უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-1908/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება № 02-1908/ო

2021 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 36, მუხლი 9, მე-16 პუნქტი) და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-2 მუხლი, პირველი პუნქტი, „დ“ ქვეპუნქტი) შესაბამისად, ვბრძანებ:

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) ფილიალების ძველი ფაქტიური მისამართების:

ა) ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. №154;

ბ) თეთრიწყარო, რუსთაველის ქუჩა;

გ) ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ.№19;

დ) ქ. წალენჯიხა, ჭურღულიას ქ.№6.

 

ნაცვლად დაფიქსირდეს ახალი ფაქტიური მისამართები:

ა) ქ. ბათუმი, პუშკინის ქ.№154; ( საკადასტრო კოდი 05.27.11.033);

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. თეთრიწყარო, დიდგორის ქუჩის მიმდებარედ;

გ) ჩხოროწყუ, სტალინის ქუჩა, შესახვევი №3;

დ) ქ. წალენჯიხა, გამსახურდიას ქუჩა.


2. სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ (ს/კ 205307960, ფაქტიური მისამართი: ქ. თბილისი, ქერჩის ქ. №8) მიეცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება შემდეგ ფაქტიურ მისამართზე:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, ბლოკი №063, ნაკვეთი №099

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი:
სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ დირექტორის ა. კალანდიას განცხადება: №86246 06.09.2021წ. და თანდართული დოკუმენტაცია.

 

დირექტორი                                                                                                      ზაალ კაპანაძე

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2021.
როდის იქნა მიღებული „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
„უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 07.09.2021. მიმღები ორგანო — სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №02-1908/ო.
სად არის „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილებების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“, №02-1908/ო, 07.09.2021 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5256069/