„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №471 |
|
2021 წლის 21 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. 21 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 მუხლი:
„მუხლი 22. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენების წესი
1. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, შექმნას ან გასცეს, ასევე უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი აწარმოოს ელექტრონული ფორმით, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
2. ლიცენზიის მფლობელისთვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობისთანავე, რის თაობაზეც ლიცენზიის გამცემისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შესაბამისი ვებგვერდიდან.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.“;
ბ) 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი ბრძანების (ლიცენზიის) გაცემის წესს ადგენს სააგენტო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
3. 31 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით მიღებით დაინტერესებული ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის გამცემს ავტომატური მართვის საშუალებით − ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარუდგენს სათანადო წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის, ადგილმდებარეობისა და მოპოვების მიზნის შესახებ.“;
ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ლიცენზია გაიცემა ლიცენზიის ფასის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.“.
4. 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მდინარეებზე არსებული ქვიშა-ხრეშის საბადოებსა და გამოვლინებებზე ლიცენზიები გაიცემა არაუმეტეს 5 წლის ვადით. ამასთან, განსხვავებული სალიცენზიო პირობების ან/და საინვესტიციო წინადადებების არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს მთავრობის თანხმობით, შესაძლებელია, აღნიშნული ლიცენზია გაიცეს ან/და გაგრძელდეს უკვე გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა არაუმეტეს 10 წლამდე ვადით. ამასთან, ლიცენზიის 10 წლამდე ვადით გაცემა ან მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ჯამურად მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება 1 000 000 (ერთი მილიონი) კუბურ მეტრს. ასევე ლიცენზიის მოქმედების 10 წლამდე ვადით გაგრძელება შესაძლებელია, თუ ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების მიზნით მოწყობილია საჭირო ინფრასტრუქტურა (გადამამუშავებელი ქარხანა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და სხვ.). ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი.“.
5. მე-7 მუხლის პირველ პუნქტს „ნ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ვადის გასვლამდე არაუადრეს ათი და არაუგვიანეს წინა დღისა ლიცენზიის გამცემ ორგანოში წარადგინოს ინფორმაცია ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ;“.
6. 71 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ხდება მთლიანი ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისება. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს, რომელსაც დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10 დღეში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გამოსცემს ბრძანებას (ლიცენზიას);“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ გამოიცემა ბრძანება (ლიცენზია), ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას.“;
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება შესაბამისი არგუმენტაციითა და სამუშაო პროგრამით, რომელიც უნდა მოიცავდეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელ ვადებში გაწერილ ქმედებებს (შესწავლის სამუშაოებს). ლიცენზიის გამცემი ორგანო იხილავს განცხადებას თანდართული მასალებით და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის გავლის შემდგომ შეაქვს შესაბამისი ცვლილებები ლიცენზიის გაცემის შესახებ ბრძანებაში (ლიცენზიაში), ხოლო ძველი სალიცენზიო მოწმობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ექვემდებარება ლიცენზიის გამცემისათვის დაბრუნებას. პროგრამა წარმოადგენს სალიცენზიო პირობას.“;
დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ, გარდა ამავე მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, ხოლო თუ დაანგარიშებული თანხა შეადგენს 10 000 ლარზე ნაკლებს, გადასახდელი თანხა განისაზღვრება 10 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ლიცენზიის გამცემის ინიციირების საფუძველზე, სამინისტროს წარდგინებითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიძლება დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა.“.
7. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:
„101. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ სასარგებლო წიაღისეულის, როგორიცაა შავი, ფერადი, კეთილშობილი ლითონები და იშვიათი ელემენტები, ლიცენზიაში ცვლილების შეტანის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადოს „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2018 წლის 1 მაისის №2 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის საწყისი ფასის დადგენის ფორმულით დაანგარიშებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობზე დამტკიცებული მარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ან/და ფასების ჯამი მეტია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოო ფასზე.“.
8. 73 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ლიცენზირებული ობიექტის (გადასაცემი/დასატოვებელი ფართობის) X და Y კოორდინატები.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულად წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ლიცენზიის გამცემს შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გამოსცემს ბრძანებას (ლიცენზიას) (ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში ბრძანება (ლიცენზია) არ გამოიცემა).“.
9. 74 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ღვარცოფული წყალსადინარების (ხევები, მდინარეები) ან/და მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირებით, მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის საშიშროების არსებობისას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი გეოსაინფორმაციო პაკეტის საფუძველზე, პირი გარკვეული ვადით გაათავისუფლოს ლიცენზიისაგან, მდინარეთა კალაპოტებში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით.“.
10. 75 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, ლიცენზიის გამცემს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ან მატერიალური ფორმით შევსებულ განცხადებასთან ერთად ელექტრონული ფორმით წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ და ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე, რომლის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მფლობელს.“.
11. მე-8 მუხლის 52 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში − ლიცენზიის გაცემის თაობაზე გამოცემული ბრძანების (ლიცენზიის) ასლი, სალიცენზიო ობიექტთან დაკავშირებით მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის ელექტრონული ვერსია, ტოპოგრაფიული რუკა (კოორდინატების ჩვენებით) და მისი ელექტრონული ვერსია UTM კოორდინატთა სისტემაში (shaip-ფაილი);“.
|