საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-77/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016903
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/09/2021
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 20.06.2023 სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ საქართველოს კანონი 85% 22.02.2019 სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს დამტკიცების, აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 21.03.2025 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 83% 14.09.2018 დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინათმესაკუთრეთა ცალკეული ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 82% 27.11.2018

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-77/ნ 2021 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით. 2. ემბლემა – მეწამული არშიით შემოსაზღვრული ჰერალდიკური ფარის ლაჟვარდის ველზე ვერცხლის არშიით გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი. მცირე ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჭანჭიკის და ლუპის სტილიზირებული შერწყმით მიღებული ემბლემის მთავარი ფიგურა. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სამსახურის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, მათ შორის, მათი ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმელზე, ავტომობილებზე დატანის წესები და ა.შ. შესაძლებელია, დაზუსტდეს სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე