ოქმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის 2021-2025 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 16.08.2021
ძალაში შესვლა 16.08.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით
ნომერი №33/35
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016664
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/09/2021
matsne.gov.ge 531 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2021 მიღება
16.08.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახელით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ოქმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2016-2019 წლებისათვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელით   (ხელმოწერილია) 88% 03.11.2015 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2022-2025 წლებისთვის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 07.12.2022 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და მოლდოვას რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და კვლევის სამინისტროს შორის 2018-2021 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 29.11.2017 „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2024-2028 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 26.01.2024 პროგრამა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2018-2020 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 25.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის 2021-2025 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს შორის 2021-2025 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, ხელმძღვანელობენ რა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილით, „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ“ 1993 წლის 3 ივნისს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყონ თანამშრომლობას ორი ქვეყნის ხელოვნების მუშაკთა შორის. მუხლი 2🔗 მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, ასევე სპეციალისტთა გაცვლას ორი ქვეყნის ორგანიზაციებს შორის ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, ისტორიულ ძეგლთა დაცვის, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების სფეროში. მუხლი 3🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთმონაწილეობას საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებში, მათ შორის თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიებზე ჩატარებულ შეჯიბრებებში, ფესტივალებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მუხლი 4🔗 წინამდებარე ოქმის მოქმედების პერიოდში, მხარეები ხელს შეუწყობენ მათ მიერ აღიარებულ საჯარო, კერძო და კომერციული ორგანიზაციების აქტიური ინიციატივების განხორციელებას კულტურის სფეროში. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას კულტურული ინდუსტრიისა და კულტურული გაცვლის სფეროში. მუხლი 6🔗 ოქმის მოქმედების პერიოდში, მხარეები გაცვლიან კულტურის მოღვაწეთა დელეგაციას არაუმეტეს 5 პირის შემადგენლობით,  5 დღის განმავლობაში. მუხლი 7🔗 ოქმის მოქმედების პერიოდში მხარეები შეისწავლიან ხელოვნების მოღვაწეთა ჯგუფის გაცვლის შესაძლებლობას არა უმეტეს 30 პირის შემადგენლობით, 7 დღის განმავლობაში. მუხლი 8🔗 ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ ჩაატარონ სხვა ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე ოქმის მიზნებს. მუხლი 9🔗 დელეგაციებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ჯგუფების გაცვლის შემთხვევაში: 1. წარმგზავნი მხარე დაფარავს დელეგაციებისა და ხელოვნების მოღვაწეთა ჯგუფების მიმღები ქვეყნის დედაქალაქში მგზავრობის, მათ შორის ტვირთისა და სასცენო კონსტრუქციების ორივე მიმართულებით ტრანსპორტირების ხარჯებს. 2. მიმღები მხარე დელეგაციას და ხელოვნების მოღვაწეთა ჯგუფს უზრუნველყოფს სასტუმროში დაბინავებით და კვებით, დაფარავს ადგილობრივი მგზავრობის ხარჯებს, უზრუნველყოფს კულტურულ პროგრამებს და თარჯიმანთა მომსახურებას, ადგილობრივ ტრანსპორტირებასა და სარეკლამო მასალების დისტრიბუციას. მუხლი 10🔗 გამოფენების გაცვლის შემთხვევაში: 1. წარმგზავნი მხარე დაფარავს დაზღვევისა და მიმღები ქვეყნის დედაქალაქში ექსპონატების ორივე მიმართულებით ტრანსპორტირების ხარჯებს, უზრუნველყოფს გამოფენისთვის სარეკლამო მასალებისა და ექსპონატთა კატალოგების მიწოდებას. 2. მიმღები მხარე დაფარავს გამოფენის ორგანიზების, მონტაჟისა და დემონტაჟის ხარჯებს, უზრუნველყოფს ექსპონატების ადგილობრივ ტრანსპორტირებასა და მათ უსაფრთხოებას. 3. წარმგზავნი მხარე დაფარავს გამოფენის დამთვალიერებელთა და გამოფენის გახსნის ცერემონიალში მონაწილე დელეგაციის წევრთა საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს. მიმღები მხარე დაფარავს სასტუმროში დაბინავების, კვებისა და ადგილობრივი ტრანსპორტირების ხარჯებს, უზრუნველყოფს კულტურულ პროგრამას, თარჯიმანთა მომსახურებას და, აუცილებლობის შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. გამოფენის ორგანიზების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი სხვა საკითხი დამატებით შეთანხმდება ორი ქვეყნის შესაბამის ორგანოთა შორის. მუხლი 11🔗 ოქმი ძალაში შევა მისი ხელმოწერის დღეს და ძალაში დარჩება 2025 წლის 31 დეკემბრამდე. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე ოქმის მოქმედება დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. ამ შემთხვევაში ოქმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ. მუხლი 12🔗 ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და ძალაში შევა ამ ოქმის მე-11 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 13🔗 ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ოქმის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. შესრულებულია 2021 წლის 16 აგვისტოს, ქ. პეკინში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ჩინურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ ოქმის დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს სახელით