ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2021
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.139.016412
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/08/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2021 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი | ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ან მისი ნაწილის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2021 წლის 27 აგვისტო
ქ. ბორჯომი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრო-ნული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმის წარმოების წესი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი თანახმად დანართისა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისათვის არქიტექტურული პროექტისა და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენისა და აღნიშნულთან დაკავშირებული ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს არქიტექტურული პროექტის ან/და სანებართვო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმით წარდგენის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების და მომსახურების განხორციელების პირობებს.
2. ელექტრონული საქმისწარმოების სხვა საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ წესით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა/მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
ბ) რეგისტრაცია – ელექტრონული საშუალების გამოყენებით შექმნილი მონაცემთა ერთობლიობა, რის შედეგადაც განმცხადებელი იღებს „მომხმარებლის სახელს“ და „პაროლს“, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით;
გ) ელექტრონული ხელმოწერა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, ავტორიზაცია – რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც განმცხადებელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას, შესაბამისი სტატუსის მინიჭებას;
დ) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია;
ე) განცხადება – დაინტერესებული პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი ფორმით შექმნილი წერილობითი მოთხოვნა;
ვ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი;
ზ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება;
თ) პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების შეტანა
1. ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსებული დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში – განმცხადებელი).
2. განცხადება მოწმდება ელექტრონული ხელმოწერით ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მშენებლობის ნებართვის მისაღებად ელექტრონული საქმისწარმოების დაწყების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის წინსწრებით გადახდა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის სავალდებულო წარდგენა.
მუხლი 4🔗.
დოკუმენტაციის წარდგენა
1. განმცხადებელი არქიტექტურულ პროექტს ან/და სანებართვო დოკუმენტაციას ან ყველა სხვა დოკუმენტს და ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, წარადგენს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ვებგვერდზე: ms.gov.ge.
2. თანდართული დოკუმენტების ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენას.
4. თუ განმცხადებელი არ წარადგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი/სამსახური განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარდგენისათვის.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან/და ინფორმაციას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ განცხადება განუხილველად იქნება დატოვებული. განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ ცალკე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოიცემა.
მუხლი 5🔗.
დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
1. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
2. ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარის ზეპირი მოსმენის სხდომაზე მოწვევის ან/და დაინტერესებული მხარის წერილობითი პოზიციის გამოთხოვის საშუალებით.
3. მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ან/და ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება სატელეფონო შეტყობინების ან/და წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. წერილობითი შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური საშუალებით.
4. დაინტერესებულ მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო ზეპირ მოსმენაზე სატელოფონო ან/და ელექტრონული შეტყობინების საშუალებით მოწვევის შემთხვევაში არანაკლებ 3 დღით ადრე.
მუხლი 6🔗.
განცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით apps.msda.ge. დოკუმენტის ვიზირება შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია: მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის საშუალებით. დაშიფრული კოდი მოიცავს დოკუმენტის მონაცემების ერთობლიობას.
3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
მუხლი 7🔗.
ელექტრონული მომსახურების ვადები
1. ელექტრონული მომსახურების განხორციელებისას გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
2. განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განაცხადის გაკეთების შემდგომი სამუშაო დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება. თუ სისტემაში განცხადების განთავსება განხორციელდება უქმე ან/და დასვენების დღეს, ვადის ათვლა დაიწყება მომდევნო პირველივე სამუშაო დღიდან.
მუხლი 8🔗.
ელექტრონული მომსახურების ინსტრუქცია
ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები განისაზღვრება ელექტრონული საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ინსტრუქციით.