“ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების წესის შესახებ”
მიღების თარიღი 30.07.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №66
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.878
გამოქვეყნების წყარო სსმ, 82, 07/08/2001
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2001 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების წესის შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:Grigolia; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.25pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:70.9pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-70.9pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-26.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.11.115.004.878
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №66
2001 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების წესის შესახებ
საქართველოს კანონის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” შესაბამისად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ავტოტრანსპორტით მოსახლეობის ცალკეული შეკვეთების განხორციელების პროცესის რეგულირების მიზნით:
1. დამტკიცდეს ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების თანდართული წესი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
დანართი
ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულების “საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” საფუძველზე.
2. წესი გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო-საექსპედიტორო სააგენტოებში, მიღებული ცალკეული შეკვეთების, მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვების შესრულებისათვის და მასთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველ-საყოფად.
3. ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელებისათვის მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. განმარტებები
წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ავტოტრანსპორტი – ავტომობილი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ადამიანთა და მათი ტვირთის გადასაადგილებლად.
ბ) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია უფლება მართოს შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება და განახორციელოს გადაყვანა-გადაზიდვის პროცესთან დაკავშირებული ოპერაციები;
გ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან განკარგავს სათანადო რესურსებს და აქვს უფლება განახორციელოს ავტოტრანსპორტით მოსახლეობის ცალკეული შეკვეთები გადაყვანა-გადაზიდვებზე;
დ) სატრანსპორტო-საექსპედიტორო სააგენტო – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებული სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებას;
ე) სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება – ნებისმიერი სახის მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, მათ დამუშავებასთან, შენახვასთან, კონსოლიდაციასა და შეფუთვასთან, განაწილებასთან, სარეკომენდაციო და საკონსულტაციო მომსახურებასთან, საბაჟო და ფინანსურ საკითხებთან, ტვირთის ოფიციალურ დეკლარირებასთან, დაზღვევასთან, აგრეთვე სხვა ფორმალური პროცედურების ჩატარებასთან, დაწესებული გადასახადების აკრეფასთან;
ვ) ექსპედიტორი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს მოსახლეობის სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება შემკვეთთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) შემკვეთი – ნებისმიერი პირი, რომელიც ექსპედიტორთან დებს ხელშეკრულებას საექსპედიტორო მომსახურებაზე და მისი უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით;
თ) შეკვეთა–ნებისმიერი პირის განაცხადი სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებაზე;
ი) გადაყვანა-გადაზიდვების მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატი – სერტიფიკაციის სისტემის წესების შესაბამისად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადამზიდველის უნარსა და საშუალებას განახორციელოს გადაყვანა-გადაზიდვები სერტიფიკაციის სისტემის წესების დაცვით;
კ) მგზავრი – პირი, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი დოკუმენტი (ბილეთი ან გადამზიდველთან სხვა ფორმით დადებული ხელშეკრულება), მგზავრობს და გადააქვს ტვირთი ან მანამდე ასრულებს მასთან დაკავშირებულ პროცედურებს;
ლ) ფასი – მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის ღირებულება;
მ) ტვირთი – მგზავრებისაგან განცალკევებულად გადასაზიდი ყველა სახის საქონელი;
ნ) სამგზავრო ბილეთი – ბილეთის ბლანკი, შესაბამისად შევსებული რეკვიზიტებით, რომელიც ანიჭებს მგზავრს ბილეთში აღნიშნული რეისით მგზავრობის უფლებას;
ო) ქვითარი – კონკრეტული ფორმის, ზომის და შინაარსის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, შესაბამისად, შევსებული რეკვიზიტებით, რომელიც ანიჭებს მგზავრს, ტვირთის გადატანის უფლებას;
პ) საგზაო სატრანსპორტო ბარათი – პირველადი აღრიცხვის დოკუმენტი, რომელიც სრულყოფს სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით შესრულებულ სატრანსპორტო სამუშაოთა აღრიცხვაზე, მოძრაობის უსაფრთხოების, ტექნიკური, ეკოლოგიური, სტატისტიკური და ფინანსური ანგარიშსწორების ნორმების და წესების მოთხოვნათა დაცვაზე.
