაკის [pic] გამოყენებით ოპერატორი სისტემაში ტვირთავს განკარგულებას და აკმაყოფილებს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნას.

( მედიაორგანიზაციას შეუძლია აკრედიტაციის/აკრედიტაციის გაუქმების შესახებ ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულებები ჩამოტვირთოს „მიმდინარე სტატუსის” გრაფაში.

[pic]

თავი 5. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციის ელექტრონული საშუალებებით წარდგენისა და რეგისტრაციის მიზანია აღნიშნული პროცედურის ხელმისაწვდომობის გამარტივება და არჩევნებში ჩართულ მხარეებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და სანდო სერვისების მიწოდება.

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის პროცესი განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით, ონლაინრეჟიმში.

სისტემა იმართება ცესკოში არსებული არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში https://armasi.cec.gov.ge (არმასში) რეგისტრირებული შესაბამისი კომპეტენციის მქონე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ. მომხმარებლების შექმნასა და უფლებების მინიჭებას ახორციელებს არჩევნების მართვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრატორი.

ტერმინთა განმარტება:

სისტემის ადმინისტრატორი – ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ელექტრონული რეგისტრაციების სისტემის მართვაზე აქვს სრული წვდომა;

ოპერატორი – ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც ელექტრონული რეგისტრაციის სისტემაში ახორციელებს საჭირო პროცედურებს, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

მომხმარებელი – საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია.

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია (შემდგომში – მომხმარებელი) რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, ცესკოს კანცელარიაში ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: observers@cec.gov.ge წარადგინოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული დოკუმენტაცია („საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 40).

ცესკოს მიერ რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია თავად წყვეტს, გამოიყენებს თუ არა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემას.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოპერატორი სისტემაში აღნიშნავს, სურს თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება.

მიუხედავად იმისა, სურს თუ არა საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას ელექტრონული სისტემის გამოყენება, ოპერატორს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის შესაბამის ველებში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია:

← არჩევნების ტიპი;

← ცესკოში განცხადების რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და დრო;

← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის სახელწოდება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია: (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი;

← საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება;

← ფაილების და ხელმოწერის ატვირთვა – აღნიშნულ ველში ოპერატორი ტვირთავს შემდეგ დოკუმენტებს:

√ განცხადებას (უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და სკანირებული);

√საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუშს;

√ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლს (აღნიშნული დოკუმენტი არ მოეთხოვებათ სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს);

√ საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობისა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

( მოთხოვნის შემთხვევაში, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ვალდებულია, წარმოადგინოს საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობისა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია („საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, მუხლი 39).

( სისტემაში ძირითადი ინფორმაციის შეტანა განხორციელდება ორ ენაზე (ქართულ და ინგლისურ ენებზე). იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ ინგლისურ ენაზე, პროგრამაში ინფორმაციის ქართულ ენაზე შეტანას ახორციელებს სისტემის ოპერატორი.

ოპერატორის მიერ სისტემაში ასევე იტვირთება:

← ცესკოს განკარგულება საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის/რეგისტრაციაზე უარის/რეგისტრაციის გაუქმების შესახებ;

← სხვა საჭირო დოკუმენტაცია (ინსტრუქცია, გრაფიკი, ხელშეკრულება და სხვა).

ოპერატორი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ადასტურებს საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნას.

ოპერატორის მიერ სისტემაში ინფორმაციის შეტანის შემდეგ, იხსნება საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცე, სადაც ასახულია სრული ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ:

← საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიმდინარე სტატუსი (რეგისტრირებულია/უარი რეგისტრაციაზე/ რეგისტრაცია გაუქმებულია);

← სტატუსის ცვლილების მიზეზი/საფუძველი;

← ატვირთული ფაილი (შესაბამისი სამართლებრივი აქტი);

← სტატუსის ცვლილების თარიღი და დრო.

( სტატუსის ყოველი ცვლილებისას დეტალურად ფიქსირდება ცვლილების თარიღი და დრო, ასევე საფუძველი (ატვირთული ფაილით და კომენტარის ველში შეყვანილი ინფორმაციით). განხორციელებული ცვლილებების შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას გაეგზავნება შეტყობინება მითითებულ ელფოსტაზე.

იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას სურს ელექტრონული რეგისტრაციის სისტემის გამოყენება, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულების მიღების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის აქტივაციისათვის, ოპერატორის მიერ შესაბამისი მონიშვნის განხორციელების შემდეგ, ავტომატურად დაგენერირდება ელექტრონულ სისტემაში შესასვლელი სახელი და პაროლი. შეტანილ ინფორმაციას გაუჩნდება ხელშეკრულების ბეჭდვის ღილაკი

[pic]

აღნიშნული ღილაკის გამოყენებით ოპერატორი ბეჭდავს ხელშეკრულებას ქართულ ან/და ინგლისურ ენებზე, რომლითაც განისაზღვრება ცესკოსა და საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას შორის ელექტრონული ურთიერთობის წესი და პირობები. ხელშეკრულებაში ასევე შეტანილია საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და გენერირებული მომხმარებლის სახელი და პაროლი.

ხელშეკრულება იბეჭდება 2 ეგზემპლარად. ხელს აწერენ ოპერატორი და მიმღები პირი. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა/ეგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელს, მეორე კი რჩება ცესკოში.

ხელმოწერილი ხელშეკრულება (PDF ფაილის სახით) იტვირთება სისტემაში. მისი ნახვა შესაძლებელია საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონულ სივრცეში. ელექტრონულ სივრცეში მოხვედრამდე თავდაპირველად საერთაშორისო დამკვირვებელმა ავტორიზაცია უნდა გაიაროს ელექტრონული სერვისების პორტალზე (https://portal.cec.gov.ge) , შეცვალოს ოპერატორის მიერ მიწოდებული პაროლი და მხოლოდ ამის შემდგომ მიეცემა შესაძლებლობა გადავიდეს ელექტრონულ სივრცეში INRE. აღნიშნულ სივრცეში შესვლისას მომხმარებელს გამოუჩნდება შესაბამისი ტექსტური ფანჯარა, სადაც სახელით და პაროლით გაივლის კიდევ ერთხელ ავტორიზაციას . სისტემა მომხმარებელს მოსთხოვს პაროლის შეცვლას;

პაროლის შეცვლის შემდეგ მომხმარებელი ხვდება პირად სივრცეში.

(თუ გარკვეული მიზეზებით მომხმარებელმა ვერ შეძლო პაროლის შეყვანა ან შეცვლა, ოპერატორს შესაძლებლობა აქვს, ხელახლა დააგენერიროს აქტივაციის კოდი და გაუგზავნოს მომხმარებელს რეგისტრაციის განაცხადში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას პირად სივრცეში აქტივაციის შემდეგ საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი ენა – ქართული ან ინგლისური

[pic] [pic]

მომხმარებლის პირადი სივრცე იყოფა რამდენიმე ნაწილად:

➢ პირადი გვერდი /Personal Page

➢ საერთაშორისო დამკვირვებლები/International Observers

➢ დოკუმენტები /Documents

[pic]

[pic]

მენიუს პუნქტში „პირადი გვერდი/Personal Page” მომხმარებელს შეუძლია ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ყველა ინფორმაცია და მიღებული განცხადების შესაძლო სტატუსები.

მენიუს პუნქტში „საერთაშორისო დამკვირვებლები/International Observers” მომხმარებელს შეჰყავს ინფორმაცია საერთაშორისო დამკვირვებლად დასარეგისტრირებელ პირთა შესახებ.

მომხმარებელს აქვე, მენიუს შესაბამის პუნქტში, შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ, მოითხოვოს რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის გაუქმება, დაბეჭდოს საერთაშორისო დამკვირვებლის სამკერდე მოწმობა.

მენიუს პუნქტში „დოკუმენტები/Documents” მომხმარებელს საშუალება ექნება გაეცნოს ოპერატორის მიერ სისტემაში ატვირთულ დოკუმენტაციას (ინსტრუქცია, გრაფიკი, სამართლებრივი აქტები და სხვა).

მომხმარებელი საერთაშორისო დამკვირვებლის დანიშვნისათვის თავის ელექტრონულ სივრცეში ავტორიზაციის შემდეგ ირჩევს მენიუს შესაბამის პუნქტს „საერთაშორისო დამკვირვებლები/International Observers“

მენიუს პუნქტის „საერთაშორისო დამკვირვებლები/International Observers” არჩევისას გამოჩნდება ფანჯარა „საერთაშორისო დამკვირვებლების მართვა/International Observer Management“, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დანიშნოს საერთაშორისო დამკვირვებელი ან გაუუქმოს მას დამკვირვებლის სტატუსი.

საერთაშორისო დამკვირვებლის რეგისტრაციაში გატარების მიზნით, მომხმარებელს შესაბამის ველებში შეჰყავს დამკვირვებლად წარდგენილი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია :

← გვარი, სახელი/Surname, First Name;

← სქესი/Gender;

← დაბადების თარიღი/Date of Birth;

← პასპორტის ნომერი, მოქმედების ვადა, გამცემი ორგანო/Passport Number/Valid Until/Issued By

← მოქალაქეობა/Citizenship;

← ტელეფონი/Telephone; ელ.ფოსტა/Email;

← საცხოვრებელი მისამართი/Home Address;

← სამუშაო ადგილი, თანამდებობა/Place of Employment, Position;

← პროფესიული გამოცდილება/Professional Experience;

← საარჩევნო გამოცდილება (სადამკვირვებლო და სხვა)/Electoral Experience (Observation, etc.).

( ყველა ველის შევსება სავალდებულოა.

აღნიშნული ინფორმაციის შეტანის შემდეგ შესაბამისი ღილაკის „ატვირთვა/File Upload” საშუალებით მომხმარებელი სისტემაში ტვირთავს დამკვირვებლად წარდგენილი პირის პასპორტის ფოტოასლს (სავალდებულოა);

მომხმარებლის მიერ „დამატება/Add” ღილაკის გამოყენებისა და მოქმედების დადასტურების შემდეგ, საერთაშორისო დამკვირვებლად წარდგენილი პირის შესახებ ინფორმაცია აისახება სისტემაში.

მენიუს პუნქტში „სტატუსი/Status” მითითებული იქნება სტატუსი „პროცესშია/Processing“, ოპერატორის მიერ შესაბამისი ქმედების განხორციელებამდე.

➢ საერთაშორისო დამკვირვებლებს შეიძლება ახლდეს თარჯიმანი, რომელიც მათთან ერთად გადის რეგისტრაციას. თარჯიმნის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მომხმარებელმა უნდა მონიშნოს მენიუს შესაბამისი პუნქტი:

[pic] [pic]

თარჯიმნის რეგისტრაციის შემთხვევაში მომხმარებელს სისტემაში შეჰყავს შემდეგი ინფორმაცია:

← გვარი, სახელი/Surname, First Name;

← სქესი/Gender;

← პასპორტის ნომერი /პირადი ნომერი;

← მოქალაქეობა/Citizenship;

მას შემდეგ, რაც სისტემაში აისახება ინფორმაცია დამკვირვებლებად წარდგენილ პირთა შესახებ, ოპერატორი შესაბამისი ღილაკის გამოყენებით ახორციელებს განცხადების ტექსტის გენერირებას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებს.

საერთაშორისო დამკვირვებელთა რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს მდივნის განკარგულების გამოცემის შემდეგ, ოპერატორს სისტემაში შეჰყავს აღნიშნული სამართლებრივი აქტის ნომერი და მოქმედებას ადასტურებს შესაბამისი ღილაკის გამოყენებით – „დაკმაყოფილდა/Accepted” ან „არ დაკმაყოფილდა/Not Accepted”.

შესაბამისი ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დაბეჭდოს საერთაშორისო დამკვირვებლის/თარჯიმნის მოწმობა

[pic]

საერთაშორისო დამკვირვებლის მოწმობა

[pic]

თარჯიმნის მოწმობა

[pic]

ოპერატორის მიერ საერთაშორისო დამკვირვებლად წარდგენილი პირის რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, რეგისტრირებული საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის გაუქმება შესაძლებელია, შესაბამისი ღილაკის საშუალებით – „მოხსნა/Cancel „.

მოხსნილი საერთაშორისო დამკვირვებლის მონაცემები „დაკმაყოფილდა/Accepted „ გრაფიდან გადაინაცვლებს გრაფაში „მოხსნილები/Deregistered“.

ოპერატორი სისტემის გამოყენებით ავტომატურად აგენერირებს შესაბამისი განცხადების ტექსტს, რის საფუძველზეც გამოიცემა ცესკოს მდივნის განკარგულება.

ოპერატორს სისტემაში შეჰყავს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ნომერი და აკმაყოფილებს მოთხოვნას საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსის გაუქმების შესახებ.

( მომხმარებელი ახორციელებს ანალოგიურ პროცედურებს თარჯიმნის რეგისტრაციაში გატარების ან რეგისტრირებული თარჯიმნის სტატუსის გაუქმების შემთხვევაშიც.

თავი 6. სისტემის მუშაობისათვის აუცილებელი ტექნიკური მოთხოვნები

1. პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფილად და გამართულად ფუნქციონირებისათვის მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის გამოყენება google chrome-ის განახლებული ვერსიის საშუალებით.

2. მომხმარებლის ინტერნეტის რეკომენდირებული მინიმალური სიჩქარე უნდა იყოს 3 Mb.

