ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 07.09.2021
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.143.016614
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/09/2021
matsne.gov.ge 1,319 სიტყვა · ~7 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში
„პროგრამა“) არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომლის ამოცანაა მოქალაქეებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, ასევე  თავიანთი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ჩართულობის გაზრდის შედეგად, უზრუნველყონ მათ მიერ მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულებას იღებენ ბიუჯეტში გაითვალისწინონ და განახორციელონ მოქალაქეების მიერ, ამ დადგენილებით და შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით, წარდგენილი და შერჩეული პროექტი(ები).
მუხლი 1
მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში
მერი) უზრუნველყოფს პროგრამის და პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, კამპანიის საწარმოებლად ბიუჯეტიდან გამოყოფს შესაბამის დაფინანსებას.
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.07.2024 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.08.2020 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.08.2021 მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.08.2022 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2021 წლის 7 სექტემბერი ხაშური ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 85-ე მუხლის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხაშურის  მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის მერმა, პროგრამული ბიუჯეტის მომზადების პროცესში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით, ყოველწლიურად უზრუნველყოს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელება. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს, ყოველწლიურად მოსაწონებლად, წარუდგინოს მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფორმების (ტერიტორიული, თემატური, შერეული), ზონების და დაფინანსების მოცულობის შესახებ გადაწყვეტილების პროექტები. მუხლი 4🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ ნოზაძე დანართი №1 ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წესის დადგენის შესახებ ეს წესი განსაზღვრავს ხაშურის მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების ძირითად პრინციპებს, მოქალაქეთა მიერ პროექტების შედგენის, განხილვის, წარდგენისა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ პროექტების შესაბამისი წლის ბიუჯეტში ასახვის, განხორციელებისა და მონიტორინგის პროცედურებს. კარი I საერთო დებულებები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ცნება 1. მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) არის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომლის ამოცანაა მოქალაქეებმა, საკუთარი პასუხისმგებლობით, ასევე  თავიანთი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ჩართულობის გაზრდის შედეგად, უზრუნველყონ მათ მიერ მუნიციპალური ბიუჯეტის ნაწილის განკარგვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულებას იღებენ ბიუჯეტში გაითვალისწინონ და განახორციელონ მოქალაქეების მიერ, ამ დადგენილებით და შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით, წარდგენილი და შერჩეული პროექტი(ები). 2. მუნიციპალიტეტის თითოეული წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს პროგრამის განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ოდენობა. 3. მუნიციპალიტეტის მერი (შემდგომში – მერი) უზრუნველყოფს პროგრამის და პროგრამის ფარგლებში წარდგენილი პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოებას, კამპანიის საწარმოებლად ბიუჯეტიდან გამოყოფს შესაბამის დაფინანსებას. მუხლი 2🔗. პროგრამის პრინციპები 1. პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) კოლეგიურობა; დ) მოქალაქეთა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის გაზრდა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში; ე) საბიუჯეტო სახსრების სამართლიანი განაწილება. თავი II პროგრამის არსი მუხლი 3🔗. პროგრამის სახეები 1. პროგრამა შესაძლებელია განხორციელდეს ტერიტორიული, თემატური ან შერეული სახით; 2. პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული ზონების მიხედვით; 3. პროგრამის თემატური სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები ნაწილდება საკრებულოს მიერ შესაბამისი წლისათვის განსაზღვრული თემების მიხედვით. 4. პროგრამის შერეული სახით განხორციელებაა, როცა პროგრამისთვის გამოყოფილი სახსრების განაწილება მოიცავს როგორც ტერიტორიულ, ისე თემატურ ნიშანს და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული სახსრები ნაწილდება. 5. პროგრამის სახე, გასანაწილებელი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა, პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო კამპანიისთვის საჭირო დაფინანსების მოცულობა ყოველწლიურად თანხმდება მუნიციპალიტეტის მერსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის და მერის მიერ აისახება ბიუჯეტის პროექტში, პროექტის საკრებულოში წარდგენამდე. 6. პროგრამის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ ან/და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს. მუხლი 4🔗. პროგრამის განმახორციელებელი ორგანოები და დოკუმენტები 1. პროგრამის დაგეგმვასა და წარმართვაზე პასუხისმგებლები არიან: მერი, საკრებულო და პროგრამის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო); 2. პროგრამის წლიურ სამოქმედო გეგმას, საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ბრძანებით ამტკიცებს მერი; 3. პროგრამის განსახორციელებლად გაწეული სამუშაოს შესახებ საბჭო ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს მერს და საკრებულოს. მუხლი 5🔗. პროექტის შესახებ მოსახლეოების ინფორმირებაზე პასუხისმგებელი პირი 1. პროექტის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაზე პასუხისმგებლები არიან: პროექტის ავტორი და საბჭო; 2. პროექტის საინფორმაციო კამპანიის ფინანსურ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მერი. მუხლი 6🔗. ინფორმირების ფორმები პროგრამის ეფექტიანად განსახორციელებლად საბჭო ქმნის პროგრამის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს როგორც მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის, ისე მის ფარგლებში წარდგენილი პროექტების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების ფორმებსა და მეთოდებს. თავი III საბჭო მუხლი 7🔗. საბჭო 1. პროგრამის განსახორციელებლად მერთან იქმნება საბჭო; 2. საბჭოს შემადგენლობას და საბჭოს ხელმძღვანელს ამტკიცებს მერი; 3. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საკრებულოს შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეები, შესაბამისი მაჟორიტარი დეპუტატები და პროექტების ავტორები; 4. მერი უფლებამოსილია საბჭოს შემადგენლობაში მოიწვიოს პროფესიული და აკადემიური წრეების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია მერთან. მუხლი 8🔗. საბჭოს უფლებამოსილებები 1. საბჭო უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და მერს დასამტკიცებლად წარუდგინოს პროგრამის წლიური სამოქმედო გეგმის პროექტი; ბ) შეიმუშაოს პროგრამის საზოგადოებასთან კომუნიკაციის წლიური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; გ) დამტკიცებული დოკუმენტების ფარგლებში უზრუნველყოს პროგრამის, მისი საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულება; დ) შეიმუშაოს და მერს დასამტკიცებლად წარუდგინოს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმები; ე) კოორდინაცია და საკონსულტაციო მხარდაჭერა გაუწიოს მოქალაქეებს/საინიციატივო ჯგუფებს საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში; ვ) დაარეგისტრიროს მოქალაქეების/საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადები; ზ) მოახდინოს საპროექტო განაცხადების პირველადი ტექნიკური გადარჩევა ამ დადგენილების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით; თ) ორგანიზება გაუწიოს მოსახლეობისათვის პროექტების წარდგენისა და განხილვის, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმართვის პროცესს; ი) ორგანიზება გაუწიოს დასახლებებში შემოსული პროექტებისათვის ხმის მიცემის პროცედურას; კ) მოამზადოს და დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის, მერისა და საკრებულოსთვის წარსადგენი პროგრამის მიმდინარეობის ანგარიშები; ლ) არაუგვიანეს 1-ელი ნოემბრისა, მერს წარუდგინოს მომავალი წლის ბიუჯეტში პროგრამით განსაზღვრული და მოქალაქეების მიერ შერჩეული საპროექტო წინადადებების ნუსხა. მუხლი 9🔗. საბჭოს სხდომების მოწვევა და გადაწყვეტილების მიღება 1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საბჭოს ხელმძღვანელის მიერ; 2. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუკი სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა. 3. საბჭოს სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომლის შედგენასაც საბჭოს ხელმძღვანელი ავალებს საბჭოს რომელიმე წევრს, ან მერიის შესაბამის მოხელეს; 4. საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს ხელმძღვანელს ან საბჭოს წევრთა 1/3-ს. 5. საბჭოს რიგგარეშე სხდომის ინიცირების უფლება აქვს აგრეთვე საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლების მქონე პირთა 1/3-ს. ინიცირება წარედგინება საბჭოს ხელმძღვანელს, რომელიც წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას. თავი IV მერის და საკრებულოს უფლებამოსილებები მუხლი 10🔗. მუნიციპალიტეტის მერი 1. პროგრამის განხორციელების პროცესში, მერი: ა) საკრებულოსთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების ფორმის, ზონებისა და დაფინანსების მოცულობასთან დაკავშირებით; ბ) ამტკიცებს საბჭოს, საბჭოს დებულებას, საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას და საბჭოს ხელმძღვანელს; გ) საბჭოს წარდგინების საფუძველზე, ბრძანებით ამტკიცებს პროგრამის წლიურ სამოქმედო გეგმას; დ) იღებს გადაწყვეტილებას პროგრამისა და პროექტების საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერისთვის საჭირო ფინანსური სახსრების გამოყოფის შესახებ; ე) არის გარანტორი, რომ ყველა პროექტს ექნება თანაბარი საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; ვ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას; ზ) შესაბამის სამსახურებს ავალებს საბჭოს მიერ წარდგენილი საპროექტო განაცხადების საფუძველზე შესაბამისი პროექტის მომზადებას; თ) იღებს გადაწყვეტილებას შერჩეული პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვის შესახებ. ი) იღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო განაცხადების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღების შესახებ; კ) ამტკიცებს პროექტების შერჩევის მიზნით გასამართი კენჭისყრის ფორმას და პროცედურებს; ლ) ამტკიცებს საკონკურსო პროექტების განაცხადის ფორმებს. მუხლი 11🔗. საკრებულო 1. პროგრამის განხორციელების პროცესში, საკრებულო: ა) განკარგულების ფორმით, ყოველწლიურად იწონებს მერის გადაწყვეტილებას პროგრამის განხორციელების ფორმის, ზონებისა და დაფინანსების მოცულობის შესახებ; ბ) შესაბამის კომისიებში იხილავს, იძლევა შეფასებებს და რეკომენდაციებს პროექტების მიმდინარეობასა და შედეგებთან დაკავშირებით; გ) ისმენს საბჭოს ანგარიშს მონაწილეობითი ბიუჯეტის განხორციელების თაობაზე გაწეული სამუშაოს შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის  თავი V საპროექტო განაცხადების შერჩევის პროცესი მუხლი 12🔗. საპროექტო განაცხადი და განაცხადების მიღების ვადები 1. საპროექტო განაცხადის ფორმები მტკიცდება მერის მიერ და ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონული, ისე წერილობითი ფორმით ყველა დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფისა თუ მოქალაქისთვის; 2. საპროექტო განაცხადები მიიღება მერის მიერ განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 13🔗. საპროექტო განაცხადების შეტანაზე უფლებამოსილი პირები 1. საპროექტო განცხადის შეტანა შეუძლია: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ნებისმიერ მოქალაქეთა ჯგუფს (საინიციატივო ჯგუფი); გ) დასახლების საერთო კრებას; დ) პროგრამის ტერიტორიული სახით განხორციელების დროს - მხოლოდ იმ პირს ან საინიციატივო ჯგუფს, რომელთა წევრებიც რეგისტრირებულნი არიან საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ზონაში შემავალ რომელიმე დასახლებაში, ასევე შესაბამისი დასახლების საერთო კრებას. მუხლი 14🔗. საპროექტო განაცხადების მიღება და პირველადი გადარჩევა 1. საპროექტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც მერიაში, ისე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან. მერია უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოყოს დამატებით ადგილები პროგრამის საპროექტო განაცხადების მისაღებად; 2. საპროექტო განაცხადს ენიჭება ინდივიდუალური ნომერი და გადაეცემა საბჭოს შესაბამისი ფუნქციით აღჭურვილ თანამშრომელს. 3. საბჭო, საპროექტო განაცხადების მიღებიდან 2 კვირის ვადაში, ასრულებს პირველად გადარჩევას და შესაბამის პასუხებს აცნობებს საპროექტო განაცხადის ავტორებს; 4. საბჭო, საპროექტო განაცხადების პირველადი გადარჩევის დროს, ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: ა) საპროექტო განაცხადის იდეა შესაძლებელია განხორციელდეს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა ფარგლებში; ბ) შემოტანილია უფლებამოსილი პირის მიერ; გ) პროექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ზონისთვის/თემატიკისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს; დ) დაცულია ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა პირობები. მუხლი 15🔗. შერჩეული პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვა 1. შერჩეული პროექტები, საბჭოს რეკომენდაციით, წარედგინება მერს ბიუჯეტის პროექტში ასახვის მიზნით არაუგვიანეს 1-ელი ნოემბრისა. 2. შერჩეული პროექტების ბიუჯეტის პროექტში ასახვისა და პროექტირების ეტაპზე მერი და საბჭო ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროექტის ავტორის ინფორმირება. თავი VI პროექტის განხორციელება და მონიტორინგი მუხლი 16🔗. პროექტის განხორციელება 1. პროექტის განხორციელების თითოეულ ეტაპზე შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება პროექტის ავტორს და პროაქტიულად გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე; 2. მერი უზრუნველყოფს პროექტის ავტორის ჩართვას პროექტის მონიტორინგის პროცესში.