მუხლი 3🔗. გადაყვანა-გადაზიდვების ორგანიზაციული ასპექტები
1. მოსახლეობისაგან ცალკეული შეკვეთის მიღება ავტოტრანსპორტით გადაყვანა-გადაზიდვებსა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე ხორციელდება სატრანსპორტო-საექსპედიტორო სააგენტოებში.
2. სატრანსპორტო-საექსპედიტორო სააგენტოების შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ადგილებს ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე, მგზავრთა თავშეყრისა და ტვირთნაკადის წარმოქმნის, აგრეთვე მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვის გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადგილობრივი მმართველობის ორგანო, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციასთან შეთანხმების საფუძველზე.
მუხლი 4🔗. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების სახეები
1. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო გადაზიდვებით უზრუნველყოფა: მაღაზიებიდან, სავაჭრო ბაზებიდან, საწყობებიდან, მარკეტინგული ცენტრებიდან, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საწვავის, სათბობის, ხე-ტყის, სამშენებლო მასალების, ავეჯის, მაცივრების, ტელევიზორების და სხვა საოჯახო ნივთებისა და სამრეწველო საქონლის გადაზიდვა.
2. მოსახლეობისათვის ტვირთების გადაზიდვებთან დაკავშირებული მომსახურება:
ა) ტვირთგამგზავნისათვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევა ტრანსპორტის სახეობისა და ტვირთის მოძრაობის მარშრუტის შერჩევაზე.
3. სამგზავრო გადაზიდვებით უზრუნველყოფა:
ა) მგზავრების გადაყვანა, მათი ხელბარგისა და ბარგის გადატანა აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, რკინიგზასა და ავტოსადგურებში და უკან;
ბ) შეკვეთების მიღება მსუბუქი ტაქსომოტორების და ავტობუსების გამოყენებაზე; მატარებლებზე, თვითმფრინავებზე, გემებზე და საერთაშორისო მიმოსვლის ავტობუსებზე პირდაპირი და უკუმიმართულებით მგზავრობისათვის ადგილების დაჯავშნა;
გ) წინასწარი ბილეთების გაყიდვა ყველა სახის ტრანსპორტზე და მოსახლეობისათვის მიწოდება.
4. სააგენტოებში გამოიყენება ყველა სახის რეკლამები, რომლებიც შეიძლება იყოს ბეჭდვითი, საცნობარო-საინფორმაციო და სხვა.
მუხლი 5🔗. ფასები
1. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ფასები თავისუფალია და განისაზღვრება შემკვეთსა და ექსპედიტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სატრანსპორტო-საექსპედიტორო სააგენტოებში და მისდამი დაქვემდებარებულ ფილიალებში უნდა იქნეს გამოკრული ფასები მომსახურების სახეობების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები
1. მოსახლეობისაგან მიღებული შეკვეთების შესრულებისას, გადაზიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, სატრანსპორტო პროცესში გამოიყენება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებანი, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისობის სერტიფიკატი და აკმაყოფილებენ მოძრაობის უსაფრთხოების, შრომის დაცვის და ეკოლოგიის მოთხოვნებსა და ტექნიკურ პირობებს.
2. ავტოტრანსპორტს უნდა გააჩნდეს სალონი. გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა სალონში არ უნდა აღემატებოდეს დასაჯდომი ადგილების რაოდენობას და გამოყოფილი სპეციალური ადგილი ტვირთების დასაწყობად შესაბამისი სტანდარტებისა და წესების დაცვით.
მუხლი 7🔗. მძღოლის უფლება-მოვალეობანი
1. მძღოლი, რომელიც ახორციელებს ცალკეული შეკვეთების შესაბამისად გადაყვანა-გადაზიდვებს ვალდებულია:
ა) იხელმძღვანელოს საგზაო მოძრაობისა და ტექნიკური ექსპლუატაციის წესებით, აგრეთვე საავტომობილო ტრანსპორტირების პროცესის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებით;
ბ) გადაზიდვების პროცესის განხორციელებისას თან იქონიოს:
ბ.ა.) მძღოლის მართვის მოწმობა;
ბ.ბ.) სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო საბუთები;
ბ.გ.) საგზაო სატრანსპორტო ბარათი;
გ) საჭიროების შემთხვევაში წარუდგინოს მაკონტროლებელ ორგანოებს მოთხოვნისთანავე შესაბამისი საბუთი და ხელი შეუწყოს მათ კონტროლის განხორციელებაში;
დ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს შესაძლო დახმარება დაზარალებულებს და მომხდარის შესახებ აცნობოს შესაბამის ორგანოებს;
ე) სატრანსპორტო საშუალების დატვირთვის დროს ყურადღება მიაქციოს ტვირთის შეფუთვის ხარისხს, გაბარიტების, წონისა და ზომების ნორმების დაცვას, რათა გამორიცხულ იქნეს ტრანსპორტირებისას მისი გადაადგილება ან დაზიანება;
ვ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა.
