ტექნიკური რეგლამენტის – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №439 |
|
2021 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
|
ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ
1. ტექნიკური რეგლამენტი – ელასტომერისაგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარასა და მატყუარა საწოვარას N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლების შესახებ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება საწოვარასა და მატყუარა საწოვარაზე, რომლებიც წარმოებულია ელასტომერისაგან ან რეზინისგან და დამზადებულია N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოყენებით, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს).
ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები.
1. ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საწოვარადან და მატყუარა საწოვარადან არ უნდა ხდებოდეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში (ნერწყვის იმიტატორი) N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების გამოთავისუფლება, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს). ამ ნივთიერებების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებში და ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, რომელთა გამოყენებაც შესაძლებლობას იძლევა, აღმოჩენილ იქნეს შემდეგი რაოდენობები:
ა) 0,01 მგ გამოთავისუფლებულ N – ნიტროზამინების საერთო რაოდენობაში/კგ (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან);
ბ) 0,1 მგ გამოთავისუფლებულ იმ ნივთიერებების საერთო რაოდენობაში, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად/კგ (წარმოქმნიან N – ნიტროზამინებს) (ელასტომერისგან ან რეზინისგან დამზადებული საწოვარას ან მატყუარა საწოვარას დეტალებიდან).
2. გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინებისა და იმ ნივთიერებების განსაზღვრისათვის, რომლებიც გარდაიქმნებიან N – ნიტროზამინებად (წარმოქმნიან N -– ნიტროზამინებს) გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრული ხსნარის დასამზადებლად 4,2 გ ნატრიუმის ბიკარბონატი (NaHCO3), 0,5 გ ნატრიუმის ქლორიდი (NaCl), 0,2 გ კალიუმის კარბონატი (K2CO3 ) და 30 მგ ნატრიუმის ნიტრიტი (NaN02) იხსნება ერთ ლიტრ დისტილირებულ წყალში ან ეკვივალენტური ხარისხის წყალში. ხსნარის pH = 9;
ბ) გამოკლვევის პირობები – მასალის ნიმუშები, რომელიც მიღებულია საწოვარასა და მატყუარა საწოვარას სათანადო რაოდენობიდან, მოთავსებულ უნდა იქნეს გამოთავისუფლების კვლევისათვის განსაზღვრულ ხსნარში 24 საათის განმავლობაში 40±20 C ტემპერატურაზე.
3. N – ნიტროზამინებისა და N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გამოთავისუფლების განსაზღვრის მეთოდისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი კრიტერიუმები:
ა) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინები განისაზღვრება იმ თითოეული ხსნარის/სითხის ერთ ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. ნიმუშიდან N – ნიტროზამინების ექსტრაქცია უნდა განხორციელდეს ნიტროზამინებიდან თავისუფალი დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს გაზ-ქრომატოგრაფიის მეთოდით;
ბ) გამოთავისუფლებული N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებები განისაზღვრება თითოეული ხსნარის/სითხის სხვა ალიქვოტში, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. N – ნიტროზამინების წარმომქმნელი ნივთიერებების გარდაქმნა ნიტროზამინებად ხდება ნიმუშის მარილმჟავათი შემჟავებით, რის შემდეგ ნიტროზამინების ექსტრაქცია ხსნარიდან უნდა განხორციელდეს დიქლორმეთანის (დქმ) საშუალებით და განისაზღვროს გაზ- ქრომატოგრაფიის მეთოდით.