“სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ.”
მიღების თარიღი 16.08.2001
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №300/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.923
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 24/08/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საშიშროების კატეგორია | „ა“ კლასი უსაფრთხო |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ.”
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.karixml, li.karixml, div.karixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახლმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.004.923
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №300/ნ
2001 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ
სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული რეჟიმის დაცვის, ჯანმრთელობისათვის საშიში ნარჩენებისადმი უმართებულო მოპყრობით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების, საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ნარჩენების მენეჯმენტის წესების შესაბამისად წარმოების მიზნით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ნორმირების სახელმწიფო სისტემის ნორმატიული დოკუმენტი, სანიტარული წესები და ნორმები – „სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარული წესები“ (დანართი 1).
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ა. ზოიძეს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
2.1.7. ნიადაგი, დასახლებული ადგილების დასუფთავება, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენები. ნიადაგისა და ტერიტორიების სანიტარიული დაცვა
სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესები
The Sanitaryc rules of waste collection, keeping and removal for medical establishments (healthcare waste)
სანიტარიული წესები და ნორმები
სანწდან 2.1.7.000-00
I. გამოყენების სფერო
1. წინამდებარე წესები განკუთვნილია ყველა ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისათვის, ასევე იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც საქმიანობენ ჯანდაცვის სფეროში და ევალებათ შეასრულონ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება, შენახვა და ტრანსპორტირება, აგრეთვე ახორციელებენ გადამამუშავებელი და გამაუვნებელი დანადგარებისა და მყარი ნარჩენების სამარხი პოლიგონების პროექტირებასა და ექსპლუატაციას.
2. წინამდებარე წესების დებულებებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ყველა ტიპის სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებისათვის, ასევე პ.1.-ში მითითებული სხვა დაწესებულებებისათვის, მიუხედავად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა.
3. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახური.
II. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესებითა და ნორმებით განისაზღვრება – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ყველა სახის ნარჩენის შეგროვების, შენახვის, გადამუშავების, გაუვნებლებისა და გატანის წესები.
2. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენებია, ყველა სახის ნარჩენი, რომელიც წარმოიქმნება:
ა) საავადმყოფოებში (საქალაქო, კლინიკური, სპეციალიზებული, საუწყებო, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ან უმაღლესი სასწავლებლის შემადგენლობაში შემავალი);
ბ) პოლიკლინიკებში (მ.შ. მოზრდილებისა, ბავშვთა, სტომატოლოგიური);
გ)დისპანსერებში;
დ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურებში;
ე) სისხლის გადასხმის სადგურებში;
ვ) ავადმყოფთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებუ-ლებებში;
ზ) სამედიცინო პროფილის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასწავლებლებში;
თ) ვეტერინარულ სამკურნალოებში;
ი) აფთიაქებში;
კ) ფარმაცევტულ წარმოებებში;
ლ) გამაჯანსაღებელ დაწესებულებებში (სანატორიუმი, პროფილაქტორიუმი, დასასვენებელი სახლი, პანსიონატი);
მ) სანიტარიულ-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში;
ნ) სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დაწესებუ-ლებებში;
ო) სამედიცინო ლაბორატორიებში (მ.შ. ანატომიური, პათოლოგანატომიური, ბიოქიმიური, მიკრობიოლოგიური, ფიზიოლოგიური);
პ) სამედიცინო დახმარების კერძო დაწესებულებებში.
3. ნარჩენების მართვისა და უსაფრთხო მოპყრობის ორგანიზების მიზნით, ყოველ მსხვილ და საშუალო სიმძლავრის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებუ-ლებაში საჭიროა დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით დაინიშნოს შესაბამისი განათლების მქონე (ექიმი-ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი) პასუხისმგებელი პირი, ან დაიდოს ხელშეკრულება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან, აღნიშნული სამუშაოების შესრულების თაობაზე.
III. სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია
1. პროფილისა და სიმძლავრის (საწოლთა ფონდის) მიუხედავად, ყოველი სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება სხვადასხვა ფრაქციული შედგენილობისა და საშიშ-როების კლასის ნარჩენები.
2. ნარჩენები იყოფა საშიშროების 5 კლასად, ეპიდემიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და რადიაციული საშიშროების მიხედვით (ცხრილი 1):
„ა” კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების უსაფრთხო ნარჩენები.
„ბ” კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების საშიში (სარისკო) ნარჩენები.
„გ” კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განსაკუთრებით საშიში ნარჩენები.
„დ” კლასი – სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენები, რომლებიც შედგენილობის მიხედვით საწარმოო ნარჩენებს უტოლდება.
„ე” კლასი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების რადიაქტიური ნარჩენები.
IV. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სისტემის ორგანიზების ზოგადი წესები
1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე ნარჩენების ორგანიზებული შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სისტემა უნდა მოიცავდეს შემდეგ რგოლებს:
ა) ნარჩენების შეგროვება სამედიცინო განყოფილე-ბებში;
ბ) ნარჩენების გადატვირთვა და ტრანსპორტირება კორპუსთა(შორის) სანაგვე კონტეინერებში;
გ) ნარჩენების დროებითი შენახვა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე;
დ) სანაგვე კონტეინერების ტრანსპორტირება ნარჩე-ნების გაუვნებლების ადგილამდე.
2. თითოეულ რგოლში ჩასატარებელი სამუშაოების თანამიმდევრობა და წესი განისაზღვრება წინამდებარე სანიტარიული წესების შესაბამის განყოფილებებში.
3. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე წარმოქმნილ ნარჩენებს წაეყენება განსხვავებული მოთხოვნები (საშიშროების კლასისადმი კუთვნილების შესაბამისად), შეგროვების, დროებითი შენახვისა და ტრანსპორტირებისადმი.
4. დაუშვებელია სხვადასხვა კლასის ნარჩენების შე-რევა შეგროვების, დროებითი შენახვის ან ტრანსპორტირების რომელიმე სტადიაზე.
5. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, მოცემული დაწესებულების ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტთან ერთად, საჭიროა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირი, ვინც პირველადი შეგროვების ადგილზე აკონტროლებს ნარჩენების მიმოქცევას და ახდენს ერთჯერადი მოცულო-ბების (პაკეტები, ბაკები) ჰერმეტიზებას.
6. ნარჩენების შეგროვების, დრებითი შენახვისა და ტრანსპორტირების სამუშაოებზე არ დაიშვებიან პირები, რომელთაც არ გაუვლიათ წინასწარი მომზადება.
7. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების პერსონალის მომზადება ნარჩენებისადმი მოპყრობის საკითხებში, ეკისრება მოცემული დაწესებულების ხელ-მძღვანელის მიერ დანიშნულ, ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელ პირს.
კარი II. ძირითადი ნაწილი
V. ნარჩენების შეგროვების წესი სამედიცინო ქვედანაყოფებში
1. საშიშროების სხვადასხვა კლასის ნარჩენებს, წაეყენება განსხვავებული მოთხოვნები მათი ეპიდემიოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და რადიაციული საშიშროების ხარისხის შესაბამისად.
2. „ა” კლასის ნარჩენები
ა) „ა” კლასის ნარჩენები, შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:
ა.ა) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებების პალატები (ინფექციური, კანისა და ვენერიული, ფტიზიატრიული, მიკოლოგიურის გარდა);
ა.ბ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ადმინისტრაციულ-სამეურნეო სათავსები;
ა.გ) ცენტრალური კვების ბლოკი, განყოფილებების ბუფეტები (ინფექციური, კანისა და ვენერიული, ფტიზიატრიული, მიკოლოგიურის გარდა);
ა.დ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების კორპუსებს გარე ტერიტორია.
ბ) „ა” კლასის ნარჩენები უნდა შეგროვდეს ერთჯერად პაკეტებსა ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში. ერთჯერადი გამოყენების პაკეტები უნდა მოთავსდეს სპეციალურ ურიკებზე ან მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელში. მრავალჯერადი გამოყენების შევსებული ჭურჭელი და ერთჯერადი პაკეტები უნდა გადაიტვირთოს მოცემული საშიშროების კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში. მრავალჯერადი გამოყენების ტარა ნარჩენების შეგროვებისა და დაცლის შემდომ საჭიროებს აუცილებელ რეცხვასა და დეზინფიცირებას.
გ) „ა” კლასის მსხვილგაბარიტიანი ნარჩენები უნდა შეგროვდეს მსხვილგაბარიტიანი ნარჩენებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ბუნკერებში. მსხვილგაბარიტიანი ნარჩენების ზედაპირები და აგრეგატები, რომლებიც იმყოფებოდა კონტაქტში ინფიცირებულ მასალებთან ან ავადმყოფებთან, ექვემდებარება აუცილებელ დეზინფექციას.
3. „ბ” კლასის ნარჩენები
ა) „ბ” კლასის ნარჩენები, შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:
ა.ა) საოპერაციო;
ა.ბ) სარეანიმაციო;
ა.გ) საპროცედურო, შესახვევი და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების სხვა სამანიპულაციო-დიაგნოსტიკური სათავსები;
ა.დ) სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ინფექციურ, კანისა და ვენერიულ სნეულებათა განყოფილებები;
ა.ე) სამედიცინო და პათოლოგანატომიური ლაბორატორიები;
ა.ვ) III-IV პათოგენურობის ჯგუფის მიკროორგანიზმებთან მომუშავე ლაბორატორიები;
ა.ზ) ვივარიუმები, ვეტერინარული სამკურნალოები;
ბ) ზემოთ ჩამოთვლილ ქვეგანყოფილებებში წარმოქმნილი ნარჩენები საჭიროებს აუცილებელ დეზინფექციას და შეგროვებას ერთჯერად ჰერმეტულ ტარაში;
გ) რბილი ტარა (ერთჯერადი გამოყენების პაკეტები) საჭიროა დამაგრდეს სპეციალურ სადგარებზე (ურიკებზე);
დ) ერთჯერადი გამოყენების პაკეტის 3/4-ით შევსების შემდგომ, საჭიროა მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება, რაც უნდა განახორციელოს მოცემულ ქვედანაყოფში ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა. ერთჯერადი პაკეტის ჰაერისაგან დაცლისა და ჰერმეტიზების სამუშაოები, უნდა ჩატარდეს რეზინის ხელთათმანებითა და დოლბანდის ნიღბით;
ე) საოპერაციოებსა და ლაბორატორიებში წარმოქმნილი ორგანული ნარჩენები, მიკრობიოლოგიური კულტურები და შტამები, ვაქცინები, ვირუსოლოგიური სახიფათო მასალები, დეზინფექციის შემდეგ საჭიროა შეგროვდეს მყარ, ერთჯერადი გამოყენების ჰერმეტულ ტარაში;
ვ) დეზინფიცირებული ბასრი ინსტრუმენტები (ნემსები, კალმები) უნდა შეგროვდეს სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით, მყარ, ერთჯერადი გამოყენების ტარაში;
ზ) „ბ” კლასის ნარჩენების ყველა სახეობის ტრანს-პორტირება სამედიცინო ქვეგანყოფილების გარეთ, უნდა განხორციელდეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ტარაში, მისი აუცილებელი ჰერმეტიზაციის შემდგომ;
თ) საჭიროა „ბ” კლასის ნარჩენებით შევსებული ერთჯერადი გამოყენების ტარის (პაკეტები, ბაკები) ნიშანდება შესაბამისი აღნიშვნით – „საშიში ნარჩენები. „ბ” კლასი”, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების დასახელების, ქვედანაყოფის კოდის, თარიღისა და ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის გვარის მითითებით;
ი) სათანადოდ მარკირებული და ჰერმეტიზებული, ერთჯერადი გამოყენების ტარაში (პაკეტები, ბაკები) ჩაყრილი ნარჩენები უნდა ჩაიტვირთოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების კორპუსებს შორის მდგარ, „ბ” კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონ-ტეინერებში.
4. „გ” კლასის ნარჩენები
ა) „გ” კლასის ნარჩენები შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში წარმოიქმნება:
ა.ა)განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ინფექციებით დაავადებული პაციენტების სამკურნალო ქვედანაყოფები;
ა.ბ)I-II პათოგენურობის ჯგუფის მიკროორგანიზმებთან მომუშავე ლაბორატორიები;
ა.გ) ფტიზიატრიული და მიკოლოგიური კლინიკები (განყოფილებები).
ბ) ზემოაღნიშნულ ქვედანაყოფებში წარმოქმნილი ნარჩენები საჭიროებს აუცილებელ დეზინფექციას მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
გ) „გ” კლასის ნარჩენები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი გამოყენების ტარაში. რბილი ტარა (ერთჯერადი გამოყენების პაკეტები) საჭიროა დამაგრდეს სპეციალურ სადგარებზე (ურიკებზე).
დ) ერთჯერადი გამოყენების პაკეტის 3/4-ით შევსების შემდგომ, საჭიროა მისი ჰაერისგან დაცლა და ჰერმეტიზება, რაც უნდა განახორციელოს მოცემულ ქვედანაყოფში ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა, I-II პათოგენურობის ჯგუფის გამომწვევებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების დაცვით.
ე) მიკრობიოლოგიური კულტურები და შტამები, ვაქცინები უნდა შეგროვდეს ერთჯერადი გამოყენების, მყარ, ჰერმეტულ ტარაში.
ვ) „გ” კლასის ნარჩენების ყველა სახეობის ტრანსპორტირება სამედიცინო ქვედანაყოფის გარეთ, უნდა ხდებოდეს მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების ტარაში, მისი აუცილებელი ჰერმეტიზაციის შემდგომ.
ზ) საჭიროა „გ” კლასის ნარჩენებით შევსებული ერთჯერადი გამოყენების ტარის (პაკეტები, ბაკები) ნიშანდება შესაბამისი აღნიშვნით – „განსაკუთრებით საშიში ნარჩენები. „გ” კლასი”, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების დასახელების, ქვედანაყოფის კოდის, თარიღისა და ნარჩენების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის გვარის მითითებით.
თ) სათანადოდ მარკირებული და ჰერმეტიზებული, ერთჯერადი გამოყენების ტარაში (პაკეტები, ბაკები) განთავსებული ნარჩენები უნდა ჩაიტვირთოს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების კორპუსებს შორის მდგარ, „გ” კლასის ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში.
5. „დ” კლასის ნარჩენები
ა) „დ” კლასის ნარჩენების წარმოქმნის ადგილებია:
ა.ა) დიაგნოსტიკური ქვედანაყოფები;
ა.ბ) ქიმიოთერაპიის განყოფილებები;
ა.გ) პათოლოგიური ანატომიის განყოფილებები;
ა.დ) ფარმაცევტული საამქროები, აფთიაქები, საწყობები;
ა.ე) ქიმიური ლაბორატორიები;
ა.ვ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო სათავსები.
ბ) მოცემული კლასის ნარჩენების სახეობების ტოქსიკურობის ხარისხი განისაზღვრება, ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენების კლასიფიკატორისა და სამრეწველო ნარჩენების ტოქსიკურობის კლასის განსაზღვრის მეთოდური მითითებების შესაბამისად.
გ) ნახმარი ლუმინესცენციური ნათურები, ვერცხლისწყლისშემცველი ხელსაწყოები და აღჭურვილობა საჭიროა შეგროვდეს დახურულ, ჰერმეტულ ჭურჭელში. შევსების შემდგომ აუცილებელია ჭურჭლის ჰერმეტიზება და შენახვა დამხმარე სათავსებში. ამ სახეობის ნარჩენი უნდა გაიტანონ სპეციალიზებულმა საწარმოებმა, ხელშეკრულების საფუძველზე.
დ) ციტოსტატიკური პრეპარატების შეგროვება და შენახვა, რომლებიც ტოქსიკურობის I-II კლასის ნარჩენებს განეკუთვნება, უნდა შეესაბამებოდეს ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენების კლასიფიკატორსა და სხვა მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს.
ე) „დ” კლასის ნარჩენები, რომლებიც ტოქსიკურობის II და III კლასებს განეკუთვნებიან, უნდა შეგროვდეს და შეიფუთოს მყარ ტარაში, ხოლო ტოქსიკურობის IV კლასის ნარჩენები – რბილ ტარაში.
6. „ე” კლასის ნარჩენები
ა) „ე” კლასის ნარჩენების წარმოქმნის ადგილებია:
ა.ა) დიაგნოსტიკური ლაბორატორიები (განყოფილებები);
ა.ბ) რადიოიზოტოპური ლაბორატორიები და რენტგენის კაბინეტები.
5ბ) მოცემული კლასის ნარჩენების შეგროვება, შენახვა და გატანა უნდა შეესაბამებოდეს რადიაქტიურ ნივთიერებებსა და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის წესებს და რადიაქტიური ნივთიერებებისადმი მოპყრობის მარეგლამენტირებელი სხვა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.
7. დაუშვებელია:
ა) „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების გადაყრა ერთი ჭურჭლიდან მეორეში;
ბ) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვების განთავსება ელექტროგამათბობელი ხელსაწყოების სიახლოვეს;
გ) ნარჩენების ხელით ჩაწნეხა;
დ) ნარჩენების შეგროვება ხელთათმანების გარეშე.
VI. ნარჩენებისა და მრავალჯერადი გამოყენების ინვენტარის დეზინფექციის ჩატარების ზოგადი წესი
1. სავალდებულოა „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების დეზინფიცირება უშუალოდ პირველადი შეგროვების ადგილზე, ერთჯერადი გამოყენების ტარაში შეგროვებამდე, სადეზინფექციო ხსნარში ჩაყურსვის მეთოდით, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ და გამზადებულ ჭურჭელში.
2. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
3. დეზინფექციის ჩასატარებლად უნდა გამოიყენებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული სადეზინფექციო საშუალებები, შესაბამის რეკომენდაციებში მითითებული კონცენტრაციებითა და ექსპოზიციის დროით. დეზინფექცია უნდა ჩატარდეს იმ სამედიცინო ქვედანაყოფის ფარგლებში, სადაც მოცემული კლასის ნარჩენები წარმოიქმნა.
4. „ა” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი, მრავალჯერადი გამოყენების ტევადობების ყოველდღიური დეზინფექცია, უნდა ჩატარდეს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ძალებით.
5. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების კორპუსებს შორის მდგარი კონტეინერების და ავტომანქანის ძარის დეზინფექცია უნდა ჩატარდეს სატრანსპორტო ორგანიზაციის მიერ, რომელმაც ყოველკვირეულად უნდა გაიტანოს ნარჩენები შემდგომი განთავსების ადგილზე.
6. საგანგებო შემთხვევაში, კორპუსებს შორის მდგარ კონტეინერებსა ან ავტოტრანსპორტში შეუფუთავი ნარჩენების აღმოჩენისას, საჭიროა დაუყოვნებლივ ჩატარდეს დეზინფექცია. ამ მიზნით, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე აუცილებელია გამოიყოს ადგილი კორპუსებს შორის მდგარი კონტეინერებისა და ავტოტრანსპორტის რეცხვისა და დეზინფექციისათვის.
7. რეცხვისა და დეზინფექციისათვის გამოყოფილი ადგილი საჭიროა მოასფალტდეს და ჰქონდეს ერთიანი ჩასადინარი, ამასთან უნდა ხდებოდეს ჩამდინარე წყლების შეგროვება და ჩაშვება სამედიცინო დაწესებულების საკანალიზაციო ქსელში, შემდგომი გადადინებით გამწმენდ ლოკალურ ნაგებობაზე (დანართი 2).
VII. კორპუსებს შორის მდგარი კონტეინერების განლაგების ადგილების, ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემის ორგანიზებისათვის განკუთვნილი ინვენტარისადმი წაყენებული ზოგადი მოთხოვნები
1. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი ერთჯერადი გამოყენების პაკეტები, უნდა უზრუნველყოფდეს 15 კგ-მდე წონის ნარჩენების უსაფრთხო შეგროვების შესაძლებლობას და ჰერმეტიზებას. „ბ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ პაკეტებს უნდა ჰქონდეს ყვითელი შეფერილობა, „გ” კლასის ნარჩენებს – წითელი შეფერილობა, „ა” კლასის ნარჩენებისას – თეთრი.
2. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი ერთჯერადი ბაკების კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ ჰერმეტიზაციას შეგროვების პროცესში და გამორიცხავდეს სამედიცინო განყოფილების (ლაბორატორიის) ფარგლებს გარეთ ნარჩენების ტრანსპორტირებისას შეფუთვის გახსნის შესაძლებლობას.
3. ერთჯერადი გამოყენების პაკეტების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ურიკების (სადგარების) კონსტრუქცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ დამაგრებას და მოხერხებულ ექსპლუატაციას.
4. „ა” კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების ბაკებისა და ერთჯერადი პაკეტების სადგარების კონსტრუქცია უნდა ითვალისწინებდეს თავსახურს, ასევე ბორბლებსა და სახელურებს მოხერხებული ტრანსპორტირებისათვის.
5. სხვადასხვა კლასის ნარჩენები უნდა გროვდებოდეს განსხვავებულ კონტეინერებში. სხვადასხვა კლასის ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ კონტეინერებს უნდა ჰქონდეს ადვილადგასარჩევი განმასხვავებელი ნიშნები. ერთი და იმავე კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები უნდა იყოს სრულიად იდენტური.
6. კორპუსებს შორის მდგარ კონტეინერებს უნდა ჰქონდეს მჭიდრო და ჰერმეტული თავსახური. კონტეინერების კონსტრუქციამ უნდა უზრუნველყოს აბსოლუტური ჰერმეტულობა და ტენგაუმტარობა, გამორიცხოს უცხო პირების კონტაქტის შესაძლებლობა შიგთავსთან და მიუწვდომელი იყოს ნარჩენები ცხოველებისათვის.
7. „ა”, „ბ” და „დ” კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები უნდა განთავსდეს ღია მოედანზე ან სამედიცინო კორპუსის იზოლირებულ სათავსში. კორპუსის სათავსებს, რომელშიც განთავსებულია კონტეინერები ნარჩენებით, წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები (დანართი 1).
8. „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები აუცილებელია განთავსდეს სამედიცინო კორპუსის იზოლირებულ სათავსში, რომელსაც წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები (დანართი 1).
9. დაუშვებელია „გ” კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერებისა და „ა”, „ბ” და “დ” კლასის ნარჩენების კონტეინერების ერთად განთავსება.
10. კონტეინერების განსათავსებლად განკუთვნილი მოედანი უნდა იყოს მოასფალტებული, ადვილად მისადგომი ავტოტრანსპორტისათვის და მოხერხებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის. კონტეინერების განსათავსებელი ღია მოედანი დაცილებული უნდა იყოს სამკურნალო კორპუსიდან არანაკლებ 25 მ-ით, ხოლო კვების ბლოკიდან არანაკლებ 100 მ-ით.
11. დასაშვებია სხვადასხვა კლასის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება ერთ ღია მოედანზე, მაგრამ არა უმეტეს 5-ისა.
VIII. ნარჩენების დროებითი შენახვისა და გატანის პირობები
1. დაუშვებელია სამედიცინო ქვედანაყოფის გარეთ „ბ”, „გ” და „დ” კლასის ნარჩენების ღიად შენახვა და მათთან პერსონალის კონტაქტი.
2. „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შენახვა და ტრანსპორტირება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ მრავალ-ჯერადი გამოყენების ჰერმეტულ კონტეინერებში.
3. დაუშვებელია „გ” კლასის ნარჩენების გატანის ნაკადის შერევა, სხვა კლასის ნარჩენების გატანის ნაკადთან.
4. „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების შენახვა დასაშვებია ბუნებრივ პირობებში არა უმეტეს 1 დღე-ღამისა, ხოლო უფრო ხანგრძლივად შენახვისას ტემპერატურული რეჟიმი 50ჩ არ უნდა აღემატებოდეს. ყველა კლასის საკვების ნარჩენები უნდა ინახებოდეს მაცივრებში, არა უმეტეს 50ჩ ტემპერატურაზე.
5. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე ნარჩენების გამაუვნებელი დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების გატანა უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად.
6. „ა” კლასის ნარჩენების გასატანად დასაშვებია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაზიდად განკუთვნილი ავტოტრანსპორტის გამოყენება.
7. სამედიცინო ნარჩენების შეგროვებისა და გატანის ძირითად სისტემას წარმოადგენს შემკრებთა „შენაცვლების” სისტემა, როდესაც ნარჩენებიანი კონტეინერები გააქვთ დახურული ძარის მქონე ავტომანქანებით, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნისათვისაა განკუთვნილი, ხოლო გატანილი კონტეინერების სანაცვლოდ იდგმება დაცლილი და დეზინფიცირებული შემკრებები.
8. „ა”, „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების ტრანსპორტირება სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიის გარეთ დასაშვებია მხოლოდ დახურული ძარის მქონე, სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყენებული ავტოტრანსპორტით, რომელთა გამოყენება სხვა მიზნებისათვის დაუშვებელია.
9. „დ” კლასის ნარჩენების შენახვა უნდა ხდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ დამხმარე სათავსებში.
10. დასაშვებია „ა” კლასის ნარჩენების დამარხვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების სამარხ პოლიგონებზე.
11. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენები კი აუცილებელია განადგურდეს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების გასანადგურებელ სპეციალურ დანადგარებში, თერმული მეთოდებით.
12. „ბ” და „გ” კლასის ნარჩენების გაუვნებლება შეიძლება განხორციელდეს როგორც ცენტრალიზებულად, ასევე დეცენტრალიზებულად.
13. ნარჩენების თერმული მეთოდით გამაუვნებელი დანადგარების, სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ტერიტორიაზე განლაგების საკითხი (დეცენტრალიზებული მეთოდი), საჭიროა შეთანხმდეს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან.
14. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების უნდა განადგურდეს ცენტრალიზებულად მსხვილი ნაგავსაწვავი ქარხნების ღუმელებში. აღნიშნული ქარხნების ადგილმდებარეობა, ექსპლუატაციის პირობები, გარემოზე ზემოქმედების დონე რეგლამენტირდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტებით.
15. გამაუვნებელი დანადგარის არ არსებობის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო პათოლოგანატომიური და საოპერაციოს ორგანული ნარჩენები (ორგანოები, ქსოვილები და მისთ.) უნდა დაიმარხოს სასაფლაოზე სპეციალურად გამოყოფილ სამარხებში.
16. „ბ” კლასის სხვა ნარჩენები (მასალები და ინსტრუმენტები, პაციენტთა გამონაყოფები, მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ვივარიუმებში წარმოქმნილი ნარჩენები), ჩატარებული დეზინფექციის შემდგომ წინამდებარე დოკუმენტის VII მუხლის დებულებების შესაბამისად უნდა გადაიტანონ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონებზე.
17. „დ” კლასის ნარჩენების ტრანსპორტირება, გაუვნებელყოფა და დამარხვა უნდა ხდებოდეს ტოქსიკური სამრეწველო ნარჩენების დაგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებელყოფისა და დამარხვისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისად.
IX. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სქემის რეალიზება
1. თითოეული სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების მიერ უნდა შემუშავდეს ნარჩენების შეგროვებისა და გატანის დეტალური გეგმა და დაისახოს ღო ნისძიებები მისი რეალიზებისათვის. ნარჩენების შეგროვებისა და გატანის გეგმის შესადგენად, საჭიროა ჩატარდეს შემდეგი სამუშაოები:
ა) უნდა განხორციელდეს წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ანალიზი, ნარჩენების დაგროვების ოდენობის გაანგარიშებით, კლასებისდა მიხედვით;
ბ) თითოეული კლასის ნარჩენისათვის უნდა განისაზღვროს ნარჩენების პირველადი შეგროვების ადგილებში გამოყენებული, აუცილებელი შესაფუთი მასალების რაოდენობა;
გ) ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების ტარა, კორპუსებს შორის მდგარი კონტეინერები და ნარჩენების კორპუსებს შიგნით შეგროვებისა და შენახვისათვისათვის განკუთვნილი სათავსები, სრულად უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სანიტარიული წესების პუნქტებში მოცემულ მოთხოვნებს.
