ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2021
ძალის დაკარგვა 08.05.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,864 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2021 მიღება
08.05.2025 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (13)
დაწესებულების პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე.
მუხლი 4
კლასტერი
საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება.
მუხლი 4
ადმინისტრაციული პერსონალი
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართვას და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესში ჩართულ თანამშრომლებს.
მუხლი 4
სტრატეგიული მართვა
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა; მისიის და მიზნების განსაზღვრა; სტრატეგიული გეგმების შედგენა.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა.
მუხლი 4
მატერიალური რესურსის მართვა
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის მართვა.
მუხლი 4
ადამიანური რესურსის მართვა
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა.
მუხლი 4
საგანმანათლებლო პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას.
მუხლი 4
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მუხლი 4
ტექნიკური პერსონალი
პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე.
მუხლი 4
ჯგუფის დამხმარე პერსონალი
(მაგ. აღმზრდელის თანაშემწე) საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობაში, ახორციელებს კვების პროცესს, უზრუნველყოფს სისუფთავეს ჯგუფში.
მუხლი 4
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას.
მუხლი 4
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას.  თავი II  დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2021 წლის 6 სექტემბერი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე  ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული სტანდარტები“ დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი  დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის პროფესიული ს ტ ა ნ დ ა რ ტ ე ბ ი თავი I  ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗.  პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის მიმწოდებელი (და განმხორციელებელი) დაწესებულების პერსონალი. მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო. პერსონალის კლასტერის მიხედვით განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს. მუხლი 3🔗.  სტანდარტის სტრუქტურა. წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილების წარმატებით განხორციელებისათვის. მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება. 1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“  საქართველოს კანონში. ა)  დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. ბ) კლასტერი – საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება. გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართვას და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესში ჩართულ თანამშრომლებს. დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა; მისიის და მიზნების განსაზღვრა; სტრატეგიული გეგმების შედგენა. ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა. ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის მართვა. ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა. თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებას და შეფასებას. ი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. კ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე, მცენარეთა მოვლაზე. ლ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – (მაგ. აღმზრდელის თანაშემწე) საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობაში, ახორციელებს კვების პროცესს, უზრუნველყოფს სისუფთავეს ჯგუფში. მ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას. ნ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას.  თავი II  დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა მუხლი 5🔗. დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად შეიძლება განეკუთვნებოდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას. ადმინისტრაციული პერსონალი ა) მენეჯერი – სტრატეგიული მართვა; ბ) მოადგილე – სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის მართვა; ბავშვთა მოძრაობაზე კონტროლი; გ) ფინანსური რესურსების მართვა  (ბუღალტერი); დ) მნე – მატერიალური რესურსების მართვა; ე) საქმისმწარმოებელი – დოკუმენტაციის წარმოება; საგანმანათლებლო პერსონალი ა) აღმზრდელები, მეთოდისტები; ბ) სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი – ინკლუზიის მხარდამჭერები; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ა) მედდა, ექიმი; ტექნიკური პერსონალი ა) აღმზრდელის თანაშემწე; ბ) დამლაგებელი, მრეცხავი; გ) მზარეული, მზარეულის დამხმარე; დ) გაზოპერატორი; ე) დამხმარე მუშა; ვ) მებაღე; ზ) დარაჯი. თავი III ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 6🔗. მენეჯერი 1. მენეჯერად შეიძლება მიღებული იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი განათლება; გ) აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელ ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმხორციელებელ დაწესებულებაში, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგად ან მენეჯერულ პოზიციაზე ან/და საჯარო სამსახურში არანაკლებ 2 წლის მუშაობის გამოცდილება; დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე); ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 2. მენეჯერს მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია ; (I, II, IX თავი) ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“  საქართველო კანონი; დ) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; 3. მენეჯერმა აგრეთვე უნდა იცოდეს Word, Excel, Power Point კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა. 4. მენეჯერად არ მიიღება პირი, რომელიც: ა) ნასამართლევია განზრახ ან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლეობა; ბ) სამედიცინო დასკვნის თანახმად, გააჩნია ისეთი დაავადება, რომელიც საფრთხის შემცველია სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის; გ) წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; მუხლი 7🔗. მენეჯერის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში. ბაგა-ბაღის მენეჯერის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) ფლობს სახელმწიფო ენას; ბ) აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება; გ) აქვს საგანმანათლებლო თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; დ) გავლილი აქვს სასერტიფიკატო პროგრამა სკოლამდელი დაწესებულების მიმართულებით; ე) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. ვ) იცნობს საქართველოს კონსტიტუციას (I, II, IX თავი); ზ) კონვენციას ბავშვის უფლებების შესახებ; თ) საქართველოს კანონს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ და ამ კანონის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს; ი) კომპიუტერის და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება; მუხლი 8🔗. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის (ბუღალტერი) პროფესიული სტანდარტები.       1. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პესონალს აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება   საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის დარგში. ფინანსური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:  ა) ფინანსური დაგეგმვის და მართვის მეთოდები; ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) კომპიუტერის ძირითადი პროგრამებით სარგებლობა; ე) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ვ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება დდა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; ზ) ქონების ინვენტარიზაცია; თ) სახელფასო უწყისის წარმოება; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; მუხლი  9🔗. მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის (მნე) პროფესიული სტანდარტები მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისსმგებელმა პერსონალმა იცის და შეუძლია: ა) პროდუქტის მომარაგება-შენახვის წესები და მათი დაცვა; ბ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; გ) პროდუქტის მოთხოვნის ფურცლის შედგენა; დ) ნარჩენების აღრიცხვა-წარმოება; ე) სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები, რეკომენდაციები, მათი შესრულება და დაცვა; მუხლი 10🔗.  