„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№67/2021
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.016595
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №67/2021

2021 წლის 23 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის ვადისა და წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 26 ივლისის №40/2021 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2021, 010210010.15.008.016568):

1. მე-2 მუხლის „ა” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1” ქვეპუნქტი:

„ა1” საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისას არ გაითვალისწინება „სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ” ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №53/2021 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნები”.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9

კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის შემდეგ საარჩევნო დოკუმენტაცია ილუქება შესაბამისი მთვლელების მიერ.”.

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10

1. თითოეული საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების/საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემდეგ დგება ხელახლა დათვლის შედეგების აქტი, რომელშიც შეიტანება ხელახლა დათვლის შედეგები. აქტს ხელს აწერენ შესაბამისი მთვლელები.

2. კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის მონაცემები მტკიცდება საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით ხელახლა დათვლის შედეგების აქტის საფუძველზე.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი