ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.09.2021
ძალის დაკარგვა 08.05.2025
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,597 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.2021 მიღება
08.05.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2021 წლის 6 სექტემბერი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს „ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი  დანართი ა(ა)პ – ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციები, ქცევისა და ეთიკის ნორმები თავი I. სამსახურებრივი ინსტრუქციები  მენეჯერი წარმართავს და ორგანიზებას უწევს სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობას; პასუხს აგებს საბავშვო ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე; განიხილავს აღმზრდელთა, მშობელთა და სხვა თანამშრომელთა საჩივრებს; პერსონალურად აგებს პასუხს სააღმზრდელო დაწესებულებაში არსებულ ქონებაზე; სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სწორად წარმართვასა და ხარისხზე; შესაბამისი კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნაზე; კვების ნორმების და რაციონის დაცვაზე დამტკიცებული მენიუ-მოთხოვნების ფარგლებში; სააღმზრდელო დაწესებულების რეპუტაციის, ღირსებისა და პრესტიჟის დაცვაზე; ადგენს საბავშვო ბაღის მუშაობის წლიურ გეგმას და უზრუნველყოფს მის შესრულებას; ქმნის აუცილებელ პირობებს ბავშვების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სანიტარიულ-ჰიგიენური წესების,ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და ბავშვების სიცოცხლის დაცვის სხვა პირობების შესრულებას; პასუხს აგებს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი საყოფაცხოვრებო და სანიტარიული პირობების დაცვაზე, კვების ორგანიზებაზე; უზრუნველყოფს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვას, თანამშრომლის ღირსების პატივისცემას; ვალდებულია პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ა(ა)იპ – ახალგორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღში მიმდინარე სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის თაობაზე; ვალდებულია, პერიოდულად გააცნოს მშობლებს საბავშვო ბაღში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული ინფორმაცია; აღრიცხავს და აკონტროლებს ბაგა-ბაღის საწყობში (სამეურნეო, საკანცელიარიო, კვების) არსებული მარაგების მოძრაობას და ყოველი თვის ბოლოს წარადგენს შესყიდვების აუცილებელ ნუსხას; პასუხიმბგებელია შენობის, ტერიტორისაა და მოწყობილობის სანიტარიულ მდგომარეობაზე; ორგანიზებას უწევს და პირადად ამოწმებს ტექნიკური პერსონალის მუშაობას, მონაწილეობს მენიუს შედგენაში რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით; პასუხს აგებს საკვების ხარისხიან და დროულად მომზადებაზე, სამზარეულოსა და საკუჭნაოს სანიტარიულ მდგომარობაზე; თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, ადმინისტრაციული სასჯელის დადების ან წახალისების საკითხებზე დასაბუთებულ წინადადებებს წარუდგენს გაერთიანების დირექტორს; ანგარიშვალდებულია გაერთიანების დირექტორის წინაშე.  მენეჯერის მოადგილე ახორციელებს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისადმი ხელმძღვანელობას; აკონტროლებს სწავლისა და აღზრდის პროგრამის შესრულებას; პასუხს აგებს სასწავლო -აღმზრდელობითი პროცესის სწორად წარმართვაზე; შეისწავლის, განაზოგადებს და ავრცელებს მოწინავე გამოცდილებას; ორგანიზებას უკეთებს მეთოდკაბინეტის მუშაობას; ხელსუწყობს მშობლებს შორის პედაგოგიური ცოდნის პროპაგანდას; პასუხისმგებელია ბაღში ბავშვების პირადი საქმეების მოწესრიგებაზე; აწარმოებს ბაღში ბავშვთა „ჩარიცხვა და განთესვის“ წიგნს;  ანგარიშვალდებულია ბაგა-ბაღის მენეჯერის წინაშე. მეთოდისტი ახორციელებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო მუშაობაზე მეთოდურ ზედამხედველობას; თვალყურს ადევნებს სასწავლო პროგრამების შესრულებას; ზრუნავს ახალი პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვაზე; პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე. ფსიქოლოგი ზრუნავს ბავშვის ზოგად განვითარებაზე; აკვირდება თითოეული ბავშვის ქცევას ჯგუფში და საჭიროების მიხედვით ეხმარება პრობლემურ ბავშვებს; ატარებს ჯგუფურ მეცადინეობას, თამაშს, რომელიც მოიცავს აზროვნების, მეხსიერების, აღქმის, ყურადღების განვითარებას, აკვირდება თამაშის პროცესს, ურთიერთობას მეგობრებთან, მათ კომუნიკაბელურობას; აღმზრდელთათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსგავსი კატეგორიის ბავშვებთან მუშობისთვის.  ლოგოპედი ღსაზრდელთა ინდივიდუალურად შესწავლის გზით ახდენს იმ ბავშვების აღრიცხვას, ვისაც ესაჭიროება ლოგოპედის დახმარება; მუშაობს როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად, ძირითად აქცენტს წარმართავს ბავშვების მეხსიერების, აზროვნების, ყურადღების, წარმოსახვის განსავითარებლად, ლექსიკური მარაგის გარესამყაროზე წარმოდგენის გასამდიდრებლად; მოწოდებულია განუვითაროს ბავშვებს სიტყვის, მარცვლის, ბგერის, აღქმის, ერთმანეთისგან მათი გარჩევის უნარი, აჩვევს სიტყვების მკაფიოდ წარმოთქმას, ენის გასატეხი ლექსების შესწავლისა და სხვა საშუალებების გზით; თამაშებით, თვალსაჩინო დიდაქტიკური მასალის გამოყენებით ავარჯიშებს აზრის თავისუფლად გადმოცემის, სურვილის ჩამოყალიბების და გამოხატვის უნარის განვითარებაში.  ინგლისური ენის მასწავლებელი ვალდებულია შეაჩვიოს ბავშვი უცხო ენაზე მარტივი სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმას თამაშის სახით; ასწავლის ცხოველების, ხილის, ბოსტნეულის, სხვადასხვა საგნების დასახელებას ინგლისურ ენაზე, რაც გაუადვილებს ბავშვს სკოლაში სწავლებას.  მუსიკის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს აღსაზრდელის სწორ მუსიკალურ აღზრდას; სისტემატიურად მუშაობს საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან, ეხმარება მათ სიმღერის შერჩევაში, შესწავლაში, საბავშვო დღესასწაულების მზადებასა და გაფორმებაში; კონსულტაციას უწევს მშობლებს ბავშვების მუსიკალური აღზრდის საკითხებზე; მუშაობს იმ გეგმისა და სამუშაო საათების შესაბამისად,რომელიც შეთანხმებული აქვს საბავშვო ბაღის მენეჯერთან.  აღმზრდელი  აგებს პასუხს თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე;  ბავშვებთან მუშაობისას ხელმძღვანელობს „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტებით“; მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს; მეთოდისტის უშუალო ხელმძვანელობით და სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით, შეიმუშავებს და განავითარებს ჯგუფის დღიურ განრიგს, სასწავლო გეგმას, რომელსაც გააცნობს საბავშვო ბაგა-ბაღის მენეჯერს (მოადგილეს). ყოველთვიურად აბარებს ჩატარებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს საბავშვო ბაღის მენეჯერს. მონაწილეობას იღებს საბავშვო ბაღის პედაგოგიური თათბირების მონაწილეობაში.  მუშაობს მშობლებთან ბავშვების აღზრდის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში დამატებით სთვაზობს აღმზრდელობით, შემეცნებით მასალას.  