საქმისმწარმოებლის პროფესიული სტანდარტები.    ა) აქვს უმაღლესი განათლება;   ბ) იცნობს ბრძანებულებას „საქმისწარმოების ერთიანი წესის შესახებ“;   გ) იცნობს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;   დ) იცნობს საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს შრომის კოდექსს“   ე) შეუძლია კომპიუტერის ძირითადი პროგრამების მოხმარება;   ვ) გაცნობილია საქართველოს კანონს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“;                                                          თავი   IV  მუხლი 11🔗.  საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები.                         1. მეთოდისტს უნდა ჰქონდეს : ა)  უმაღლესი აკადემიური განათლება; ბ) საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; მეთოდისტმა უნდა იცოდეს: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; გ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამელი აღზრდისადა განათლების შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით; დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია; ე) კომპიუტერის და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება; ვ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა-წარმართვა; ზ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება;                          2. აღმზრდელის (აღმზრდელ-პედაგოგის) საკვალიფაკაციო მოთხოვნები: ა) ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს; ბ) ფლობდეს სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარულ მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით; გ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულებით; დ) შეუძლია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართოს სააღმზრდელო-საგნმანათლებლო პროცესი; ე) შეუძლია უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისაკენ მიმართული სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი; ვ) აქვს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარი; ზ) იცის და გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების თეორიები, განვითარების სფეროები, თემატური მიმართულებები; თ) იცნობს ადრეულ და სკოლამდელ აღზრდისა და განათლების სფეროში არსებულ სტანდარტებს; ი) იცის ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული კანონმდებლობა და ინკლუზიური განათლების პრინციპები; კ) იცნობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს და მის საფუძველზე მიღებულ კანონმდებარე აქტებს; სპეციალური განათლების პედაგოგი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი – ინკლუზიის მხარდამჭერები.                          1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს:  ა) აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;                           2. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ადრეული განათლების პრინციპები; დ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები; ე) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა; ვ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის ეფექტურ სტრატეგიებთან დაკავშირებით; ზ) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით; თ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით; ი) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება;                                          თავი   V  მუხლი 12🔗. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები (ექთანი, ექიმი.)        1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; დ) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი. საკვების მომზადების ძირითადი წესები; ე) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები; ვ) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ზ) მენიუს შედგენის წესი; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვთა ფიზიკური განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, როგორც თითოეული ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის; გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; დ) ბავშვებისა და პერსონალის სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა; ვ) ბავშვებისთვის მიწოდეული საკვების ვარგისიანობის დადგენა; ზ) „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება;                                        თავი VI            ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 13🔗. ჯგუფის დამხმარე პერსონალის (აღმზრდელის თანაშემწე) პროფესიული სტანდარტები. აღმზრდელის თანაშემწეს : ა) აქვს სრული ზოგადი განათლება; ბ) იცის კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ; გ) იცნობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მარეგულირებელ ტექნიკურ რეგლამენტს; დ) შეუძლია გუნდური მუშაობა; ე) აქვს უნარი დაეხმაროს საგანმანათლებლო პერსონალს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში; მუხლი 14🔗. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის (დამლაგებელი, მრეცხავი)    პროფესიული სტანდარტები.  ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს : ა) აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) იცნობს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელ რეგლამენტს; გ) იცის ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხო მოხმარების ისნტრუქციები; დ) შეუძლია დაწესებულების შიდა და გარე სივრცის და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; მუხლი 15🔗. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის (მზარეული, მზარეულის თანაშემწე) პროფესიული სტანდარტები.             1. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან სერტიფიკატი მზარეულის/კულინარის სპეციალიზაციით ან სრული ზოგადი განათლება და შესაბამისი უნარები.             2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები; ბ) ჯანსაღი კვების ნორმები; გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი; დ) მენიუს შედგენის წესი; ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები; ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები; ზ) დაწესებულებაში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; თ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ი) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა; მუხლი 16🔗. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის (გაზოპერატორი, დამხმარე მუშა) პროფესიული სტანდარტები. მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; მატერიალური რესურსების გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები; ბ) ტექნიკის და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები; გ) შეუძლია დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება; დ) დაკავებული ოპოზიციიდან გამომდინარე შესაბამისი ტექნიკის გამოყენება; მუხლი 17🔗. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის (დარაჯი) პროფესიული სტანდარტები.             1. აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;             2.  იცის: ა) შენობის და ეზოს უსაფრთხოების საკითხები; ბ) საევაკუაციო გეგმა;           3.   შეუძლია: ა) დაწესებულების შენობის მატერიალური რესურსების უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება; გ) დაწესებულების პერსონალის და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; დ) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;    თავი VII მუხლი 18🔗.  გარდამავალი დებულებები. ა) პერსონალის კვალიფიკაციის და გამოცდილების მიმართ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტში მუშაობენ დაწესებულებაში შესაბამის პოზიციებზე; ბ) მოქმედ ადმინისტრაციულ (მენეჯერი, მოადგილე, მეთოდისტი) და საგანმანათლებლო პერსონალს სავალდებულოდ განესაზღვროთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით გადამზადება.