3. პროგრამაში შესასვლელად მომხმარებელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ გადაეცემა ხელშეკრულება, პროგრამის მომხმარებლის სახელით და დროებითი პაროლით:

1. მომხმარებელი ვალდებულია სისტემაში პირველივე შესვლისას შეცვალოს მისთვის გადაცემული დროებითი პაროლი 3.2. პუნქტის შესაბამისად.

2. პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ექვსი სიმბოლოსაგან;

3. პაროლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ ორი სიმბოლოსა და ციფრისგან.

4. ცესკო უფლებამოსილია, მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეცვალოს მისი პაროლი, რის შესახებაც შედგება შესაბამისი ხელშეკრულება.

5. მომხმარებელი პასუხისმგებელია პაროლის კონფიდენციალურად გამოყენებაზე.

6. მომხმარებელი პასუხისმგებელია პროგრამაში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე.

7. მომხმარებელი პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში ატვირთვა განახორციელოს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრულ ვადებში.

8. დროის აღრიცხვა იწარმოებს ელექტრონული პროგრამის ვებ-გვერდზე მითითებული დროის შესაბამისად.

9. ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული ფაილი უნდა იყოს PDF ფორმატში, ხოლო მისი მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 MB-ს (სხვა ფორმატში ატვირთული ფაილები დაიბლოკება პროგრამის მიერ).

10. ელექტრონულ პროგრამაში დაშვება ნებადართულია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული IP მისამართებიდან.

11. ცესკო უფლებამოსილია განახორციელოს შეზღუდვები IP მისამართებზე, მისი მხრიდან არასანქცირებული პროგრამული პაკეტების გამოგზავნის ან მოთხოვნების შემთხვევაში, რაც ხელს შეუშლის ელექტრონული პროგრამის გამართულ ფუნქციონირებას.

12. მომხმარებლის მიერ სისტემაში შეტანილ/დადასტურებულ ინფორმაციას გააჩნია მატერიალურად წარდგენილი დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა.

13. სისტემის სხვა ტექნიკური მხარეები რეგულირდება ხელშეკრულებით.

თავი 7. ფორს-მაჟორი

ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, მხარეები ვალდებული არიან, შეატყობინონ ერთმანეთს ამ გარემოებების შესახებ, რის შემდგომაც შესაბამისი პროცედურები განხორციელდება მატერიალური ფორმით.

-----------------------

2021

ცესკო

პარტიების მიერ კომისიის წევრთა, პარტიების მიერ წარმომადგენელთა, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ დამკვირვებელთა დანიშვნის/წარდგენისა და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციის შესახებ ელექტრონული საშუალებებით განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესი და პირობები

ცესკოს 2021 წლის -ივლისის

№--/2021 დადგენილების დანართი

ზოგადი ინფორმაცია

საარჩევნო სუბიექტის ელექტრონული სივრცის შექმნა

ინფორმაციის ელექტრონული ფორმა

დოკუმენტაციის ატვირთვა

სტატუსებზე შესასრულებელი მოქმედებები:

მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა

საარჩევნო სუბიექტის (მომხმარებლის) ავტორიზაცია ელექტრონულ სისტემაში

საარჩევნო სუბიექტის პირადი სივრცე

წარმომადგენლები

ზოგადი ინფორმაცია

საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის ელექტრონულად დანიშვნა

საოლქო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის ელექტრონულად გამოწვევა

საუბნო საარჩევნო კომისი(ებ)ის წევრ(ებ)ის ელექტრონულად დანიშვნა/გამოწვევა/მოხსნა

შეზღუდვები საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შემთხვევაში

შეზღუდვები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შემთხვევაში

ზოგადი ინფორმაცია

ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნა

დოკუმენტაციის (ფაილების) ატვირთვა

სტატუსებზე შესასრულებელი მოქმედებები:

მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა

დამკვირვებელი ორგანიზაციის პირადი სივრცე

დამკვირვებლების ელექტრონული წესით დანიშვნა

ადგილობრივი დამკვირვებლის რეგისტრაცია

ზოგადი ინფორმაცია

მედიაორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნა

ინფორმაციის ელექტრონული ფორმა

დოკუმენტაციის (ფაილების) ატვირთვა

მომხმარებლის სახელისა და პაროლის გადაცემა

მედიაორგანიზაციის ავტორიზაცია ელექტრონულ სისტემაში

მედიაორგანიზაციის პირადი სივრცე

აკრედიტაცია

ზოგადი ინფორმაცია

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად ასახვა

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ელექტრონული სივრცის შექმნა

საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის პირადი სივრცე

საერთაშორისო დამკვირვებლების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ელექტრონული საშუალებებით

საერთაშორისო დამკვირვებლის რეგისტრაცია