“საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე.”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№39
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.11.113.004.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 23/04/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.113.004.893

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №39

2001 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილება და დამატება.

1. დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13 დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.”.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი.

IV1. დეპარტამენტის სტრუქტურა

151. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურაშია:

ა) საორგანიზაციო-საფინანსო სამმართველო;

ბ) ენერგეტიკული სამმართველო;

გ) ტექნიკური სამმართველო;

დ) სერტიფიკაციისა და სათბობის ხარისხის სამმართველო;

ე) იურიდიული სამსახური..

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. მირცხულავა