საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.09.2021
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-172
სარეგისტრაციო კოდი 480010000.22.030.016233
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/09/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,457 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2021 მიღება
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-172 2021 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების   დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების  დეპარტამენტის  დებულება  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (შემდგომში – გაერო), ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (შემდგომში – ეუთო), ევროპის საბჭოში და  ასევე საერთაშორისო სხვა ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და საერთაშორისო ფორმატებში სრულყოფილი, თანმიმდევრული და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით; საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეთა წარმომადგენლობის გაზრდა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის/განმტკიცების მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში არსებული საკითხებისა და თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაწყვეტაში ქვეყნის აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ძალისხმევების განხორციელება; ბ)კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისათვის შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების  გატარების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება და სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ) საერთაშორისო   ორგანიზაციებში   საქართველოს   წარმომადგენლობითობის   გაზრდის მიზნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირების გზით საარჩევნო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;  ე) შეხვედრებისა  და ღონისძიებებისათვის სასაუბროების, საინფორმაციო მასალის მომზადება და მათში მონაწილეობა; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორგანიზებულ ღონისძიებებში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობის გათვალისწინებით, კომპეტენციისამებრ, მათი შესაბამისი ინფორმაციითა და გზავნილებით უზრუნველყოფა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება დეპარტამენტი   დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას  უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან  დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სფეროში, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე; გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მათი საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;  ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) კურირებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მუშაობას; გ)  კომპეტენციის ფარგლებში  წარმართავს  და  ზედამხედველობს  დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს; ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე; ზ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) გაეროს სამმართველო; ბ) ეუთოს სამმართველო; გ) ევროპის საბჭოს სამმართველო; დ)საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველო. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. გაეროს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) გაეროში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის, ორგანიზაციასთან ურთიერთობის  და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და  ინსტრუქციების შემუშავება; ბ) შესაბამის  საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში,  საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის გაეროსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) გაეროს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში  გაეროს ოფისებთან, ფონდებთან, პროგრამებთან და სპეციალიზებულ სააგენტოებთან თანამშრომლობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების, შესაბამისი მასალების მომზადება და მათში მონაწილეობა. 2. ეუთოს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) ეუთოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის და ორგანიზაციასთან ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა და გადაწყვეტილებების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემუშავება. ბ)  შესაბამის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის ეუთოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) ეუთოსთან დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება; დ) ეუთოს ინსტიტუტებთან და ოფისებთან, მათ შორის, სამდივნოსთან, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა; ე)კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების,  შესაბამისი მასალების მომზადება და მათში მონაწილეობა. 3. ევროპის საბჭოს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: ა) ევროპის საბჭოში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების რეალიზაციის, ორგანიზაციასთან ურთიერთობის და თანამშრომლობის განვითარების  მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ, სამინისტროს ხელმძღვანელობის სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებების  მისაღებად შესაბამისი  რეკომენდაციებისა  და  ინსტრუქციების  შემუშავება; ბ)  შესაბამის საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა უწყებისა და ორგანიზაციის ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) ევროპის საბჭოს დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხზე, საჭიროებისამებრ, საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით, კომპეტენციის ფარგლებში პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ძალისხმევის განხორციელება; დ) ევროპის საბჭოს სტრუქტურებთან, მათ შორის სამდივნოსთან, საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესთან, კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების, შესაბამისი მასალების მომზადება და მათში მონაწილეობა. 4. საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობითობის გაზრდის ხელშეწყობა; ბ) საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; გ) საერთაშორისო   ორგანიზაციებში    საკონტრაქტო   ვაკანსიებზე   განაცხადების   წარდგენის პროცესის კოორდინირება და მასში მონაწილეობის მისაღებად ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებზე შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; დ) საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, იმ პოზიციებზე, რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას, პროფესიული საჯარო მოხელეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა; შესაბამის კანდიდატთა წინასწარი შერჩევის პროცედურის განხორციელება, კანდიდატთა  წარდგენის  პროცესისა  და   საჭიროებისამებრ,   შესაბამისი  კამპანიის  დაგეგმვა  და კოორდინირება; ე) ეუთოს საველე მისიებში, იმ პოზიციებზე, რომლებისთვისაც სახელმწიფო ახორციელებს თანადაფინანსებას,        სამინისტროს       ხელმძღვანელობასთან       შეთანხმებით        საქართველოს მოქალაქეების წარდგენის მიზანშეწონილობის განსაზღვრა  და   კანდიდატთა წარდგენის პროცესის კოორდინირება; ვ) ევროკავშირის CSDP მისიებში მონაწილეობის კოორდინირება როგორც პროფესიული საჯარო მოხელეების მისიებში წარგზავნის უზრუნველყოფის, ასევე ზოგადად, საქართველოს მოქალაქეთა ევროკავშირის მისიებში საკონტრაქტო პოზიციებზე დასაქმების ხელშეწყობის ჩათვლით; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებულ არჩევნებში საზღვარგარეთის ქვეყნების კანდიდატურების საკითხზე, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებით, საქართველოს პოზიციის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება. შენიშვნა: ამ პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პოზიციებში იგულისხმება ე.წ. seconded პოზიციები, რომლებისთვისაც საერთაშორისო ორგანიზაცია ანაზღაურებს დასაქმებულის მხოლოდ დღიურ ხარჯებს, ხოლო ანაზღაურების ნაწილის უზრუნველყოფას ახდენს წარმდგენი ქვეყანა. მუხლი 7🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შესასრულებლად და გასაცნობად შემოსულ დოკუმენტაციას; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ახორციელებს ცალკეულ დავალებებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით; ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის  წინაშე.