ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევისთვის კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 07.09.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №429
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016641
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2021
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.09.2021 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში, რობერტ ბარძიმაშვილის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორის სიკო დოლიძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მონაკვეთისთვის და ჯუმბერ ლეჟავას I შესახვევისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საინგილოს ქუჩასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის საინგილოს I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, მეგობრობის I შესახვევისთვის და მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის საზოგადო მოღვაწის ვახტანგ მალაყმაძის სახელის მინიჭების შესახებ ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ნასახლარის ქუჩისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი შესახვევისთვის პოეტის ფრიდონ ხალვაშის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევისთვის კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №429
2021 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევისთვის კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის შესახვევს მიენიჭოს კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე