უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის
ბრძანება № 02-1908/ო
2021 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) ფილიალების ძველი ფაქტიური მისამართების:
ა) ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. №154;
ბ) თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა;
გ) ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ.№19;
დ) ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6.
ნაცვლად დაფიქსირდეს ახალი ფაქტიური მისამართები:
ა) ქ. ბათუმი, პუშკინის ქ.№154; ( საკადასტრო კოდი 05.27.11.033);
ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. თეთრიწყარო, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ;
გ) ჩხოროწყუ, სტალინის ქუჩა, შესახვევი №3;
დ) ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა.
2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ს/კ 205307960, ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება შემდეგ ფაქტიურ მისამართზე:
ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, ბლოკი №063, ნაკვეთი №099
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
საფუძველი:
სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. კალანდიას განცხადება: №86246 06.09.2021წ. და თანდართული დოკუმენტაცია.
დირექტორი ზაალ კაპანაძე