თანაშემწესთან ერთად პასუხისმგებელია ბავშვთა კვების ორგანიზებაზე. თვალყურს ადევნებს თავისი ჯგუფის ბავშვთა დასწრებას და აღრიცხავს სპეციალურ ჟურნალში. ასრულებს ბაღის სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებს, რაც დაკავშირებულია ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვასა და განმტკიცებასთან, ყურადღებით აკვირდება ბავშვის მდგომარეობას დღის განმავლობაში და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისად ფსიქოლოგს, ექთანს ან მშობელს აწვდის ინფორმაციას. ვალდებულია ორგანიზებულად გადასცეს ბავშვები მის შემცვლელ აღმზრდელს. პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სასწავლო მასალებზე, წიგნებზე და საერთოდ ჯგუფის მთელი ქონების დაცვა-შენახვაზე.  აღმზრდელის თანაშემწე აღმზრდელის მსაგვსად პირადად აგებს პასუხს თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე. მზრუნველობითა და ყურადღებით ეკიდება თავისი ჯგუფის თითოეული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებს. მოვალეა, ზუსტად დაიცვას საერთო სანიტარიული წესები და თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენა. მიაქვს საჭმელი ჯგუფებში და უნაწილებს ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარება კვების პროცესში. უზრუნველყოფს სისუფთვეს ჯგუფში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვალეა გამოიჩინოს გულისხმიერი მზრუნველობა ყველა ბავშვის მიმართ. ისევე როგორც აღმზრდელი, პასუხს აგებს ჯგუფის კუთვნილ სათამაშოებზე, სამუშაო მასალაზე, წიგნებზე და საერთოდ ქონების დაცვა-შენახვაზე., მის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე. ორგანიზატორი ორგანიზებას უწევს დაწესებულებაში საზეიმო ღონისძიებების მომზადებას. ზრუნავს შენობის მხატრულ გაფორმებაზე. პრაქტიკულ და მეთოდურ დახმარებას უწევს აღმზრდელ-პადაგოგებს საშემოდგომო, საახალწლო და გამოსაშვები ღონისძიებების დაგეგმვაში. უზრუნველყობს ღონისძიებების ჩატარებისთვის დარბაზის შესაბამისად გაფორმებას.  მხატვარი ზრუნავს ბაგა-ბაღის შენობაში, ჯგუფებში მიმზიდველი ესთეტიკური გარემოს შექმნაზე. ბავშვის მხატვრული გემოვნების უნარის ელემენტების განვითარებაზე. გამოსაშვები ჯგუფის ბავშვებში ფერების აღქმის, მათი გარჩევის, ჩვევების ჩამოყალიბებაზე, სილამაზის შეგრძნების, სასიამოვნო გარემოს მოთხოვნილების ჩამოყალიბებაზე. სამედიცინო სამსახური: ექიმი, მედდები პირველად დახმარებას უწევს მოულოდნელად ავად გამხდარ ბავშვს, ცალკე გადაჰყავს და ატყობინებს მშობელს და ელოდება საბავშვო ბაღიდან მის გაყვანას. ექთანს არა აქვს მედიკამენტოზური ჩარევის უფლება, იმ შემთხვევაში თუ ამასაუცილებლობა მოითხოვს უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარება. ახორციელებს მეთვალყურეობას, როგორც ეზოსა და შენობის, ასევე ჯგუფებში, სველი წერტილების ადგილებში, პროდუქტების საწყობსა და კვების ბლოკში არსებულ სანიტარიულ მდგომარეობაზე. აწარმოებს ბავშვთა ყოველდღიური დასწრების აღრიცხვას. ადგენს ყოველდღიურ მენიუს და ახორციელებს სათანადო ხელმოწერას. ამოწმებს პროდუქტების ვადებსა და ვარგისიანობას. ესწრება სამზარეულოში კვების მომზადებისა და გაცემის პროცესს. ვალდებულია იცნობდეს კვების ნორმებს, ბავშვთა საკვების დამზადების ძირითად წესებს.  