⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.04.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.09.2021
ძალის დაკარგვა 20.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №460
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.023016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 728 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.09.2021 მიღება
20.04.2022 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №460 2021 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესს (შემდგომში – წესი). მუხლი 2🔗. მიზნობრივი ჯგუფი ამ წესის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები; ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) და მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები. მუხლი 3🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია: ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები; ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც  მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი; გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში მოპოვებული ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან მსოფლიო/ევროპის (მათ შორის, შშმ პირთა შორის) ჩემპიონატებში მოპოვებული პირველი ადგილის/ოქროს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით). მუხლი 4🔗. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა 1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი და, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. 2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ. მუხლი 5🔗. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 1. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის ჩარიცხვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში. მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულება ეს წესი ასევე გავრცელდეს იმ პირებზე, რომლებმაც „ტოკიო 2020-ის“ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვეს პირველი ადგილი/გახდნენ ოქროს მედალოსნები.