„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
050040000.48.065.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის-საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

ბრძანება №3

2021 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონის 81 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2011 წლის 14 დეკემბრის №04 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 111214002, 16.12.2011, 050040000.48.065.016004) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსისპუნქტი:

„მ) ისმო-ს ციფრული წვდომის სისტემა „DAS“ (შემდგომ – „DAS“) – ისმო-ს ელექტრონული სისტემა, რომელიც მის მონაწილე ინტელექტუალური საკუთრების უწყებებს საშუალებას აძლევს ელექტრონული სისტემის მეშვეობით უსაფრთხოდ გაცვალონ პარიზის კონვენციით გათვალისწინებული განაცხადის პრიორიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.“.

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში მატერიალური ფორმით ან საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) – https://online.sakpatenti.gov.ge/ მეშვეობით. საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საგანაცხადო მასალები ელექტრონული სახით მონაცემთა ელექტრონული მატარებლის გამოყენებით (მაგ., CD-ROM დისკი). ელექტრონული სახით წარმოდგენილი საგანაცხადო მასალები შედგენილი უნდა იყოს „.doc“ ფორმატში, Sylfaen-ის ფონტით.

2. განცხადება წარდგენილ უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე საქპატენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმით, ხოლო სხვა საგანაცხადო მასალები ნებისმიერ ენაზე.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–16 პუნქტები:

„11. საქპატენტში საგანაცხადო მასალების მატერიალური ფორმით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, ყველა სახის დოკუმენტი განმცხადებელს ეგზავნება მატერიალური ფორმით.

12. საქპატენტში საგანაცხადო მასალების ელექტრონული სისტემით წარდგენის შემთხვევაში, საქმისწარმოების ფარგლებში, განმცხადებელს ყველა სახის დოკუმენტი   ეგზავნება საქპატენტის ელექტრონული სისტემის მეშვეობით და მისთვის ჩაბარებულად ითვლება სისტემაში ასახვისთანავე. ამ მომენტიდან იწყება კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლა ყველა შესაბამისი მომდევნო ქმედებისთვის.

13. საქპატენტში განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შემდგომ, განმცხადებლის მიერ საქმისწარმოების მატერიალური ფორმით გაგრძელების მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის დღიდან განაცხადზე აღარ გავრცელდება ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით საფასურებზე კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14. საქპატენტში განაცხადის მატერიალური ფორმით წარდგენის შემდგომ, განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საქმისწარმოების ელექტრონული ფორმით გაგრძელება. ამ შემთხვევაში, განაცხადზე არ გავრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ელექტრონულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით დადგენილი შეღავათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

15. დამატებითი ინფორმირების მიზნით, განმცხადებელს შესაძლებელია გაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება განაცხადთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ.

16. ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული საქმისწარმოების წესი ვრცელდება, ასევე, პატენტის გაცემის შემდგომ საქმისწარმოებაზეც.“.

4. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია, ასევე, „DAS“ სისტემის მეშვეობით.“.

5. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 26 1 მუხლი:

„მუხლი 261. წინასწარი ძიება

1. დაცვის ობიექტის დადგენის ეტაპზე საქპატენტი ატარებს ტექნიკის დონის წინასწარ კვლევას (წინასწარ ძიებას) გამოგონების სიახლისა და საგამომგონებლო დონის წინასწარი შეფასების და განმცხადებლის ინფორმირების მიზნით.

2. ძიების შედეგების საფუძველზე ხდება წინასწარი ძიების ანგარიშის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტების ჩამონათვალს და მათთან მიმართებით გამოგონების სიახლისა და საგამომგონებლო დონის წინასწარ შეფასებას. ძიების ანგარიშს თან ერთვის ძიების ისტორია, რომელშიც გადმოცემულია ძიების დროს გამოყენებული საძიებო ბრძანებები.

3. განმცხადებელს ეგზავნება წინასწარი ძიების ანგარიში, რომელსაც  აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

4. საქპატენტი წინასწარ ძიებას არ ატარებს იმ საერთაშორისო განაცხადზე, რომლისთვისაც ის არის აღნიშნული ან არჩეული უწყება და რომელზეც ჩატარებულია საერთაშორისო ძიება.“.

6. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 და მე-3 პუნქტები:

„2. ტექნიკის დონის განსაზღვრის საფასურზე 50%-იანი შეღავათით სარგებლობისთვის განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისო საძიებო უწყების მიერ მომზადებული წერილობითი დასკვნის (PCT/ISA/237) და პატენტუნარიანობის შესახებ საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის წერილობითი დასკვნის (PCT/IPEA/409), ასეთის არსებობის შემთხვევაში, თარგმანი ქართულ ენაზე.

3. ტექნიკის დონის განსაზღვრის საფასურზე გათვალისწინებული 50%-იანი შეღავათი ვრცელდება გამოგონების ფორმულის მხოლოდ იმ მუხლებზე, რომელთა მიმართაც გაცემულია საერთაშორისო ძიების ანგარიში (PCT/ISA/210) ან/და საერთაშორისო წინასწარი ექსპერტიზის დასკვნა (PCT/IPEA/409).“.

7. 47-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანაცხადო მასალების დამოწმებულ ასლს საქპატენტი გასცემს წერილობითი ფორმით მიმართვიდან და დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენიდან 1 თვის ვადაში. განმცხადებლის მოთხოვნით, საქპატენტი  დოკუმენტს გასცემს, ასევე, „DAS“ სისტემის მეშვეობით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმანანა ფრუიძე