მნე აბარია დაწესებულების პროდუქტის და სამეურნეო საქონლის საწყობი, არის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი, ანგარიშვალდებულია ბაგა-ბაღის მენეჯერის წინაშე. შეისწავლის საწყობში არსებულ ნაშთებს და ყოველი კვირის ბოლოს ინფორმაციას წარუდგენს მენეჯერს. მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს ახალი შეკვეთებისთვის საჭირო პროდუქტების სახეობებს და რაოდენობას. შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ხელმოწერით ადასტურებს მიღებულ პროდუქტს, წონით და საცალო რაოდენობის სიზუსტეს. პასუხიმგებელია საწყობში არსებული პროდუქტის შენახვის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე. ყოველდღიური მენიუ-მოთხოვნების შესაბამისად ახდენს საწყობიდან პროდუქტების გაცემას სამზარეულოსთვის.  მზარეული (მზარეულის თანაშემწე) დაწესებულების დღის რეჟიმის შესაბამისად, უზრუნველყოფს საჭმლის თავის დროზე და ხარისხიანად მომზადებას. მონაწილეობს მენიუს შედგენაში, ზუსტად წონის მიხედვით საწყობიდან იბარებს პროდუქტებს და პასუხისმგებელია მათ სათანადო შენახვასა და ხარჯვაზე, აგრეთვე სამზარეულოში ჭურჭლისა და ინვენტარის სანიტარიულ მდგომარეობაზე. უზრუნველყოფს პროდუქტების ჰიგიენურ დამუშავებას და ბავშვებისთვის საჭმლის კულტურულად მომზადებას და მიწოდებას, მომზადებული საჭმელის გაცემას ბავშვთა გათვალისწინებული ნორმის მიხედვით კვების რეჟიმის ზუსტი დაცვით.  ვალდებულია ეცვას ფორმა, იცოდეს კვების ნორმები, საჭმლის მომზადებისა და შენახვის ზუსტი წესები.  სანტექნიკოსი ვალდებულია სისტემატიურად თვალ-ყური ადევნოს სველ წერტილებს, დაზიანების შემთხვევაში ახდენს მის აღდგენას. აკონტროლებს კანალიზაციას და დაზიანების შემთხვევაში იღებს გადამჭრელ ზომებს. მებაღე სუფთად ინახავს სააღმზრდელო დაწესებულების ეზოს და მიმდებარე ქუჩას, თვალყურს ადევნებს სანაგვე ყუთების გაწმენდას, ასუფთავებს ეზოს.  დარაჯი პასუხისმგებელია შენობის და მასში არსებული ქონების დაცვაზე, პირადად აგებს პასუხს მის უსაფრთხოებაზე, დაზიანების ან რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი. მუშაობს დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე, მუშაობს ყოველ მესამე დღეს. დაწესებულებაში არ შეუშვას უცხო პირები, თუ არ გაარკვევს მათ ვინაობას.  დამლაგებელი ზრუნავს შენობაში სანიტარიულ წესების დაცვაზე, პასუხისმგებელია მისთვის მიჩენილი ფართობის დროულად და ხარისხიანად დალაგებაზე. სისტემატიურად ამოწმებს საპირფარეშოს და პირსაბანს, უკეთებს დეზინფექციას. გაზ-ოპერატორი პასუხისმგებელია გაზის გაყვანილობის გამართულ მუშაობაზე, სისტემატიურად ამოწმებს, რომ არ მოხდეს ავარიული შემთხვევა, დაზიანების შემთხვევაში ღებულობს ოპერატიულ ზომებს. თავი II. ქცევისა და ეთიკის ნომები 1. ეთიკის ნორმები წარმოადგენს ზოგადი პრინციპების ერთობლიობას, რომელიც განსაზღვრავს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგთა და სხვა თანამშრომელთა პროფესული ქცევის წესებს; 2. ეთიკის ნორმები ვრცელდდება ყველა იმ მუშაკზე, ვინც დასაქმებულია სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში; 3. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული ვალდებულების შესრულებისას დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებულია; 4. აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს: ა) საქართველოს კანონის „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ - მოთხოვნათა შესაბამისად; ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტებითა და რეგულაციებით; გ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებათა გათვალისწინებით; დ) ბავშვთა უფლებების კონვენციით; ე) ინკლუზიური განათლებისა და აღზრდის ძირითადი პრინციპებით. 5. აღმზრდელ-პედაგოგი იცავს კონფიდენციალობას აღსაზრდელების, კოლეგების, მშობლების თუ აღზრდა-სწავლების პროცესში ჩართული სხვა პირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგნელი წესით;  6. აღმზრდელ-პედაგოგი მეტყველებს სალიტერატურო ენის ნორმების დაცვით; 7. აღმზრდდელ-პედდაგოგი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის; 8. აღმზრდელ-პედაგოგი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციების კომპეტენტურად შესრულებაზე და მუდმივად ზრუნავს ცოდნის განახლებასა და გაღრმავებაზე; 9. დაწესებულების სახელით საჯარო განცხადების/კომენტარის გაკეთების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგი იცავს ეთიკის ნორმებს და პროფესიულ სტანდარტს. თუ განცხადება/კომენტარი არ არის დაკავშირებული პროფესიულ საქმიანობასთან, სავალდებულოა აღინიშნოს, რომ განცხადება/კომენტარი გამოხატავს მხოლოდ პირადად მის პოზიციას; 10. აღმზრდელ-პედაგოგი თავისუფალია რელიგიური მრწამსის არჩევაში, ამავე დროს, პატივს სცემს სხვის განსხვავებულ შეხედულბებს; 11. აღმზრდელ-პედაგოგი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში და იღებს სამართლიან გადაწყვეტილებებს; 12. აღმზრდელ-პედაგოგი არ აყენებს აღსაზრდელს რაიმე სახის შეურაცხყოფას; 13. აღმზრდელ-პედაგოგი ზრუნავს აღსაზრდელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე; 14. აღმზრდელ-პედაგოგი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა აღსაზრდელის მიმართ განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა ან სხვა ნიშნისა. აღმზრდელ-პედაგოგი ზრუნავს, რომ ყველა ბავშვს მიაწოდოს მარალი ხარისხის მომსახურება, მიუხედავად მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული  შესაძლებლობისა; 15. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს აღსაზრდელთა მშობლების/კანონიერი წარმომადდგენლების ჩართვას დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში. 16. აღმზრდელ-პედაგოგი ხელს უწყობს კოლეგებს შორის ურთიერთნდობის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების გაღვივებას; 17. აღმზრდელ-პედაგოგი, საჭიროების შესაბამისად, პროფესიულ და კვალიფიციურ დახმარებაას უწევს კოლეგებს, უზიარებს მათ ცოდნას და გამოცდილებას; 18. აღმზრდელ-პედაგოგი მოქმედებს კოლეგიალურობის, პროფესიული სოლიდარობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის აუცილებელი სხვა პრინციპების და ნორმების დაცვით; 19. აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს დაწესებულების ხელმძღვანელობასთან და თავისი წვვლილი შეაქვს დაწესებულების განვითარებაში; 20. აღმზრდელ-პედაგოგი პატივისცემით ეპყრობა დაწესებულების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს და დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული თავისებურებისა; 21. დაწესებულების თნამაშრომლები (პერსონალი) თავის საქმიანობაში ყოველთვის პუქნტუალური და მოწესრიგებულნი არიან; 22. თანამშრომლები (პერსონალი) უფრთხილდებიან დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკურ რესურსებს, იყენებენ მათ დანიშნულებისამებრ და იცავენ უსაფრთხოების ზომებს. არ იყენებენენ დაწესებულების რესურსებს თვითნებურად, პირადი მიზნებისთვის; 23. ყველა თანამშორმელი იცავს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების ეთიკურ ნორმებს; 24. ყველა თანამშრომელი უფრთხილდება შესაბამისი დაწესებულების რეპუტაციას და პრესტიჟს.