“საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებულ სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.11.117.004.865
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №159
2001 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებ ი თ დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. დებულების პირველი მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ”საოპერაციო დეპარტამენტის, საანგარიშსწორებო ცენტრის“;
2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საოპერაციო დეპარტამენტის და რეგიონალური ხაზინების“;
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები ”საოპერაციო დეპარტამენტს და რეგიონალურ ხაზინებს“ და მის ნაცვლად დაემატოს სიტყვა ”ხაზინას“;
4. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: ”საოპერაციო დეპარტამენტისა“;
5. დებულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები გაერთიანდეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ხაზინის ცენტრალური აპარატის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, მთავარ ბუღალტერს, რეგიონალური ხაზინების უფროსებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, სახაზინო სამსახურის სისტემის ორგანოების დანარჩენ მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი, შესაბამისი სტრუქტურის ხელმძღვანელის წარდგინებით“;
6. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩაითვალოს მე-4 პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სახაზინო სამსახურის რეგიონალური ორგანოებია:
ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
ბ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლის მხარეში;
გ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლის მხარეში;
დ) რეგიონალური ხაზინა კახეთის მხარეში;
ე) რეგიონალური ხაზინა იმერეთის მხარეში;
ვ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში;
ზ) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთის მხარეში;
თ) რეგიონალური ხაზინა გურიის მხარეში;
ი) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთის მხარეში;
კ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში;
ლ) ქ. ფოთის ხაზინა.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი