„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №451 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დანართ №1.4-ის („მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა შრომის ანაზღაურების სუბსიდირების გზით“) მე-2 მუხლს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) დაცული სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის არის ადაპტირებული.“.
2. დანართ №1.4.1-ის („სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი“) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. კონტროლი
ამავე კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი.“.
3. დანართ №1.4.1-ის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.4.2 („დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი“):
„დანართი №1.4.2
დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი
კომპონენტის მიზანია დამსაქმებლის მიერ, სააგენტოსთან შეთანხმებით, ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის არის ადაპტირებული.
1. დაცულ სამუშაო ადგილს ქმნის დამსაქმებელი სააგენტოსთან შეთანხმებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
2. სააგენტო უფლებამოსილია, დაცული სამუშაო ადგილის სამუშაო გარემოს ადაპტირებისთვის ან შექმნისთვის განახორციელოს დამსაქმებლის სუბსიდირება იმ პირობით, რომ ეს სამუშაო გარემო სულ მცირე 3 წელს იფუნქციონირებს.
3. დაცული სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს აგრეთვე სპეციალური ვაკანსია, რომელსაც მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი დაიკავებს. დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირება დამსაქმებელსა და სააგენტოს შორის წინასწარ წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული.
4. დაცული სამუშაო ადგილის სახეობებს, მათ შექმნასა და მათი სამუშაო გარემოს ადაპტირებას, დაცული სამუშაო ადგილისთვის დამსაქმებლის სუბსიდირების მოცულობას, თანხის ნაწილობრივ გადახდასა და თანამონაწილეობას განსაზღვრავს სამინისტრო, სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.
1. დამსაქმებელი სააგენტოს წარუდგენს განცხადებას კომპონენტის მოსარგებლედ რეგისტრირების შესახებ და სააგენტოს მიერ წინასწარ მოთხოვნილ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ბრძანებით.
2. დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების მიზნით, პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია განიხილავს დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას.
3. სააგენტო უზრუნველყოფს დამსაქმებლის სუბსიდირებას კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, არაუმეტეს 50%-ისა.
4. დამსაქმებელი ვალდებულია, სააგენტოს სუბსიდირებით შექმნილი ადაპტირებული სამუშაო გარემო შეინარჩუნოს 3 წლის ვადით.
კომპონენტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სააგენტოში რეგისტრირებული შშმ და სსსმ პირები და დამსაქმებლები, რომლებიც გამოხატავენ მზაობას, შექმნან ადაპტირებული სამუშაო გარემო.
ამავე კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარისა და დამსაქმებლების ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტოში პროგრამის მონიტორინგის მიზნით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი.
შესრულების ინდიკატორებია:
ა) შექმნილია დაცული სამუშაო ადგილები;
ბ) შშმ/სსსმ პირი დასაქმებულია დაცულ სამუშაო ადგილზე.“.
|