„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №87-82
სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.016899
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 790 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მუხლი 2
ქონება
განაშენიანების რეგულირების გეგმისა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში (ან მომავალი საკუთრების უფლებით) გადაცემული საცხოვრებელი ბინა ერთეული ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარეობაში
მუხლი 2
ქონების პრივატიზება
ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
პირვანდელი მესაკუთრე
პირი, რომელიც ქონებას გადასცემს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ან მომავალი საკუთრების უფლებით
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
ქონების შეძენით დაინტერესებული პირი
მუხლი 2
სააგენტო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო
მუხლი 2
ქონების პრივატიზების ხელშეკრულება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით სააგენტოს, პირვანდელ მესაკუთრესა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული გარიგება ქონების პრივატიზების თაობაზე
მუხლი 2
თანამშრომლობის მემორანდუმი
სააგენტოსა და პირვანდელ მესაკუთრეს შორის დადებული გარიგება ქონების პრივატიზების ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 15.02.2018 მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ საქართველოს კანონი 88% 25.06.2019 საქართველოს მოქალაქე შოთა ჯიბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 88% 22.06.2017 ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.10.2022 ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული და მის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 11.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87-82 2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 118​1 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება გავრცელდეს, ასევე, განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე, საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ იმ ქონებაზე, რომლის პრივატიზება ვერ განხორციელდა ამ დადგენილების ამოქმედებამდე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ ორჯერ გამართულ საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის გზით.  მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების პრივატიზების წესი“ (შემდგომში – წესი) ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე,  საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული ქონების (შემდგომში – ქონება) პრივატიზების წესსა და პირობებს.  2. ეს წესი ვრცელდება განაშენიანების რეგულირების გეგმის და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე,  საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ მხოლოდ იმ ქონებაზე, რომლის პრივატიზებაც ვერ განხორციელდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით, არანაკლებ ორჯერ გამართულ საჯარო ან/და ელექტრონული აუქციონის გზით. 3. ეს წესი არ ზღუდავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, ამ წესით განსაზღვრული ქონების პრივატიზება განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად. 4. ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელიც არ რეგულირდება ამ წესით, ამ წესის თავისებურებების გათვალისწინებით, მოქმედებს „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს №21-85 დადგენილება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი; ბ) ქონება – განაშენიანების რეგულირების გეგმისა და სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში, მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველ ობიექტზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტების თაობაზე კ-2 კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების შეცვლის, ასევე საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 1-სა (სსზ-1) და საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციის დასაშვები პროცენტულობის გადამეტების მიზნით, მაკომპენსირებელი ღონისძიების სახით მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში (ან მომავალი საკუთრების უფლებით) გადაცემული საცხოვრებელი ბინა ერთეული ე.წ. თეთრ კარკასულ მდგომარეობაში; გ) ქონების პრივატიზება – ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება ამ წესის შესაბამისად; დ) პირვანდელი მესაკუთრე – პირი, რომელიც ქონებას გადასცემს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ან მომავალი საკუთრების უფლებით; ე) დაინტერესებული პირი – ქონების შეძენით დაინტერესებული პირი; ვ) სააგენტო – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო; ზ) ქონების პრივატიზების ხელშეკრულება – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სახელით სააგენტოს, პირვანდელ მესაკუთრესა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული გარიგება ქონების პრივატიზების თაობაზე; თ) თანამშრომლობის მემორანდუმი – სააგენტოსა და პირვანდელ მესაკუთრეს შორის დადებული გარიგება ქონების პრივატიზების ხელშეწყობასთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗. ქონების პრივატიზების წინაპირობები 1. თუ ქონების განკარგვა ვერ განხორციელდა საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების გზით, სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას (შემდგომში – მთავრობა) ამ წესის შესაბამისად ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 2. მთავრობა ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან (შემდგომში – საკრებულო) შეთანხმებით. 3. სააგენტო უფლებამოსილია პირვანდელ მესაკუთრესთან გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი. მუხლი 4🔗. ქონების პრივატიზების პირობები 1. ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას (წარმოდგენილი სააგენტოს მიერ), პირვანდელ მესაკუთრესა და ქონების შემძენს შორის ფორმდება ქონების პრივატიზების შესახებ სამმხრივი ხელშეკრულება. 2. ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა ეფუძნებოდეს ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნას. საკრებულოსთან შეთანხმებით, ქონების საპრივატიზებო საფასურის ოდენობა შესაძლებელია იყოს ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ საექსპერტო/აუდიტორულ დასკვნისაგან განსხვავებული. 3. ქონების პრივატიზების ხელშეკრულებაში, მათ შორის, განისაზღვრება რომ: ა) ქონების შემძენი არის დაინტერესებული პირი; ბ) ქონების პრივატიზების შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ პირვანდელ მესაკუთრისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქონების საპრივატიზებო საფასურის 3 პროცენტს; გ) ქონების პრივატიზების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტისათვის საპრივატიზებო საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს ქონების პრივატიზების ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში. 4. უძრავი ქონების პრივატიზება შესაძლებელია განხორციელდეს პირვანდელ მესაკუთრეზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობებით, რა შემთხვევაშიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას (წარმოდგენილი სააგენტოს მიერ) და პირვანდელ მესაკუთრეს შორის ფორმდება ქონების პრივატიზების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება.