მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 23.08.2021
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016002
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2021
matsne.gov.ge 193 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 21.05.2019 „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ოქტომბრის №54 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.11.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.07.2018 თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეგორაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 18.05.2018 „წალკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 04.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №52 2021 წლის 23 აგვისტო მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 აგვისტოს სხდომის №14 ოქმის მე-3 საკითხის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 17 აგვისტოს №01/2826 წერილით შემოსული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის №28 ოქმის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს კანონის თავისუფლების ქარტიის და საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე, 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფელ შულავერში შემავალი დასახლება ჩამოყალიბდეს ცალკე უბნად და ეწოდოს „უბანი ივერიონი“. 2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიცპალიტეტის მერის მოადგილემ როინი დეკანოიძემ. 3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №113), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში. 4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად. 5. განკარგულება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ამირან გიორგაძე