2. უნდა შემუშავდეს ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სისტემა სხვადასხვა კლასის ნარჩენების განცალკევებით შეგროვებისა და გატანის მოთხოვნების შესაბამისად, ამასთან გათვალისწინებულ უნდა იყოს შემდეგი გარემოებები:
ა) „ბ” და „გ” კლასის ნარჩენები უნდა დაექვემდებაროს სავალდებულო თერმულ გაუვნებელყოფას;
ბ) „ა” კლასის ნარჩენები შესაძლოა დაექვემდებაროს თერმულ გაუვნებელყოფას ან სპეციალურ პოლიგონებზე იყოს გატანილი.
3. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, უნდა დამტკიცდეს ინსტრუქცია, რომელიც დაადგენს ნარჩენებისადმი მოპყრობის წესებსა და თანამშრომელთა პერსონალურ პასუხისმგებლობას, აგრეთვე ნარჩენების გატანის სქემას, შემდეგი მონაცემებით:
ა) ნარჩენების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედგენილობის შესახებ;
ბ) ნარჩენების შესაგროვებელი ადგილებისა და გამოყენებული ჭურჭლის სახეობების შესახებ;
გ) ნარჩენების დროებითი შენახვის ადგილების შესახებ;
დ) ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და გატანისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ.
დანართი 1
(სავალდებულო)
X. მოთხოვნები სამედიცინო ნარჩენების კორპუსებს შიგნით დროებითი შენახვისათვის განკუთვნილი სათავსებისადმი
1. სათავსების იატაკი აუცილებელია მოპირკეთდეს კერამიკული ფილებით.
2. სათავსების კედლები აუცილებელია მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით მთელ სიგრძეზე.
3. სათავსის ჭერი უნდა შეიღებოს ტენმედეგი საღებავით.
4. სათავსი უნდა აღიჭურვოს:
ა) ხელსაბანით;
ბ) ცალკე სველი წერტილით, მორწყვითი სამუშაობის ჩასატარებლად;
გ) წყლის ჩასადინარით;
დ) ბაქტერიციდული დამასხივებლით;
ე) ვენტილაციის სისტემით.
დანართი 2
(სავალდებულო)
XI. ზოგადი მოთხოვნები სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნახმარი წყლების გაწმენდისა და გაუსნებოვნებისადმი
1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნახმარი წყლების გამწმენდი ნაგებობები უნდა დაპრო-ექტდეს დასახლებული ადგილების საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების გაწმენდისათვის რეკომენდებული სქემების შესაბამისად და აუცილებელია შეიცავდეს ისეთ აპრობირებულ ელემენტებს, როგორიცაა მექანიკური და ბიოლოგიური გაწმენდა, კონკრეტული პირობების გათვალისწინებით.
2. ინფექციური, ფტიზიატრიული საავადმყოფოების და განყოფილებების ნახმარი წყლები განეკუთვნება ჩამდინარე წყლების იმ კატეგორიას, რომელთა გაწმენდასა და გაუსნებოვნებას წაეყენება განსაკუთრებული მოთხოვნები, მათი სპეციფიკურობის გათვალისწინებით.
XII. ინფექციური საავადმყოფოები და განყოფილებები
1. დასახლებული ადგილების გარე კანალიზაციაში ჩაშვებამდე ინფექციური საავადმყოფოებისა და განყოფილებების ჩამდინარე წყლები უნდა გაუსნებოვნდეს შემდეგი პრინციპით:
ა) ნაწლავური ინფექციებით დავადებულთა გამონაყოფების გაუსნებოვნების გზით უშუალოდ განყოფილებაში, საკანალიზაციო ნახმარი წყლების სრული ბიოლოგიური გაწმენდისა და გაუსნებოვნების პირობით წყალსატევებში ჩაშვებამდე;
ბ) ლოკალური გამწმენდი დანადგარების მოწყობით ინფექციური საავადმყოფოების ან განყოფილებების ტერიტორიაზე ყველა სახის ჩამდინარე წყლების გაწმენდისა და გაუსნებოვნებისათვის.
2. ინფექციური საავადმყოფებისა და განყოფილებების ლოკალური გამწმენდი ნაგებობები უნდა წარმოადგენდნენ ნაგებობათა კომპლექსს, რომელიც უზრუნველყოფს ნახმარი წყლებისა და ნალექების მექანიკურ, ასევე ბიოლოგიურ გასუფთავებასა და გაუსნებოვნებას.
3. მცირე ინფექციური განყოფილებებისათვის (დღე-ღამეში 25მ3
წყალხარჯვით), ხოლო ცალკეულ შემ-თხვევებში, საავადმყოფებისა და მსხვილი ინფექციური განყოფილებებისათვის, სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით, დასაშვებია ჩამდინარე წყლების გაწმენდა გახანგძლივებული მექანიკური გაუფერულებით სეპტიკებში და გაძლიერებული გაუსნებოვნებით საქლორატორო მოწყობილობის გამოყენებით.
4. დასახლებული პუნქტის ფარგლებს გარეთ, უკანალიზაციო რაიონში განლაგებული ინფექციური საავადმყოფოებისათვის განსაკუთრებულ აუცილებლობას წარ-მოადგენს ლოკალური გამწმენდი ნაგებობების არსებობა, ნახმარი წყლების დამოუკიდებელი არინებისათვის.
5. ინფექციური საავადმყოფებისა და განყოფილებების ნახმარი წყლების გაუსნებოვნებისათვის საქლორატორო დანადგარების წარმადობა გაიანგარიშება 30გ/მ3
აქტიური ქლორის ხარჯვით ნახმარი წყლების ერთჯერადი მექანიკური გაუფერულებისას, ხოლო 10გ/მ3
ხარჯვით – ნახმარი წყლების წინასწარი ბიოლოგიური გაწმენდისას.
6. ნახმარი წყლების გაუსნებოვნებისას ქლორის ჰიპოქლორიტით, სამუშაო ხსნარის ავზის მოცულობა გათვლილი უნდა იყოს დღე-ღამურ მარაგზე, ხსნარში აქტიური ქლორის 3%-მდე კონცენტრაცით. ქლორის სამუშაო დოზებმა უნდა უზრუნველყოს ნაშთი ქლორის დონე ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ არანაკლებ 1,5მგ/ლ-ისა და არანაკლებ 3მგ/ლ-ისა მექანიკური გაუფერულების შემდეგ.
7. ორიარუსიანი სალექარებისა და ჩვეულებრივი სეპტიკების ნალექი, აგრეთვე ჭარბი აქტიური ლამი ბიონაგებობებიდან, საჭიროებს სავალდებულო გაუსნებოვნებას თერმული მეთოდით (დეჰელმინთიზატორი). დეჰელმინტიზატორიდან ან სეპტიკდეჰელმინთიზატორიდან ნალექი შეიძლება:
ა) გაიტანონ სალამე მოედნებზე და შემდგომ გამოყენებულ იქნეს სასუქად;
ბ) ჩაუშვან დასახლებული პუნქტის საკანალიზაციო ქსელში;
გ) გადატვირთონ საასენიზაციო ტრანსპორტით გადანაყარის საერთო გაუსნებოვნების ადგილზე.
ცხრილი 1
სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების ნარჩენების კლასიფიკაცია
საშიშროების კატეგორია
„ა“ კლასი
უსაფრთხო
„ბ“ კლასი
საშიში
(სარისკო)
„გ“ კლასი
განსაკუთრებით საშიში
„დ“ კლასი
ნარჩენები, რომელიც შედგენილობით საწარმოოს მსგავსია
„ე“ კლასი
რადია ქტიუ
რი ნარჩე ნები
მორფოლ
ოგიური შედგენილობის დახასია თება
ნარჩენები, პაციენტის ბიოლოგიურ სითხეებთან, ინფექციურ ავადმყოფებთან კონტაქტის გარეშე, არატოქსიკური ნარჩენები. საკვების ნარჩენები სამკურნალო-
პროფილაქტიკური დაწესებულების ყველა განყოფილებიდან, კანისა და ვენერიულის, ფთიზიატრიულის და ინფექციურის გარდა. ავეჯი, ინვენტარი, დაზიანებული სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა, რომელიც ტოქსიკურ ელემენტებს არ შეიცავს. არაინფიცირებელი ქაღალდი, სამშენებლო ნაგავი და ა. შ.
პოტენციურად ინფიცირებული ნარჩენები. სხვადასხვა გამონაყოფებით, მ.შ. სისხლით დაბინძურებული მასალები და ინსტრუმენტები. ავადმყოფთა გამონაყოფები. პათოლოგანა
ტომიური ნარჩენები. საოპერაციოს ორგანული ნარჩენები (ორგანოები, ქსოვილები და ა.შ.). ინფექციური განყო-ფილებების ყველანაირი ნარჩენი (მ.შ. საკვების). III-IV პათოგენობის ჯგუფის მიკროორგანი- ზმებთან მომუშავე მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ნარჩენები. ვივარიუ-მების ბიოლოგიური ნარჩენები.
მასალები, რომლებსაც იყენებენ განსაკუთრებით საშიში ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებთან. I-IV ჯგუფის პათოგენობის მიკროორგანიზმებ-
თან მომუშავე ლაბორატორიების ნარჩენები. მიკოლოგიური, ფტიზიატრიული საავადმყოფოების ნარჩენები. ანაერობული ინფექციით მოავადე პაციენტების ნარჩენები.
ვადაგასული სამკურნალწა
მლო საშუალე ბები., სამკურ ნალო და დიაგნოსტიკური პრეპარატების ნარჩენები, დეზსაშუალე ბები, რომლებიც გამოუსადე
-
გარია გამოყენებისათ
ვის, ან ვადაგასულია. ციტოსტატიკური და სხვა ქიმპრეპარატები. ვერცხლის- წყალშემცველი საგნები, იარაღები და აღჭურვილობა.
რადიაქტიური კომპონენტების შემცველი ყველა სახის ნარჩენი.