POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.08.2021
ძალაში შესვლა 01.09.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 659 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.08.2021 მიღება
01.09.2021 ძალაში შესვლა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
განმცხადებელი
ნებართვის მაძიებელი ან/და ნებართვის მფლობელი
მუხლი 2
ავტორიზაცია
შერჩეული პირის მიერ POS ტერმინალის განმცხადებლისთვის მიწოდებაზე შემოსავლების სამსახურის თანხმობა, რომელიც გაიცემა კომისიის მიერ POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის დადგენის შემდგომ.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის მიმართ მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 30.09.2020 სესხის გამცემი სუბიექტის (მეწარმე სუბიექტის) ფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად მიღებული მოძრავი ნივთების აღრიცხვის სპეციალური ელექტრონული პროგრამის ქონასთან და წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 77% 13.08.2020 მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტის იმპლემენტაციის მომზადებისა და საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატური განაწილების ელექტრონული სისტემის შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 74% 23.03.2017 ა(ა)იპ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციისათვის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და გაცნობის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 73% 25.08.2023 მაცივარაგენტების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 73% 30.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №223 2021 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი POS ტერმინალის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის 1​1 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი“, თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი POS ტერმინალის ავტორიზაციის წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი 1. ეს წესი განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერჩეული პირის მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მაძიებლისთვის/მფლობელისთვის მისაწოდებელი POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ ავტორიზაციის წესს. 2. ავტორიზაციის მიზანია დადგინდეს POS ტერმინალის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან (შემდგომში – სტანდარტები/მოთხოვნები) შესაბამისობა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობა. 3. ავტორიზაცია შედგება 3 ეტაპისგან: ა) შერჩეული პირის მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის ნებართვისა) მაძიებლისთვის/მფლობელისთვის მისაწოდებელი POS ტერმინალის წარდგენა შემოსავლების სამსახურისთვის; ბ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესში წარმოშობილი საკითხების განმხილველი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ წარმოდგენილი POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის დადგენა; გ) POS ტერმინალის ავტორიზაცია. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნებართვის მაძიებელი„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც აპირებს განახორციელოს ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობა; ბ) ნებართვის მფლობელი„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ტოტალიზატორის მოწყობის საქმიანობას; გ) შერჩეული პირი − შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი; დ) განმცხადებელინებართვის მაძიებელი ან/და ნებართვის მფლობელი; ე) POS ტერმინალი − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს სტანდარტებს/მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას; ვ) კონტროლის ელექტრონული სისტემა − შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი; ზ) დღე − კალენდარული დღე; თ) ავტორიზაცია – შერჩეული პირის მიერ POS ტერმინალის განმცხადებლისთვის მიწოდებაზე შემოსავლების სამსახურის თანხმობა, რომელიც გაიცემა კომისიის მიერ POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის დადგენის შემდგომ. მუხლი 3🔗. განაცხადი ავტორიზაციის შესახებ POS ტერმინალის ავტორიზაციის მისაღებად შერჩეული პირი წერილობით მიმართავს შემოსავლების სამსახურს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) POS ტერმინალის მწარმოებლის რეკვიზიტები: დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, ვებგვერდის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ელექტრონული ფოსტის მისამართი; ბ) შერჩეულ პირსა და POS ტერმინალის მწარმოებელს შორის გაფორმებული შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) POS ტერმინალის ტექნიკური მახასიათებლები (მარკა, მოდელი, ოპერატიული სისტემის მხარდაჭერა და სხვა); დ) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (POS ტერმინალის ფუნქციონალის აღწერილობა). მუხლი 4🔗. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის განხილვა და კომუნიკაციის ფორმა 1. ავტორიზაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში კომისია შეისწავლის წარდგენილ განაცხადსა და მასზე თანდართულ დოკუმენტებს/ინფორმაციას და ადგენს შერჩეული პირის მიერ წარმოდგენილი POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობასა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობას. 2. განაცხადში მითითებული ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია შერჩეულ პირს განუსაზღვროს გონივრული ვადა ინფორმაციის დაზუსტების მოთხოვნით. 3. საჭიროების შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, შერჩეულ პირს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობისა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობის დადგენის მიზნით. 4. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გატესტოს შერჩეული პირის მიერ წარმოდგენილი, განმცხადებლისთვის მისაწოდებელი POS ტერმინალი აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს/მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თუ არა რეალურ დროში ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას. 5. შერჩეული პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს წარმოდგენილი POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობასა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობას. 6. ამ წესით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მხარეებს შეიძლება მიეწოდოს პირადად ან გაეგზავნოს კურიერის ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება ელექტრონული ფოსტით იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინება წერილობითი ფორმითაც. მუხლი 5🔗. POS ტერმინალის ავტორიზაცია მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ დადგინდება წარმოდგენილი POS ტერმინალის სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობა და კონტროლის ელექტრონულ სისტემასთან თავსებადობა, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შერჩეულ პირზე გაიცემა თანხმობა განმცხადებლისთვის POS ტერმინალის მიწოდების თაობაზე.