“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.004.869
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №285
2001 წლის 26 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 20 ივნისის №214 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიანი წესის დანართი №1-ის მეორე თავში “სპეცსახრების ანგარიშზე შემოსული თანხები გამოიყენება შემდეგი მიზნებისათვის” შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“2. სააღსრულებო დეპარტამენტის აღმასრულებლებისა და სააღსრულებო პოლიციის პირადი შემადგენლობის მატერიალური წახალისებისათვის, რომლის მოცულობაც განისაზღვროს დანართ №1ა-ში მოცემული შკალის შესაბამისად;”
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დანართი №1ა
| სამინისტროს სპეც. ანგარიშზე გადმორიცხული თანხის ოდენობა | სასამართლო აღმასრულებელთა მატერიალური უზრუნველყოფისათვის დადგენილი პროცენტის ოდენობა |
| 50 000 ლარამდე | 10% |
| 50 000 ლარიდან 100 000 ლარამდე | 5 000 ლარს + 50 000 ლარის ზევით თანხის 1% |
| 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე | 5 500 ლარს + 100 000 ლარის ზევით თანხის 0,2% |
| 500 000 ლარის ზევით | 6 500 ლარი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2001.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ” მიღებულია 26.07.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №285. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.004.869.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე შემოსული თანხების ხარჯვის ერთიან წესში ცვლილების შეტანის შესახებ”, №285, 26.07.2001, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.004.869 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52492/