2. მძღოლს უფლება აქვს მგზავრისაგან არ მიიღოს გადასაზიდად შეუფუთავი და სტანდარტების შეუსაბამო ტვირთი, თუ ის არღვევს გადაზიდვების ხელშეკრულებისა და მოცემული წესის მოთხოვნებს.
მუხლი 8🔗. მგზავრის უფლება-მოვალეობანი
1. ავტოტრანსპორტით მგზავრობის დროს მგზავრი ვალდებულია:
ა) შეიძინოს სამგზავრო ბილეთი და გადაიხადოს ტვირთის გადაზიდვის საფასური (იღებს ტვირთის გადაზიდვის ქვითარს), რომელთა ღირებულების ოდენობა განისაზღვრება გადამზიდველის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ტვირთის დატვირთვამდე აწარმოოს მისი წინასწარი მომზადება (შეფუთვა და სხვა);
გ) დატვირთოს და მოათავსოს ტვირთი სატრანსპორტო საშუალების სალონში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში და შეასრულოს მძღოლის მითითება ტვირთის დაწყობის დროს;
დ) დაიკავოს ავტომობილის სალონში ბილეთში მითითებული ადგილი, შეინახოს მგზავრობის ბილეთი და ტვირთის გადაზიდვის ღირებულების გადახდის ქვითარი მგზავრობის ბოლომდე და მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს კონტროლის უფლებამოსილ პირებს;
ე) მგზავრობის დამთავრების შემდეგ უზრუნველყოს ტვირთის გადმოტვირთვა.
2. მგზავრს უფლება აქვს მგზავრობის დამთავრების შემდეგ მძღოლის თანდასწრებით შეამოწმოს ტვირთის მდგომარეობა და რაოდენობა.
მუხლი 9🔗. მგზავრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა
1. ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელებისას მგზავრობის უფლებას იძლევა სამგზავრო ბილეთი, ხოლო ტვირთის გადაზიდვის – ქვითარი, რომლებიც შეძენილ უნდა იქნეს მძღოლთან მგზავრობის დაწყებამდე.
2. სამგზავრო ბილეთების გაყიდვა წარმოებს დასაჯდომი ადგილების მიხედვით. დასაჯდომი ადგილების ზემოთ ბილეთების გაყიდვა დაუშვებელია.
3. მძღოლი ავტომობილის გასვლამდე 5-10 წუთით ადრე წყვეტს ბილეთებისა და ქვითრების რეალიზაციას, აჯამებს მონაცემებს და შეაქვს საგზაო სატრანსპორტო ბარათის მე-12 გრაფაში, აფიქსირებს შემოსავლებს მე-13 გრაფაში და ადასტურებს ხელის მოწერით ან შტამპით მე-14 გრაფაში.
4. ცეცხლსაშიში, ფეთქებადი, ადვილაალებადი, მომწამვლელი, შხამიანი, მძაფრი სუნის მქონე ტვირთებისა და ნივთიერებების გადაზიდვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. სააგენტოებთან მისასვლელი გზები, აგრეთვე გაჩერების პუნქტები და სადგომი ბაქნები უნდა უზრუნველყოფდნენ მოძრაობის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის უსაფრთხოების პირობებს.
6. ავტოტრანსპორტის გაჩერების ბოლო პუნქტები უნდა იყოს მოწყობილი უშუალოდ ბაზრობებთან, სასაწყობო ტერმინალებთან და მსხვილ მარკეტინგულ ცენტრებთან.
მუხლი 10🔗. კონტროლი
წინამდებარე წესების შესრულებაზე და დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.